18:30 PM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
საღამოს საკითხავი
ლონდონსა და ბრიუსელს შორის მიმდინარე მოლაპარაკების ფონზე ბრიტანული ფუნტი გამყარდა

სიახლეები

ნათია თურნავამ ენერგოეფექტურობის შესახებ კონფერენცია გახსნა

 

პროექტის „ენერგოაუდიტორების ტრენინგი და სერტიფიცირება, შენობების ენერგოეფექტურობის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანია“ წარმატებით დასრულებას 1-ელ ნოემბერს კონფერენცია მიეძღვნა, რომელიც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ნათია თურნავამ გახსნა. პროექტი დანიის სამეზობლო პროგრამის „საქართველოში ენერგოეფექტურობისა და მდგრადი ენერგეტიკის მხარდაჭერის“ ფარგლებში განხორციელდა

 

პროექტი ჩატარდა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ენერგეტიკული პოლიტიკის დეპარტამენტისა და ახალციხის, ბოლნისის, ზუგდიდის, ქუთაისის, რუსთავის მუნიციპალიტეტებისა და თბილისის მერიის მხარდაჭერით. შედეგად, 65 საზოგადოებრივ შენობაში ჩატარდა ენერგომონიტორინგი, 40-მა სპეციალისტმა გაიარა ენერგოაუდიტორთა მომზადების პრაქტიკული კურსი, ხოლო 50 საზოგადოებრივ შენობაში ჩატარდა ენერგოაუდიტი.

 

გარდა ამისა, 66 შენობის მენეჯერმა ახალციხის, ბოლნისის, ქუთაისის, რუსთავის, თბილისისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტებიდან მონაწილეობა მიიღო ცნობიერების ამაღლების კამპანიასა და ენერგომონიტორინგის დანერგვაში. შენობების მართვისა და ექსპლუატაციის პროცესში ენერგოეფექტური ღონისძიებების წარმატებით დანერგვისათვის, ცნობიერების კამპანიაში ჩართული შენობების მენეჯერებს გადაეცათ ჯილდოები.  

 

პროექტების მსვლელობისას მიღწეული შედეგების გარდა, დასკვნით კონფერენციაზე განხილულ იქნა საქართველოში ენერგოეფექტური ღონისძიებების დაფინანსების სამომავლო ნაბიჯები.

 

აღსანიშნავია, რომ დანიის სამეზობლო პროგრამის ადმინისტრირება ხორციელდება ჩრდილოეთის ქვეყნების გარემოსდაცვითი საფინანსო კორპორაციის (NEFCO), დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და დანიის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (DANIDA) მიერ. ისსაქართველოში ენერგოეფეტურობისა და განხლებადი ენერგიების განვითარებას ისახავს მიზნად.

მსგავსი სიახლეები

თქვენთვის საყურადღებო დღის 3 თემა

  • 2017 წელს ეკონომიკა 4.8%-ით გაიზარდა
  • ოქტომბერში ფულადი გზავნილების მოცულობა 11.6%-ით გაიზარდა
  • მუდმივი ფასდაკლებები განახლებული უნიქარდისგან

კვირის ეკონომიკური მონიტორი 5 - 11 ნოემბერი, 2018

• ოქტომბერში საერთაშორიოს რეზერვების მოცულობა 57 მლნ. აშშ დოლარით შემცირდა. • ოქტომბერში ტურისტების რაოდენობა 15.1%-ით გაიზარდა. • მიმდინარე კვირაში ლარი აშშ დოლართან და ევროსთან...

სავალუტო ბაზრის მიმოხილვა ( 5 - 10 ნოემბერი, 2018 )

კვირის განმავლობაში ლარი აშშ დოლარის მიმართ გამყარდა 1,50%-ით, ევროსთან 1,90%-ით. მიმდინარე კვირაში სებ-მა საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე 10 მლნ. აშშ დოლარი შეისყიდა.