17:55 PM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
სებ: რეფინანსირების განაკვეთი მხოლოდ 2 წლიანი პერიოდის შემდეგ დაუბრუნდება ნეიტრალურ დონეს
Apple-მა კვარტალური ანგარიში წარმოადგინა

სიახლეები

დილა მშვიდობის

დილა მშვიდობის

2 ნოე 2018ექსკლუზივი

 

დილის საკითხავი

 

2018 წლის 1-ლ ნოემბერს ნავთობის დაღვრის საერთაშორისო საკომპენსაციო ფონდის ასამბლეის სხდომაზე საქართველო პირველად თავის საზღვაო ისტორიაში 115 წევრი ქვეყნიდან არჩეულ იქნა ფონდის აღმასრულებელი კომიტეტის წევრად. 1967 წლის Torrey Canyon-ის ინციდენტის შემდგომ, ჩამოყალიბდა საერთაშორისო პასუხისმგებლობის და კომპენსაციის რეჟიმი, რომელიც წლების შემდგომ საერთაშორისო მასშტაბის წარმატებულ სისტემად გარდაიქმნა. ნავთობის დაღვრის საერთაშორისო საკომპენსაციო ფონდი IOPC (International Oil Pollution Compensation) კი წარმოადგენს არსებული სისტემის უმთავრეს ნაწილს, რომელიც 1978 წელს შეიქმნა ნავთობის დაღვრის შედეგად დაზარელებულთათვის კომპენაციის გაცემის მიზნით, 1992 წელს კი ძალაში შევიდა ფონდის კონვენცია.

კომპანია Apple-მა თავისი კვარტალური ანგარიში გამოაქვეყნა, რომელმაც ანალიტიკოსების მოლოდინს გადააჭარბა. ამერიკული კომპანიის შემოსავლებმა უკანასკნელ კვარტალში 62,90 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც თითოეულ აქციაზე 2,91 დოლარიან მოგებას ნიშნავს. ანალიტიკოსები ვარაუდობდნენ, რომ Apple-ის შემოსავალი 61,43 მილიარდს არ გადააჭარბებდა. გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კომპანიის შემოსავალი 45 მილიარდი აშშ დოლარი იყო, ხოლო წინა კვარტალში - 53,27 მილიარდი დოლარი. 2018 წელს Apple-ის აქციები, საერთო ჯამში, 31,31%-ით არის გაძვირებული და მისი ფასის მატების ტენდენცია მკვეთრად ასწრებს Dow 30 ინდექსის მატების პროცენტულ მაჩვენებელს (2%).

აშშ-ის კონგრესში საქართველოს მეგობართა ჯგუფის თავმჯდომარემ, აშშ-ის კონგრესმენმა ტედ პომ (რესპუბლიკელი-ტეხასი) აშშ-სა და საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების გაფორმების მოწოდებით, აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენელს რობერტ ლაითჰაიზერს წერილით მიმართა „საქართველო აშშ-ის უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული პარტნიორია, რომელმაც ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში პოლიტიკური და ეკონომიკური რეფორმების სფეროში შთამბეჭდავ პროგრესს მიაღწია. აშშ-სთან მჭიდრო თანამშრომლობით, საქართველო ასრულებს ძირითად როლს კავკასიის რეგიონში სტაბილურობის უზრუნველსაყოფად. ჩვენს ერებს შორის სავაჭრო ბარიერების შემცირება ხელს შეუწყობს ჩვენი პარტნიორობის კიდევ უფრო გაძლიერებას,“ - აღნიშნავს კონგრესმენი.

სომხეთის პარლამენტის დეპუტატებმა გუშინ ჩანიშნულ განმეორებით სხდომაზე პრემიერ-მინისტრი კვლავ ვერ/არ აირჩიეს. ეს ნიშნავს, რომ ქვეყანაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები გაიმართება. პაშინიანის კანდიდატურას მხარი დაუჭირა 0-მა დეპუტატმა, წინააღმდეგი აღმოჩნდა 0, დეპუტატებმა პროცედურაში მონაწილეობისგან უბრალოდ თავი შეიკავეს. ხმის მიცემის პროცედურის დასრულების შემდეგ ქვეყნის პრეზიდენტმა, არმენ სარქისიანმა ხელი მოაწერა ბრძანებას ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს დათხოვნის შესახებ, - ინფორმაციას სომხეთის მთავრობის პრეს-სამსახური ავრცელებს: „სომხეთის კონსტიტუციის 194-ე მუხლის თანახმად, არმენ სარქისიანმა ხელი მოაწერა ბრძანებას პარლამენტის დათხოვნასთან დაკავშირებით და დაინიშნა ახალი საპარლამენტო არჩევნების დღე - 2018 წლის 9 დეკემბერი. ბრძანება ძალაში გამოქვეყნებისთანავე შედის“, - ნათქვამია განცხადებაში.

დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მისი პრეზიდენტობის მეორე ვადის ბოლოს აშშ სრულად დაფარავს თავის სახელმწიფო ვალს, - წერს The Hill. ღონისძიებაზე, რომელიც სამუშაო ადგილების გაზრდის საკითხს ეხებოდა, ტრამპმა თქვა, რომ ქვეყანას დიდი რაოდენობით ვალები დაუგროვდა და აშშ მათ გადახდას მალე დაიწყებს. საინტერესოა, რა აძლევს ასეთი ხმამაღალი განცხადების საფუძველს ამერიკის პრეზიდენტს, როცა 2018 წელს ამერიკის სახელმწიფო ვალი დამატებით 1,2 ტრილიონით გაიზარდა და უკვე 21,5 ტრილიონ აშშ დოლარს გადააჭარბა. გარდა ამისა, 2018 წელს აშშ-ის სახელმწიფო ბიჯეტის დეფიციტი 17%-ით არის გაზრდილი და 779 მილიარდ ამერიკულ დოლარს შეადგენს.

მსგავსი სიახლეები

დილა მშვიდობის

20 ნოე 2018ექსკლუზივი

დილა მშვიდობის

დილა მშვიდობის

19 ნოე 2018ექსკლუზივი

დილა მშვიდობის

დილა მშვიდობის

16 ნოე 2018ექსკლუზივი

დილა მშვიდობის

თქვენთვის საყურადღებო დღის 3 თემა

  • 2017 წელს ეკონომიკა 4.8%-ით გაიზარდა
  • ოქტომბერში ფულადი გზავნილების მოცულობა 11.6%-ით გაიზარდა
  • მუდმივი ფასდაკლებები განახლებული უნიქარდისგან

კვირის ეკონომიკური მონიტორი 5 - 11 ნოემბერი, 2018

• ოქტომბერში საერთაშორიოს რეზერვების მოცულობა 57 მლნ. აშშ დოლარით შემცირდა. • ოქტომბერში ტურისტების რაოდენობა 15.1%-ით გაიზარდა. • მიმდინარე კვირაში ლარი აშშ დოლართან და ევროსთან...

სავალუტო ბაზრის მიმოხილვა ( 5 - 10 ნოემბერი, 2018 )

კვირის განმავლობაში ლარი აშშ დოლარის მიმართ გამყარდა 1,50%-ით, ევროსთან 1,90%-ით. მიმდინარე კვირაში სებ-მა საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე 10 მლნ. აშშ დოლარი შეისყიდა.