18:11 PM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
მომსახურების დარგების პროდუქტიულობამ 9%-ით მოიმატა
ბიძინა ივანიშვილი: ურთულეს ეკონომიკურ გარემოში მოვიპოვეთ რეგიონალური ლიდერობა

სიახლეები

მარიამ ჯაში: ჩვენ ვიზიარებთ იმ პრაქტიკას და გამოცდილებას, რომ პროფესიული განათლება ქმნის განათლების სექტორის და შრომის ბაზრის უმნიშვნელოვანეს ადამიანურ კაპიტალს

 

განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ჯაშმა ათასწლეულის გამოწვევის ფონდის პროექტის - „პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისთვის“ - ინიციატივით გამართული საერთაშორისო კონფერენციის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა. მან ყურადღება გაამახვილა საქართველოში MCC-ის მიერ მხარდაჭერილი პროგრამების მნიშვნელობაზე განათლების სისტემის განვითარებაში. 

 

„ეს იყო ამერიკის მთავრობის ხელშეწყობით განხორციელებული უპრეცედენტო ინვესტიცია, რომელმაც არა მხოლოდ 35 000 მოსწავლეს გაუუმჯობესა სასწავლო გარემო ინფრასტრუქტურული და ლაბორატორიული აღჭურვილობით, არამედ პროფესიული განათლების საფეხურზე შეიტანა უაღრესად მნიშვნელოვანი წვლილი. დღევანდელი ღონისძიებაც ამის დასტურია და დიდი იმედი გვაქვს, რომ ამერიკის შეერთებული შტატებისა და საქართველოს ორმხრივი თანამშრომლობა განათლების სისტემაში შემდგომში კიდევ უფრო გაიზრდება. ასევე, დიდი იმედი გვაქვს, რომ მომავალში დიდ ბრიტანეთთან ორმხრივი თანამშრომლობის გაძლიერების საშუალება გვექნება“, -განაცხადა მარიამ ჯაშმა.

 

მან საქართველოს პარლამენტის სახელით პროფესიული განათლების განვითარების კუთხით მზაობა გამოხატა. „მოხარული ვარ, რომ წლევანდელ კონფერენციას ვხვდებით ძალიან მნიშვნელოვანი სიახლით. ეს გახლავთ პროფესიული განათლების შესახებ კანონი, რომელიც შეიმუშავა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ და რომელიც დაამტკიცა საქართველოს პარლამენტმა“, - აღნიშნა მარიამ ჯაშმა.

 

მისი თქმით, ეს არის ფუნდამენტი, რომელზეც უნდა აშენდეს შემდგომი რეგულაციები და ეფექტური თანამშრომლობა საჯარო და კერძო სექტორებს შორის. „ბევრი მნიშვნელოვანი სიახლე, რომელიც შემოდის პროფესიული განათლების შესახებ ახალი კანონით, გახლავთ ე. წ. საკანონმდებლო ჩიხის აღმოფხვრა. 2019 წლის გაზაფხულიდან მოსწავლეებს მიეცემათ საშუალება, აირჩიონ ინტეგრირებული პროგრამა და კოლეჯის დასრულების შემდგომ მიიღონ ზოგადი განათლების ანუ სკოლის ატესტატი. და მეორეც, ეკონომიკური საქმიანობებიდან შემოსული შემოსავლის რეინვესტირების საშუალება ეძლევათ კოლეჯებს, რაც არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სიახლე და ქმნის შემდგომი განვითარების პერსპექტივებს“, - განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ. 

 

მარიამ ჯაში მიესალმება ყველა იმ ახალ ინიციატივას, რომელიც პროფესიული განათლების ხელშეწყობის კუთხით იქნება. „ჩვენ ვიზიარებთ იმ პრაქტიკას და გამოცდილებას, რომ პროფესიული განათლება ქმნის განათლების სექტორის და შრომის ბაზრის უმნიშვნელოვანეს ადამიანურ კაპიტალს. ადამიანური კაპიტალი კი, მოგეხსენებათ, ქვეყნის ეკონომიკური დოვლათის ორი მესამედის შემქმნელია.

 

პროფესიული განათლების მესამე ყოველწლიურ საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობდნენ საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები, პარლამენტის წევრები, ამერიკის საელჩოსა და ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის ხელმძღვანელები, დიპლომატიური კორპუსი, განათლების სფეროს კერძო და საჯარო სექტორის წარმომადგენლები.

მსგავსი სიახლეები

თქვენთვის საყურადღებო დღის 3 თემა

  • 2017 წელს ეკონომიკა 4.8%-ით გაიზარდა
  • ოქტომბერში ფულადი გზავნილების მოცულობა 11.6%-ით გაიზარდა
  • მუდმივი ფასდაკლებები განახლებული უნიქარდისგან

კვირის ეკონომიკური მონიტორი 5 - 11 ნოემბერი, 2018

• ოქტომბერში საერთაშორიოს რეზერვების მოცულობა 57 მლნ. აშშ დოლარით შემცირდა. • ოქტომბერში ტურისტების რაოდენობა 15.1%-ით გაიზარდა. • მიმდინარე კვირაში ლარი აშშ დოლართან და ევროსთან...

სავალუტო ბაზრის მიმოხილვა ( 5 - 10 ნოემბერი, 2018 )

კვირის განმავლობაში ლარი აშშ დოლარის მიმართ გამყარდა 1,50%-ით, ევროსთან 1,90%-ით. მიმდინარე კვირაში სებ-მა საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე 10 მლნ. აშშ დოლარი შეისყიდა.