17:48 PM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
მამუკა ბახტაძე: ჩვენ შანხაის ფორუმში პირადად პრეზიდენტ სი ძინპინის მიწვევით ვმონაწილეობდით, რაც ჩინეთში ექსპორტის კიდევ უფრო გაზრდის საშუალებას მოგვცემს
რუსული ავიაგამანადგურებელი შავი ზღვის თავზე ამერიკულ სამხედრო თვითმფრინავს სახიფათოდ მიუახლოვდა

სიახლეები

დილა მშვიდობის

დილა მშვიდობის

6 ნოე 2018ექსკლუზივი

 

დილის საკითხავი

 

Unicef-ი მიესალმება საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას, სოციალურად დაუცველი 16 წლამდე ბავშვებისთვის დახმარების 5-ჯერ გაზრდის შესახებ, - ამის შესახებ ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე შანელ ჰოლმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან შეხვედრისას განაცხადა, რომელიც დღეს შანხაიში გაიმართა. ყურადღება გამახვილდა საქართველოს მთავრობასა და Unicef-ს შორის თანამშრომლობაზე, რომელსაც ფონდი პოზიტიურად აფასებს. მთავრობის მეთაურმა Unicef-ის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილეს ასევე მიაწოდა ინფორმაცია ქვეყანაში დაგეგმილი რეფორმების შესახებ, რომლებიც ინკლუზიური ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობას ისახავს მიზნად.

რუსულმა Су-27-მა რუსეთის საჰაერო სივრცის საზღვართან, შავი ზღვის თავზე, აშშ-ის საჰაერო თავდაცვის ძალების რადიოტექნოლოგიური დაზვერვის უპილოტო საფრენი აპარატი ЕР-3Е "Aries" აღმოაჩინა და ტერიტორიის დატოვება აიძულა. რუსული თვითმფრინავის მანევრმა პენტაგონის შეშფოთება გამოიწვია. "2018 წლის 5 ნოემბერს, შავი ზღვის ნეიტრალური წყლების თავზე, ამოუცნობი საჰაერო ობიეტი აღმოვაჩინეთ, რომელიც რუსეთის ფედერაციის საზღვარს უახლოვდებოდა", - ციტირებს რუსული სააგენტო TACC რუსეთის თავდაცვის სამინისტროს პრეს-სამსაახურის განცხადებას. "Су-27-ის ეკიპაჟმა მოგვახსენა ამერიკული თვითმფრინავის იდენტიფიკაციის შესახებ და უსაფრთხოების ზომების დაცვით გააცილა ის, რათა არ დაეშვა რუსეთის საჰაერო სივრცის დარღვევა", - აღნიშნულია უწყების განცხადებაში.

საქართველოში "მსოფლიო დაზოგვის დღე" წელს მეშვიდედ აღინიშნა. ამ თარიღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები 25 ოქტომბერს დაიწყო და 3 ნოემბერს, რუსთავში, დაზოგვის დღისადმი მიძღვნილი მთავარი აქტივობით დასრულდა. ღონისძიება საქართველოს ეროვნული ბანკისა და გერმანული შემნახველი ბანკების ფონდის საერთაშორისო თანამშრომლობისთვის (SBFIC) ორგანიზებით გაიმართა, რომელშიც 7 ქართული კომერციული ბანკი მონაწილეობდა: ბაზისბანკი, თიბისი ბანკი, კრედო ბანკი, ლიბერთი ბანკი, საქართველოს ბანკი, ტერა ბანკი და ფინკა ბანკი საქართველო.

ტელეარხებმა NBC-მ და Fox News-მა უარი თქვეს დონალდ ტრამპის მხარდასაჭერი წინასაარჩევნო რეკლამის გაშვებაზე, "მიუღებელი და რასისტული კონტენტის გამო". ტელეარხმა CNN-მა ვიდეორგოლი რასისტულად ჯერ კიდევ რამდენიმე დღის წინ მონათლა. "დამატებითი შესწავლის შემდეგ, ჩვენ უარი ვთქვით ამ რეკლამის ჩვენი პლატფორმის საშუალებით გავრცელებაზე", - ნათქვამია NBC-ის განცხადებაში, რომელმაც ეს ვიდეოჩანაწერი უკვე აჩვენა გადაცემა Sunday Night Football-ის სარეკლამო ჭრის დროს, 4 ნოემბერს. ვიდეორგოლის ავტორები კლიპში მექსიკიდან აშშ-სკენ მიმავალ მირანტთა ე.წ. "ქარავანზე" საუბრობენ და მიგრანტთა ამ ნაკადში შემავალ ადამიანებს მექსიკელ დამნაშავეს, ლუის ბრაკამონტესს ადარებენ, რომელმაც 2014 წელს, საკრამენტოში, ორი პოლიტიელი მოკლა.

საერთაშორისო საბანკო სისტემა Swift-მა, რომლის სათავო ოფისი ბელგიაშია ბაზირებული, განაცხადა, რომ რამდენიმე ირანულ ბანკს სისტემიდან "ჩახსნის" და მათ საგადასახადო სისტემაზე წვდომას შეუზღუდავს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters ავრცელებს. "სამწუხაროდ, რამდენიმე ირანული ბანკისთვის Swift-ზე ხელმისაწვდომობას ვზღუდავთ და ამას საერთაშორისო საფინანსო სისტემაში სტაბილურობისა და მთლიანობის შენარჩუნებისთვის ვაკეთებთ", - ნათქვამია ტექსტში. ორგანიზაციის პრეს-სამსახურის მიერ გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებაში აშშ-ის მიერ ირანისთვის დაწესებულ სანქციებზე საუბარი არ არის, თუმცა ცხადია, რომ ზომები სწორედ მათ უკავშირდება. სანქციები ძალაში გუშინ, 5 ნოემბერს შევიდა.

მსგავსი სიახლეები

დილა მშვიდობის

20 ნოე 2018ექსკლუზივი

დილა მშვიდობის

დილა მშვიდობის

19 ნოე 2018ექსკლუზივი

დილა მშვიდობის

დილა მშვიდობის

16 ნოე 2018ექსკლუზივი

დილა მშვიდობის

თქვენთვის საყურადღებო დღის 3 თემა

  • 2017 წელს ეკონომიკა 4.8%-ით გაიზარდა
  • ოქტომბერში ფულადი გზავნილების მოცულობა 11.6%-ით გაიზარდა
  • მუდმივი ფასდაკლებები განახლებული უნიქარდისგან

კვირის ეკონომიკური მონიტორი 5 - 11 ნოემბერი, 2018

• ოქტომბერში საერთაშორიოს რეზერვების მოცულობა 57 მლნ. აშშ დოლარით შემცირდა. • ოქტომბერში ტურისტების რაოდენობა 15.1%-ით გაიზარდა. • მიმდინარე კვირაში ლარი აშშ დოლართან და ევროსთან...

სავალუტო ბაზრის მიმოხილვა ( 5 - 10 ნოემბერი, 2018 )

კვირის განმავლობაში ლარი აშშ დოლარის მიმართ გამყარდა 1,50%-ით, ევროსთან 1,90%-ით. მიმდინარე კვირაში სებ-მა საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე 10 მლნ. აშშ დოლარი შეისყიდა.