17:13 PM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
რუსეთი საოკუპაციო ხაზს ხელოვნური ბარიერებით ამაგრებს
დონალდ ტუსკი: პოლონეთი ევროკავშირიდან გასვლასთან ახლოს არის

სიახლეები

დილა მშვიდობის

დილა მშვიდობის

7 ნოე 2018ექსკლუზივი

 

დილის საკითხავი

 

სინგაპურში, ახალი ეკონომიკური ფორუმის გახსნის ცერემონიის ფარგლებში, გიორგი ქობულიამ მონაწილეობა მიიღო ოფიციალურ მიღებაში, რომელიც სახელმწიფო დელეგაციების წარმომადგენლებთან მაიკლ ბლუმბერგმა და ფორუმის დამფუძნებელმა პარტნიორებმა გამართეს. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ახალი ეკონომიკური ფორუმის მუშაობაში მონაწილეობს, სადაც სიტყვით გამოვიდა მრგვალი მაგიდის ფორმატში გამართულ „სარტყელისა და გზის“ პროექტისადმი მიძღვნილ პანელზე. გიორგი ქობულიამ ფორუმის მონაწილეებთან დეტალურად ისაუბრა იმ შესაძლებლობებზე, რომლითაც საქართველოს შეუძლია მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს ახალი აბრეშუმის გზის პროექტში და იქცეს რეგიონულ ჰაბად ევროპისა და აზიის დამაკავშირებელ დერეფანში.

პოლონეთი ახლოს არის ევროკავშირის დატოვებასთან (Polexit), ბრიუსელთან გამწვავებული კონფლიქტის გამო. ასეთი მოსაზრება ევროპის საბჭოს პრეზიდენტმა, დონალდ ტუსკმა გამოთქვა, - მის სიტყვებს ბრიტანული გამოცემა Express ციტირებს. არსებობს „ძალიან სერიოზული საფრთხე“, რომ Polexit „მოულოდნელად“ მოხდეს, - თქვა მაღალჩინოსანმა. მისი აზრით, პოლონეთის ლიდერი იაროსლავ კაჩინსკი ზღვარზე დადის და მცირე შეცდომასაც კი შეუძლია რადიკალური ცვლილებები გამოიწვიოს. „ვშიშობ, რომ ევროპის სურვილი, შეაკავოს პოლონეთი ნებისმიერ ფასად, იმაზე ნაკლები იქნება, ვიდრე ეს დიდ ბრიტანეთთან მიმართებაში იყო. ასე რომ, ჩემი ხედვით, საქმე ძალიან სერიოზულადაა“, - აცხადებს დონალდ ტუსკი.

2018-2022 წელს შვეიცარიის მთავრობის მიერ გამოყოფილი 6 მილიონი აშშ დოლარი საქართველოს სოფლის მეურნეობაში პროფესიული განათლებისა და გადამზადების სისტემის განვითარებაზე დაიხარჯება. ოთხწლიან ინიციატივას განახორციელებს გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროებთან მჭიდრო თანამშრომლობით. 2018 წლის 6 ნოემბერს მხარეებმა პროექტის დოკუმენტს მოაწერეს ხელი.

აშშ-ის შუალედურ არჩევნებში დემოკრატებს წარმომადგენელთა პალატაში 238 მანდატის მოპოვების სერიოზული შანსი აქვთ, რესპუბლიკელები კი, წინასწარი შედეგებით, მხოლოდ 197 ადგილს იღებენ. ასეთი პროგნოზი ტელეკომპანია CNN-ს ეკუთვნის. დემოკრატების უპირატესობას ამყარებს კალიფორნიის შტატის შედეგები, საიდანაც კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში 53 წარმომადგენელი უნდა აირჩეს. უფრო ადრეულ პროგნოზებში CNN აცხადებდა, რომ დემოკრატები პალატაში 230 ხმას მოიპოვებდნენ. იმ შემთხვევაში, თუ ეს პროგნოზები გამართლდება, წარმომადგენელთა პალატის სპიკერის პოსტს დემოკრატთა წარმომადგენელი დაიკავებს.

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი აცხადებს, რომ ევროპას თავდაცვისთვის ერთიანი ევროპული არმია სჭირდება, რომელიც ნაკლებად იქნება დამოკიდებული ამერიკის შეერთებულ შტატებზე. „ჩვენ ვერ უზრუნველვყოფთ ევროპელების დაცვას, თუ არ შევქმნით ნამდვილ ევროპულ არმიას“, - თქვა მაკრონმა რადიოსადგურ Europe-1-ისთვის მიცემულ ინტერვიუში. „რუსეთის ფონზე, რომელიც ჩვენს საზღვრებთანაა და რომელმაც გვაჩვენა, რომ შეუძლია დაგვემუქროს, <...> ჩვენ გვჭირდება ევროპა, რომელსაც საკუთარი თავის დაცვა შეეძლება და მხოლოდ აშშ-ზე არ იქნება დამოკიდებული“, - თვლის მაკრონი.

მსგავსი სიახლეები

დილა მშვიდობის

20 ნოე 2018ექსკლუზივი

დილა მშვიდობის

დილა მშვიდობის

19 ნოე 2018ექსკლუზივი

დილა მშვიდობის

დილა მშვიდობის

16 ნოე 2018ექსკლუზივი

დილა მშვიდობის

თქვენთვის საყურადღებო დღის 3 თემა

  • 2017 წელს ეკონომიკა 4.8%-ით გაიზარდა
  • ოქტომბერში ფულადი გზავნილების მოცულობა 11.6%-ით გაიზარდა
  • მუდმივი ფასდაკლებები განახლებული უნიქარდისგან

კვირის ეკონომიკური მონიტორი 5 - 11 ნოემბერი, 2018

• ოქტომბერში საერთაშორიოს რეზერვების მოცულობა 57 მლნ. აშშ დოლარით შემცირდა. • ოქტომბერში ტურისტების რაოდენობა 15.1%-ით გაიზარდა. • მიმდინარე კვირაში ლარი აშშ დოლართან და ევროსთან...

სავალუტო ბაზრის მიმოხილვა ( 5 - 10 ნოემბერი, 2018 )

კვირის განმავლობაში ლარი აშშ დოლარის მიმართ გამყარდა 1,50%-ით, ევროსთან 1,90%-ით. მიმდინარე კვირაში სებ-მა საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე 10 მლნ. აშშ დოლარი შეისყიდა.