18:25 PM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
მომავალი წლის ბიუჯეტში შშმ პირებთან დაკავშირებული სახელმწიფო პროგრამების დაფინანსების გაზრდაზე იმსჯელეს პარლამენტში გამართულ შეხვედრაზე
რა ინფრასტრუქტურულ პროექტებს აფინანსებს მსოფლიო ბანკი საქართველოში

სიახლეები

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ 7 ქვეყანაში საქართველოს საგანგებო და დიპლომატიური ელჩების კანდიდატურები წარადგინა

 

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ 7 ქვეყანაში საქართველოს საგანგებო და დიპლომატიური ელჩების კანდიდატურები წარადგინა.
 

ბულგარეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე წარდგენილი იქნა თამუნა ლილუაშვილის კანდიდატურა.
თამუნა ლილუაშვილი 2017 წლიდან დღემდე იკავებდა ეკონიმიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროს „აწარმოე საქართველოში“ საინვესტიციო მრჩეველის თანამდებობას; 2014 – 2017 წლებში იყო საქართველოს ეროვნულ საინვესტიციო სააგენტო Invest in Georgia–ს აღმასრულებელი დირექტორი. იმავე ორგანიზაციაში მას 2007 – 2008 წლებში ეკავა დირექტორის პოზიცია. 2008 – 2014 წლებში იგი გახლდათ „არ ემ ჯი“ ჯგუფის დირექტორის მოადგილე. თამუნა ლილუაშვილს ასევე გააჩნია ამერიკის შეერთებულ შტატებში სხვადასხვა ორგანიზაციებში მუშაობის ხანგრძლივი და გამოცდილება.

 
ჩეხეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე წარდგენილი იქნა მარიამ რაქვიაშვილის კანდიდატურა. მარიამ რაქვიაშვილი 2018  წლიდან დღემდე იკავებდა ნატო-ში ინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობას. 2013 – 2017  წლებში გახლდათ  ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილე.
მარიამ რაქვიაშვილს გააჩნია საგარეო საქმეთა სამინისტროს ცენტრალურ აპარატსა და დიპლომატიურ წარმომადგენლობებში მუშაობის ხანგრძლივი გამოცდილება, კერძოდ იკავებდა აზიის, აფრიკის, ავსტრალიისა და ოკეანეთის ქვეყნების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის პოზიციას; მუშაობდა ესტონეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს უფროს მრჩევლად; გახლდათ ამერიკის დეპარტამენტის ცენტრალური და სამხრეთ ამერიკის სამმართველოს უფროსი.  
2011 წელს მიენიჭა მრჩევლის დიპლომატიური რანგი.
 
 
 იტალიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩის და ქ.რომში განლაგებულ გაეროს საერთაშორისო ორგანიზაციებში (FAO, IFAD, WFP) საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის თანამდებობაზე დასანიშნად წარდგენილი იქნა კონსტანტინე სურგულაძის კანდიდატურა.
კონსტანტინე სურგულაძეს  2014 წლის აგვისტოდან დღემდე ეკავა ნიდერლანდების სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის პოზიცია. მანამდე იგი იკავებდა  საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პოზიციას  დიასპორის საკითხებში. მას გააჩნია საგარეო საქმეთა სამინისტროს ცენტრალურ აპარატსა და დიპლომატიურ წარმომადგენლობებში სხვადასხვა საპასუხისმგებლო პოზიციებზე მუშაობის ხანგრძლივი გამოცდილება, კერძოდ, სხვადასხვა პერიოდში ის იკავებდა  დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში და ირლანდიის რესპუბლიკაში საქართველოს კონსულის, ცენტრალურ აპარატში საკონსულო დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის და შემდეგ დირექტორის და სხვა საპასუხისმგებლო თანამდებობებს.
2016 წელს მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი.
                                                    
უნგრეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე წარდგენილი იქნა ზაალ გოგსაძე. ზაალ გოგსაძე 2013 წლიდან დღემდე იკავებდა ჩეხეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის პოზიციას.
ზაალ გოგსაძეს გააჩნია როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროს ცენტრალურ აპარატში ისე საზღვარგარეთ საქართველოს წარმომადგენლობებში მუშაობის მდიდარი გამოცდილება. 2004-2008 წლებში იკავებდა იტალიის რესპუბლიკაში, მალტასა და სან-მარინოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის და ქ. რომში განლაგებულ გაეროს საერთაშორისო ორგანიზაციებთან (FAO, IFAD, WFP) საქართველოს წარმომადგენელის თანამდებობას. ასევე სხვადასხვა პერიოდში მუშაობდა საგარეო საქმეთა სამინისტროში საგანგებო დავალებათა ელჩად, ავსტრიაში საქართველოს საელჩოსა და ვენაში განლაგებულ საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის საგანგებო და სრულუფლებიან დესპანად, საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტის დირექტორად და სხვა ხელმძღვანელ პოზიციებზე
2000 წელს მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი.

 
ნიდერლანდების სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე წარდგენილი იქნა გიორგი შარვაშიძის კანდიდატურა. გიორგი შარვაშიძე 2017 წლიდან 2018 წლის 1 ნოემბრამდე იკავებდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის პოზიციას. საგარეო საქმეთა სამინისტრომდე ის მუშაობდა სააქციო საზოგადოება „სარაჯიშვილში“ სხვადასხვა ხელმძღვანელ თანამდებობაზე. სხვადასხვა პერიოდში ის ასევე მუშაობდა იმერეთში საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულის აპარატში და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში.

 
სლოვენიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩის თანამდებობაზე წარდგენილი იქნა ირაკლი კოპლატაძის კანდიდატურას. ირაკლი კოპლატაძე 2013 წლის 10 ივნისიდან დღემდე იკავებდა თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი პოზიციას. მას გააჩნია საგარეო საქმეთა სამინისტროს ცენტრალურ აპარატსა და დიპლომატიურ მისიებში მუშაობის ხანგრძლივი გამოცდილება. 2006 წლიდან დღემდე სხვადასხვა პერიოდში ის მუშაობდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში საგანგებო დავალებათა ელჩად, ასრულებდა ირლანდიაში საქართველოს საელჩოში საქმეთა დროებითი რწმუნებულის მოვალეობას,  იკავებდა თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს დესპანის თანამდებობას. მას აქვს ასევე ცენტრალურ აპარატში ხელმძღვანელ პოზიციებზე მუშაობის გამოცდილება.

 

2005 - 2006 წლებში აპრილამდე იყო ფონდი „კულტურული მემკვიდრეობა საზღვრებს გარეშე“ აღმასრულებელი დირექტორი.
2016 წელს მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი.
 

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის პოზიციაზე წარდგენილი იქნა არჩილ კალანდია. 2017 წლის აგვისტოდან დღემდე იკავებდა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოში უფროსი მრჩევლის თანამდებობას.

 

არჩილ კალანდია გახლავთ კარიერული დიპლომატი და 2005 წლიდან დღემდე საგარეო საქმეთა სამინისტროს ცენტრალურ აპარატსა და დიპლომატიურ წარმომადგენლობებში  იკავებდა სხვდასხვა თანამდებობებს, კერძოდ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოში საქმეთა დროებითი რწმუნებულის, აზიის, აფრიკის, ავსტრალიისა და ოკეანეთის ქვეყნების დეპარტამენტის მრჩევლის და სხვა პოზიციებს.

 

2015 წელს მინიჭებული აქვს უმცროსი მრჩევლის დიპლომატიური რანგი.
 

საუდის არაბეთში საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის პოზიციაზე წარდგენილი იქნა ვახტანგ ჯაოშვილი. 2018 წლის ივნისიდან დღემდე იკავებდა ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის ქვეყნების დეპარტამენტის დირექტორის პოზიციას.

 

ვახტანგ ჯაოშვილი არის კარიერული დიპლომატი და 2005 წლიდან დღემდე საგარეო საქმეთა სამინისტროს ცენტრალურ აპარატსა და დიპლომატიურ წარმომადგენლობებში  მუშაობდა სხვდასხვა თანამდებობებზე, კერძოდ, სხვდასხვა პერიოდში იკავებდა ეთიოპიის ფედერაციულ დემოკრატიულ რესპუბლიკაში საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის;  აზიის, აფრიკის, ავსტრალიისა და ოკეანეთის ქვეყნების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის; ისრაელის სახელმწიფოში საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის,   საფრანგეთში საქართველოს საელჩოსა და იუნესკოში მუდმივი წარმომადგენლობის უფროსი მრჩეველის და სხვა ხელმზღვანელ პოზიციებს.

 

2015 წელს მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი.

მსგავსი სიახლეები

თქვენთვის საყურადღებო დღის 3 თემა

  • 2017 წელს ეკონომიკა 4.8%-ით გაიზარდა
  • ოქტომბერში ფულადი გზავნილების მოცულობა 11.6%-ით გაიზარდა
  • მუდმივი ფასდაკლებები განახლებული უნიქარდისგან

კვირის ეკონომიკური მონიტორი 5 - 11 ნოემბერი, 2018

• ოქტომბერში საერთაშორიოს რეზერვების მოცულობა 57 მლნ. აშშ დოლარით შემცირდა. • ოქტომბერში ტურისტების რაოდენობა 15.1%-ით გაიზარდა. • მიმდინარე კვირაში ლარი აშშ დოლართან და ევროსთან...

სავალუტო ბაზრის მიმოხილვა ( 5 - 10 ნოემბერი, 2018 )

კვირის განმავლობაში ლარი აშშ დოლარის მიმართ გამყარდა 1,50%-ით, ევროსთან 1,90%-ით. მიმდინარე კვირაში სებ-მა საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე 10 მლნ. აშშ დოლარი შეისყიდა.