02:08 AM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
სავალუტო ფონდი: საქართველოში ეკონომიკის ზრდაზე უარყოფითი გავლენის მქონე რისკები გაზრდილია
ბრიტანელი ღვინის მაგისტრი: "ქართულ ღვინოს მიმდინარე წელს დიდ ბრიტანეთში ფანტასტიკური შედეგები ჰქონდა"

სიახლეები

Apple-მა ახალი მოწყობილობები - iPad Pro და MacBook Air წარადგინა

 

 

30 ოქტომბერს, როგორც დაანონსებული იყო, ბრუკლინის მუსიკალურ აკადემიაში კომპანია Apple-ის ოფიციალური პრეზენტაცია გაიმართა, სადაც ტექნოლოგიურმა გიგანტმა თავისი განახლებული პროდუქტები - iPad Pro და MacBook Air წარადგინა.

 

ახალი MacBook Air თავის წინამორბედზე თხელი და მსუბუქია. მას 13,3 ინჩიანი Retina-ეკრანი აქვს, 2560*1600 პიქსელიანი გაფართოებით და ვიწრო ჩარჩოთი.

 

ლეპტოპს ორი Thunderbolt პორტი აქვს და ის სულ რაღაც 1,25 კილოს იწონის. მოწყობილობა Apple-ის უახლესი კლავიატურით და ზომაში გაზრდილი თაჩპადით არის აღჭურვილი.

 

ლეპტოპი მერვე თაობის Intel Core ( i5, i7) პროცესორზე ფუნქციონირებს და მისი ოპერატიული მეხსიერების მოცულობა 8 ან 16 გიგაბაიტია. ჩაშენებული SSD-ს მოცულობა კი 1,5 ტერაბაიტს აღწევს.

 

MacBook Air-ის მინიმალური კომპლექტაციის ფასი 1199 აშშ დოლარია.

 

რაც შეეხება iPad Pro-ს, მას 11 და 12,9 დუიმიანი ეკრანი აქვს. ახალი iPad Pro გახდა პირველი iPad კომპანიის ისტორიაში, რომელსაც არ აქვს ღილაკი Home. მოწყობილობაში ჩაშენებულია სისტემა Face ID და ჟესტებით მართვის ფუნქცია.

 

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

რატომ გვჭირდება ბანკები?

18 მარ 2019კვირის გრაფიკი

      ბანკები უმნიშვნელოვანეს დადებით როლს თამაშობენ საქართველოს ეკონომიკაში. ბანკებში შესაძლებელია დანაზოგის უსაფრთხოდ შენახვა და, ამავე დროს, სარგებლის მიღება, უსაფრთხოდ და...

ავტოკატასტროფებში დაღუპულთა ზრდით საქართველო მსოფლიოში პირველია

11 მარ 2019კვირის გრაფიკი

    საქართველო საგზაო შემთხვევების შედეგად დაღუპულთა რიცხვის ზრდით (2006-2016 წლებში) მსოფლიოში პირველ ადგილს იკავებს. საქართველოში საგზაო შემთხვევებში დაღუპულთა რაოდენობამ 2006-2016...

სად გადის საქართველოდან საექსპორტო საქონელი?

4 მარ 2019კვირის გრაფიკი

    საქსტატის მონაცემებით, 2018 წელს საქართველოდან  3.3 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების საქონლის ექსპორტი განხორციელდა, რაც 1995 წლის ექსპორტის მონაცემებს 22-ჯერ აღემატება. სამი...