17:17 PM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი დღეს
ბოლო 20 წელიწადში ცუნამებმა 251 770 ადამიანი იმსხვერპლა

სიახლეები

დილა მშვიდობის

დილა მშვიდობის

5 ნოე 2018ექსკლუზივი

 

დილის საკითხავი

რადიკალურმა მოძრაობა "თალიბანმა" ცენტრალურ ავღანეთში სამთავრობო სამხედრო ბაზაზე მოიპოვა კონტროლი, - ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი სააგენტო Pajhwok ავრცელებს, მთვრობის ადმინისტრაციაზე დაყრდნობით. ურუზგანის პროვინციის ადმინისტრაციულ ცენტრში მდებარე სამხედრო ბაზის დაკარგვის შესახებ ინფორმაცია ქვეყნის რეგიონალურ საბჭოსა და თავდაცვის სამინისტროშიც დაადასტურეს. დანაკარგების შესახებ ოფიციალური ინფორმაცია არ ვრცელდება."თალიბანის" წევრებმა შეატყობინეს პრესას, რომ სამხედრო ბაზის დაკავების პროცესში მათ 10 სამხედრო მოკლეს, ხოლო 13 ტყვედ ჩაიგდეს, თუმცა ამ ინფორმაციის შემოწმება არ მოხერხდა.

ბოლო 20 წელიწადში მომხდარი ცუნამების შედეგად 251 770 ადამიანი გარდაიცვალა, საერთო ეკონომიკურმა ზარალმა კი 280 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია. განსაკუთრებით დაზიანდა ინდოეთისა და წყნარი ოკეანის სანაპიროები, - ინფორმაციას ამის შესახებ გაერთიანებული ერების ორგანიზაცია ავრცელებს. მხოლოდ ერთმა მიწისძვრამ და მას მოყოლილმა ცუნამმა იაპონიაში 2011 წელს 19 ათასი ადამიანი იმსვერპლა, ხოლო ამ სტიქიისგან მიყენებულმა ეკონომიკურმა ზარალმა 228 მილაირდ აშშ დოლარს მიაღწია. გაეროს სპეციალურმა წარმომადგენელმა სტიქიური უბედურებების რისკების შემცირების საკითხში მამი მაცუტორიმ აღნიშნა, რომ მოსახლეობის მეტი ინფორმირებითა და რისკების გათვალისწინებით ადამიანების დაღუპვის თავიდან აცილება შეიძლება.

პოლონეთის უმსხვილესი ქალაქების თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში ძირითადად მერობის დამოუკიდებელმა და ოპოზიციურმა კანდიდატებმა გაიმარჯვეს. ინფორმაცია კვვლევით ცენტრ Ipsos-ის მონაცემებზე დაყრდნობით, პოლონეთის ცენტრალურმა ტელევიზიამ გაავრცელა. სტრატეგიულად მნიშვნელოვან ქალაქ გდანსკის მერი კვლავ ოპოზიციური კანდიდატი პაველ ადამოვიჩი ხდება, რომელიც ამ ქალაქს 1998 წლიდან წარმატებით უდგას სათავეში. ის ხმათა 65%-მდე აგროვებს და ამ შედეგით თითქმის ორჯერ ასწრებს მმართველი პარტიის - "კანონი და სამართლიანობა" - კანდიდატის მიერ მოპოვებულ ხმებს. კვლავ ყოფილ მერს ირჩევენ კრაკოვშიც. შეიძლება ითქვას, რომ ქვეყნის თვითმმართველობა ოპოზიციური კონტროლის ქვეშ რჩება.

როგორც ცნობილია, ინფლაცია არის ქვეყანაში ფასების საერთო დონის ზრდა და ის სამომხმარებლო ფასების ინდექსის მეშვეობით იზომება. სამომხმარებლო ფასების ინდექსის გასაანგარიშებლად პირველ რიგში დგება სამომხმარებლო კალათა - სხვადასხვა საქონლისა და მომსახურების ერთობლიობა, რომელსაც საშუალოსტატისტიკური მომხმარებელი შეიძენს. დღეს სამომხმარებლო კალათა შედგება 305 კომპონენტისაგან, რომლებიც გაერთიანებულია 12 სასაქონლო ჯგუფში - სურსათი, ტრანსპორტი, განათლება, ჯანდაცვა, კომუნალური გადასახადები, გართობა და სხვა. საქართველოსთვის, ისევე, როგორც სხვა დაბალშემოსავლიანი ქვეყნებისთვის, დამახასიათებელია სურსათის მაღალი წილი სამომხმარებლო კალათაში. სურსათი საქართველოს სამომხმარებლო კალათის დაახლოებით 30%- ს შეადგენს.

წინასწარი შეფასებით, რეალურმა ეკონომიკურმა ზრდამ 2018 წლის სამ კვარტალში წლიურად 4.9% შეადგინა, რაც მოსალოდნელზე შედარებით დაბალ ეკონომიკურ აქტივობაზე მიუთითებს, ძირითადად, დაგეგმილზე მცირე ფისკალური სტიმულისა და საგარეო მოთხოვნის შენელების ფონზე. ეს უკანასკნელი რეგიონში გაზრდილი მაკროეკონომიკური მერყეობის შედეგად საგარეო მოთხოვნის ზრდის ტემპის შემცირებას უკავშირდება. სექტემბერში ექსპორტი წლიურად 17.1%-ით გაიზარდა. ასევე გაზრდილია ტურისტული შემოსავლების მოცულობა, თუმცა უფრო ნელი ტემპით ვიდრე წინა პერიოდებში (9.3%). რაც შეეხება ფულად გზავნილებს, სექტემბერში მოცულობა წლიურად 5.6%-ით გაიზარდა. ამავდროულად, იზრდება იმპორტიც (ზრდა 3.3%).

მსგავსი სიახლეები

დილა მშვიდობის

20 ნოე 2018ექსკლუზივი

დილა მშვიდობის

დილა მშვიდობის

19 ნოე 2018ექსკლუზივი

დილა მშვიდობის

დილა მშვიდობის

16 ნოე 2018ექსკლუზივი

დილა მშვიდობის

თქვენთვის საყურადღებო დღის 3 თემა

  • 2017 წელს ეკონომიკა 4.8%-ით გაიზარდა
  • ოქტომბერში ფულადი გზავნილების მოცულობა 11.6%-ით გაიზარდა
  • მუდმივი ფასდაკლებები განახლებული უნიქარდისგან

კვირის ეკონომიკური მონიტორი 5 - 11 ნოემბერი, 2018

• ოქტომბერში საერთაშორიოს რეზერვების მოცულობა 57 მლნ. აშშ დოლარით შემცირდა. • ოქტომბერში ტურისტების რაოდენობა 15.1%-ით გაიზარდა. • მიმდინარე კვირაში ლარი აშშ დოლართან და ევროსთან...

სავალუტო ბაზრის მიმოხილვა ( 5 - 10 ნოემბერი, 2018 )

კვირის განმავლობაში ლარი აშშ დოლარის მიმართ გამყარდა 1,50%-ით, ევროსთან 1,90%-ით. მიმდინარე კვირაში სებ-მა საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე 10 მლნ. აშშ დოლარი შეისყიდა.