21:40 PM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
საღამოს საკითხავი
2022 წლისთვის მასწავლებლის საშუალო ხელფასი 1800 ლარს მიაღწევს

სიახლეები

ერდოღანმა ამერიკის ანტიირანული სანქციები მწვავედ გააკრიტიკა

 

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ამერიკის ანტიირანულ სანქციებს უსამართლო უწოდა.  

 

"ჩვენ არ ვემორჩილებით ასეთ სანქციებს. მე არ მიმაჩნია სამართლიანად ამერიკის მთავრობის გადაწყვეტილება. ეს ნაბიჯი მიმართულია იმისკენ, რომ მსოფლიოში ბალანსი დაირღვეს", - განაცხადა ერდოღანმა ტელევიზია NTV-ს ეთერში. 

 

თურქეთის პრეზიდენტმა ამერიკის მისამართით მწვავე გამოთქმები არ დაიშურა: "სანქციები ეწინააღმდეგება საერთაშორისო ნორმებს", - აღნიშნა ერდოღანმა. 

 

მისი თქმით, ანკარას არ სურს იმპერიალისტურ მსოფლიოში ცხოვრება. ამ დროისთვის თურქეთი ირანისგან ყოველწლიურად 10 მილიარდ კუბამეტრ გაზს ყიდულობს და ამერიკული სანქციები მათ სერიოზულ პრობლემებს შეუქმნის. 

 

შეგახსენებთ, სანქციები კრძალავს ყოველგვარ საქმიან ურთიერთობას ირანის  ეროვნულ ნავთობის კომპანიასთან (NIOC) და ცენტრალურ ბანკთან. 

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

ავტომობილების მფლობელობა და მშპ ერთ სულ მოსახლეზე

9 აგვ 2021კვირის გრაფიკი

            საქართველო ავტომობილების რაოდენობით 1000 მოსახლეზე მსოფლიოში 58-ე ადგილზეა. მსოფლიო ბანკისა და სტატისტიკური ოფისების მონაცემებით, საქართველოში ავტომობილის რაოდენობა 1000...

ელისო ბოლქვაძემ ზაქარია ფალიაშვილის ძეგლი გვირგვინით შეამკო

6 აგვ 2021კვირის გრაფიკი

კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, ელისო ბოლქვაძემ ქართული ეროვნული საკომპოზიტორო სკოლის ფუძემდებლის, ქართველი კლასიკოსის, დირიჟორისა და საზოგადო მოღვაწის, ზაქარია ფალიაშვილის ძეგლი...

ფინანსური სისტემების განვითარების დონე მსოფლიოსა და საქართველოში

2 აგვ 2021კვირის გრაფიკი

ფინანსური განვითარების ინდექსით საქართველო მსოფლიოში 77-ე ადგილზეა. საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემებით, საქართველოში აღნიშნული ინდექსი შეადგენს 0.30-ს, რაც მსოფლიოს საშუალო...