01:43 AM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
სებ: ინვესტიციების ზრდას ხელს უწყობს დანაზოგების მატება
პოლონეთის უმსხვილესი ქალაქების თვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიციურმა კანდიდატებმა გაიმარჯვეს

სიახლეები

ეროვნული ბანკი: საკრედიტო პორტფელის ზრდა ეროვნული ვალუტით გაცემულმა სესხებმა განაპირობა

 

2018 წლის მესამე კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით, საკრედიტო აქტივობა მნიშვნელოვნად არ შეცვლილა. სექტემბერში საკრედიტო პორტფელის ზრდამ, გაცვლითი კურსისა და ერთ-ერთი მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ბანკად გარდაქმნის ეფექტების გამორიცხვით, წლიურად 18.7% შეადგინა. საკრედიტო პორტფელის ზრდა მნიშვნელოვანწილად კვლავ ფიზიკურ პირებზე გაცემულმა სესხებმა განაპირობა. ასევე გაიზარდა, იურიდიულ პირებზე გაცემული სესხები. სექტემბერში ივნისთან შედარებით, ფიზიკურ პირებზე გაცემული სესხების ზრდა 2.7 პპ-ით შემცირდა და 20.1% შეადგინა, ხოლო იურიდიულ პირებზე გაცემული სესხების ზრდა 3.2 პპ-ით გაიზარდა და 17.1 % იყო.

 

ბიზნეს სესხების ზრდა სექტორულ ჭრილში დიდწილად ვაჭრობის, მშენებლობის, ტრანსპორტის, სოფლის მეურნეობისა და გადამამუშავებელი სექტორების დაკრედიტებით იყო განპირობებული, ხოლო ენერგეტიკის სექტორში ზრდა უმნიშვნელო იყო. საკრედიტო პირობების კვლევის მიხედვით, მომდევნო კვარტალში საბანკო სექტორის წარმომადგენლების მოლოდინები ბიზნეს პორტფელის ზრდაზე პოზიტიურია. მოთხოვნის ზრდა მოსალოდნელია როგორც კორპორატიულ, ისე მცირე და საშუალო ბიზნეს სესხებზე. ხოლო საცალო სესხებზე მოთხოვნის შემცირებას ელოდებიან, რაც ეროვნული ბანკის მიერ უკვე განხორციელებულ და ასევე დაგეგმილ ღონისძიებებს უკავშირდება.

 

ჯანსაღი საკრედიტო სტანდარტების წახალისებისა და მხარდაჭერის მიზნით, ეროვნულმა ბანკმა შეიმუშავა და საჯაროდ გააზიარა ფიზიკურ პირებზე სესხების გაცემის დებულების სამუშაო ვერსია, რომელიც ბაზრის მონაწილეებთან განხილვის შედეგად დაიხვეწება და რომლის ამოქმედება ბანკებისთვის 2018 წლის 15 ნოემბრიდან იგეგმება, ხოლო 2019 წლის პირველი იანვრიდან გავრცელდება არასაბანკო სექტორზეც. გარდამავალ პერიოდში, ბანკების მიერ კლიენტის გადამხდელუნარიანობის სრულფასოვანი ანალიზის გარეშე გაცემული სესხების აგრესიულად ზრდის თავიდან ასაცილებლად, ასეთი სესხების მოცულობა ბანკის საზედამხედველო კაპიტალის 25 პროცენტამდე შეიზღუდა. დებულების პროექტის მიხედვით, დაგეგმილია სესხის მომსახურებისა (PTI) და უზრუნველყოფის (LTV) კოეფიციენტების მაქსიმალური ლიმიტების დაწესება. გარდა ამისა, სექტემბრიდან ძალაში შევიდა პარლამენტის საკანონმდებლო ცვლილება სესხის მაქსიმალური ეფექტური საპროცენტო განაკვეთის ლიმიტის 50 პროცენტამდე შემცირების თაობაზე, რომელიც ხელს შეუწყობს ბაზარზე მაღალ რისკიანი პროდუქტების შეკვეცას.

 

ვალუტების ჭრილში, საგულისხმოა, რომ საკრედიტო პორტფელის ზრდა მნიშვნელოვანწილად კვლავ ეროვნული ვალუტით გაცემულმა სესხებმა განაპირობა. სექტემბერში უცხოური ვალუტით დენომინირებული პორტფელის წლიური ზრდა 14.9% იყო, ხოლო ლარის პორტფელის ზრდამ 23.9% შეადგინა. აღსანიშნავია, რომ ლარით გაცემული სესხების ზრდის მაღალი ტემპი ნაწილობრივ ლარიზაციის წახალისების მიზნით განხორციელებული ღონისძიებების შედეგია. მესამე კვარტალში სესხების ლარიზაციის მაჩვენებელი 0.1 პპ-ით გაიზარდა და 42.9% შეადგინა

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

რატომ გვჭირდება ბანკები?

18 მარ 2019კვირის გრაფიკი

      ბანკები უმნიშვნელოვანეს დადებით როლს თამაშობენ საქართველოს ეკონომიკაში. ბანკებში შესაძლებელია დანაზოგის უსაფრთხოდ შენახვა და, ამავე დროს, სარგებლის მიღება, უსაფრთხოდ და...

ავტოკატასტროფებში დაღუპულთა ზრდით საქართველო მსოფლიოში პირველია

11 მარ 2019კვირის გრაფიკი

    საქართველო საგზაო შემთხვევების შედეგად დაღუპულთა რიცხვის ზრდით (2006-2016 წლებში) მსოფლიოში პირველ ადგილს იკავებს. საქართველოში საგზაო შემთხვევებში დაღუპულთა რაოდენობამ 2006-2016...

სად გადის საქართველოდან საექსპორტო საქონელი?

4 მარ 2019კვირის გრაფიკი

    საქსტატის მონაცემებით, 2018 წელს საქართველოდან  3.3 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების საქონლის ექსპორტი განხორციელდა, რაც 1995 წლის ექსპორტის მონაცემებს 22-ჯერ აღემატება. სამი...