20:59 PM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
2022 წლისთვის მასწავლებლის საშუალო ხელფასი 1800 ლარს მიაღწევს
2019 წლიდან სპილენძი მთელ მსოფლიოში გაძვირდება

სიახლეები

ქვევრის ღვინის მწარმოებელი ქართული კომპანიები აშშ-ში

 

ქვევრის ღვინის მწარმოებელი ქართული კომპანიები აშშ-ში, ქალაქ ნიუ-იორკში გამართულ ბუნებრივი ღვინოების საერთაშორისო გამოფენაში ,,RAW Wine” (The Artisan Wine Fair) მონაწილეობდნენ. 

 

გამოფენა RAW WINE-ს სხვადასხვა ქვეყნიდან ასზე მეტი ღვინის მწარმოებელი და რამდენიმე ათასი სტუმარი დაესწრო. აღნიშნული გამოფენა ითვლება ერთ-ერთ საუკეთესოდ, სადაც მაღალი ხარისხის ბუნებრივი და ბიოდინამიური ღვინოების მწარმოებლები იკრიბებიან. გამოფენაზე მოსულ სტუმრებს საშუალება მიეცათ დაეგემოვნებინათ ქართული ქვევრის ღვინო, გაცნობოდნენ მისი დამზადების უძველეს ტრადიციებს, ქვეყნის კულტურას და ისტორიას.

 

ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, გამოფენაში მონაწილეობდნენ: „გოცას საოჯახო მეღვინეობა“, „ტიბაანი“, „მეღვინეობა ართანა“, „ღვინის ქურდები“, „ახმეტის ღვინის სახლი“ და „ნიკალას მარანი“.

 

აღნიშნული კომპანიები ასევე წარმოდგენილი იქნებიან 11-12 ნოემბერს ქალაქ ლოს-ანჯელესში დაგეგმილ ამავე ფორმატის გამოფენაზე ,,RAW Wine LA”. აღნიშნულ გამოფენებში ქართული ღვინის წარდგენით იზრდება ქვევრის ღვინის ცნობადობა, რაც იძლევა პოტენციური იმპორტიორების მოძიებისა და ექსპორტის ზრდის შესაძლებლობას. მიმდინარე წლის 10 თვის მონაცემებით საქართველოდან აშშ-ში ექსპორტირებულია 400 ათასამდე ბოთლი (0,75 ლ) ღვინო, რაც 1%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

ავტომობილების მფლობელობა და მშპ ერთ სულ მოსახლეზე

9 აგვ 2021კვირის გრაფიკი

            საქართველო ავტომობილების რაოდენობით 1000 მოსახლეზე მსოფლიოში 58-ე ადგილზეა. მსოფლიო ბანკისა და სტატისტიკური ოფისების მონაცემებით, საქართველოში ავტომობილის რაოდენობა 1000...

ელისო ბოლქვაძემ ზაქარია ფალიაშვილის ძეგლი გვირგვინით შეამკო

6 აგვ 2021კვირის გრაფიკი

კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, ელისო ბოლქვაძემ ქართული ეროვნული საკომპოზიტორო სკოლის ფუძემდებლის, ქართველი კლასიკოსის, დირიჟორისა და საზოგადო მოღვაწის, ზაქარია ფალიაშვილის ძეგლი...

ფინანსური სისტემების განვითარების დონე მსოფლიოსა და საქართველოში

2 აგვ 2021კვირის გრაფიკი

ფინანსური განვითარების ინდექსით საქართველო მსოფლიოში 77-ე ადგილზეა. საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემებით, საქართველოში აღნიშნული ინდექსი შეადგენს 0.30-ს, რაც მსოფლიოს საშუალო...