18:19 PM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
თალიბანმა ცენტრალურ ავღანეთში მდებარე სამთავრობო სამხედრო ბაზა დაიკავა
სამსუნგი Galaxy S10-ს თებერვლის ბოლოს წარადგენს

სიახლეები

როგორ გვაიძულებს მარკეტინგი იმ პროდუქტის შეძენას, რაც სინამდვილეში არ გვჭირდება

 

ყოველი თქვენგანი დაბრუნებულა სახლში ერთხელ მაინც ნივთით, რომელიც სინამდვილეში არ სჭირდება. ფსიქოლოგთა უმეტესობას მიაჩნია, რომ მსგავსი გადაწყვეტილებები გარემოს უსწრაფესი ცვლილების ბრალია. 

 

ჩვენმა გონებამ ვერ მოასწრო ადაპტაცია და ახალი ტიპის სამომხმარებლო ლოგიკასთან შეთავსება და ის ხშირად იბნევა, განსაკუთრებით მაშინ, როცა  გარშემო მარკეტინგის მთელი ბადეა მოქსოვილი. 

 

იმითსთვის, რომ თქვენ ესა თუ ის ნივთი შეიძინოთ,  მარკეტოლოგები უამრავ ხერს მიმართავენ, გთავაზობთ 8 მათგანს:

 

კონფორმიზმის ხაფანგი -  შეამჩნევდით, რომ მასობრივი მოხმარების საშუალებების რეკლამებში ხშირად მეორდება ერთი და იგივე აზრი: "ყველა მზრუნველი დედა აჭმევს თავის შვილებს ზუსტად ამ პროდუქტს", "ყველა კარგი დიასახლისი იყენებს ამ ფხვნილს" ან "ყველა ბედნიერ ოჯახში მიირთმევენ ამ კარაქს".  კონფორმიზმის ხაფანგი დაფუძნებულია იმაზე, რომ ადამიანს მოსწონს, როცა სხვებივით იქცევა, მეისნტრიმშია მოქცეული. 

 

ცრუ მოთხოვნა - ხშირად ესა თუ ის პროდუქტი ნახევრად ცარიელ თაროებზე აწყვია და ჩვენ გვეჩვენება, რომ პროდუქტი, რომელიც ასე ცოტაა, სხვებთან შედარებით დიდი პოპულარობით სარგებლობს, მასზე დიდი მოთხოვნაა. უმეტეს შემთხვევაში ეს ხრიკია, მაღაზიის პერსონალი პროდუქციას თავად აცოტავებს, რათა თქვენ "მოთხოვნის ილუზია" შეგიქმნან. 

 

კარგი ფასის ხაფანგი -  მაღაზიაში ხშირად ნახავთ ორ პროდუქტს, რომლებიც თავიანთი მახასიათებლებით მსგავსია, თუმცა მათ ფასებს შორის მნიშვნელოვანი სხვაობაა. მაგალითად, თუ ერთი ჩაიდანი ღირს 40 ლარი, ხოლო მეორე, მისი მსგავსი - 50, თქვენ, უდიდესი ალბათობით, 40 ლარიანს შეიძენთ და მისი თვითღრებულებით არ დაინტერესდებით. საქმე იმაშია, რომ ხშირად გამყიდველი შეგნებულად აძვირებს "50 ლარიან" ჩაიდანს, რათა 40 ლარიანის გაყიდვები გაზარდოს. 

 

დაკავებული სალაროები - სტატისტიკის თანახმად, ადამიანების 60% სუპერმარკეტის სალაროს რიგში ხვდება, რომ ესა თუ ის პროდუქტი ტყუილად შეიძინა და მისი უკან დაბრუნების აზრი უჩნდება. სწორედ ამიტომ, სალაროები ისეა მოწყობილი, რომ თაროები მაქსიმალურად ვიწრო იყოს და მილიონი წვრილმანით სავსე, რათა თქვენი შერჩეული პროდუქტი სადმე არ დაალაგოთ და მათი შეფასება არ დაიწყოთ.

 

არაკომფორტული ავეჯი - სავაჭრო ცენტრების კაფეებსა და დასასვენებელ ზონებში ხშირად დგამენ არაკომფორტულ ავეჯს, რომელზეც დიდხანს ვერ დაისვენებთ და იძულებული გახდებით, მეტი დრო დახარჯოთ შოპინგში, ვიდრე გეგმავდით.

 

ლიმიტის მაგია - "ყიდვის ბოლო შანსი", "ექსკლუზიური კოლექცია", "ორიგინალური ტირაჟი"  - ასეთი რეკლამები თქვენ ყიდვას გაიძულებთ, რადგან დეფიციტური პროდუქტი ყოველთვის მოთხოვნადია. ჯერ კიდევ შორეულ 1975 წელს ჯერი ლიმ, აქანბი ადევიულმა და სტივენ ვორჩელმა ჩაატარეს ექსპერიმენტი: ისინი სთავაზობდნენ ადამიანებს ერთსა და იმავე პეჩენიას ორი სხვადასხვა გამჭვირვალე ქილიდან - ერთში მხოლოდ 2 პეჩენია  იყო, მეორეში - 10. აღმოჩნდა, რომ მომხმარებელთა უმეტესობას ის ტკბილეული ეჩვენა უფრო გემრიელი, რომელიც ცოტა იყო. 

 

დაკარგვის შიში - ჩვენ ხშირად ვეჩვევით ამა თუ იმ პროდუქტსა და ნივთს და აღარ გვინდა მისი შეცვლა, მიუხედავად იმისა, არის თუ არა ის ბაზარზე წარმოდგენილი საუკეთესო ვარიანტი. სწორედ ამიტომ გვთავაზობენ გამყიდველები უფასო პროგრამებს, პარფიუმერიის მაღაზიები - შამპუნის უფასო ნიმუშებს და ა.შ.

 

ჯადოსნური სარკეები - ტანსაცმლის მაღაზიების გასახდელებში ხშირად ამონტაჟებენ სპეციალურ სარკეებს, რომელსაც ვარდისფერი და ტონები აქვს დამატებული და თქვენ უფრო გარუჯული ჩანხართ, რის გამოც უფრო ლამაზად გამოიყურებით, ვიდრე სინამდვილეში. ეს თქვენ ტანსაცმლის ყიდვისკენ გიბიძგებთ. 

 

მსგავსი სიახლეები

თქვენთვის საყურადღებო დღის 3 თემა

  • 2017 წელს ეკონომიკა 4.8%-ით გაიზარდა
  • ოქტომბერში ფულადი გზავნილების მოცულობა 11.6%-ით გაიზარდა
  • მუდმივი ფასდაკლებები განახლებული უნიქარდისგან

კვირის ეკონომიკური მონიტორი 5 - 11 ნოემბერი, 2018

• ოქტომბერში საერთაშორიოს რეზერვების მოცულობა 57 მლნ. აშშ დოლარით შემცირდა. • ოქტომბერში ტურისტების რაოდენობა 15.1%-ით გაიზარდა. • მიმდინარე კვირაში ლარი აშშ დოლართან და ევროსთან...

სავალუტო ბაზრის მიმოხილვა ( 5 - 10 ნოემბერი, 2018 )

კვირის განმავლობაში ლარი აშშ დოლარის მიმართ გამყარდა 1,50%-ით, ევროსთან 1,90%-ით. მიმდინარე კვირაში სებ-მა საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე 10 მლნ. აშშ დოლარი შეისყიდა.