01:33 AM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
რუსეთი და ჩინეთი ერთმანეთთან ანგარიშსწორებისთვის დოლარს აღარ გამოიყენებენ
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულების აუქციონის შედეგი

სიახლეები

კახა კალაძე: „ახალი ავტობუსების შემოყვანა მომავალი წლიდან დაიწყება. ტენდერი უახლოეს დღეებში დასრულდება"

 

თბილისის მერის ინფორმაციით, თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ გასულ კვირას, 220 ერთეული ახალი, 8-მეტრიანი, ეკოლოგიურად სუფთა ავტობუსის შესასყიდად ტენდერი გამოაცხადა, რომელიც უახლოს დღეებში დასრულდება.

 

„ახალი ავტობუსების შემოყვანა მომავალი წლიდან დაიწყება. ტენდერი უახლოეს დღეებში დასრულდება და გამარჯვებული კომპანია გამოვლინდება. ასევე, 2019 წელს ვაპირებთ, 150 ერთეული, გაზზე მომუშავე ახალი ავტობუსის შემოყვანას, 90 ერთეული კი ელექტროავტობუსი იქნება. მომდევნო წლების განმავლობაში, დამატებით, ახალი ელექტროავტობუსების შემოყვანა ეტაპობრივად დაიწყება. ჩვენთვის პრიორიტეტულია სატრანსპორტო პოლიტიკა, რომლის მთავარი გზავნილია - „მეტი საზოგადოებრივი ტრანსპორტი და ნაკლები ავტომანქანა ქალაქში“. ყველამ კარგად ვიცით, თუ რა მდგომარეობაა ქალაქში ეკოლოგიის, ჰაერის დაბინძურების თვალსაზრისით. საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოწესრიგება კი, არსებული ეკოლოგიური მდგომარეობის გამოსწორების ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია. რა თქმა უნდა, არის სხვა პრობლემებიც, თუმცა ყველაფერს ვაკეთებთ და ძალიან მალე, ეკოლოგიურ მდგომარეობას რადიკალურად შევცვლით“, - განაცხადა კახა კალაძემ.

 

დედაქალაქის მერმა ასევე აღნიშნა, რომ მომავალი წლის თებერვლიდან MAN-ის ფირმის ავტობუსების შემოყვანა დაიწყება.

 

„ყველანი ვთანხმდებით, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოწესრიგება ძალიან მნიშვნელოვანია. ამ მიმართულებით უკვე კონკრეტული ნაბიჯებია გადადგმული. 90 ერთეული ავტობუსი უკვე წარმოებაშია და თებერვლიდან მათი შემოყვანა ეტაპობრივად დაიწყება. 2019 წლის ბოლოსთვის კი გვინდა, რომ ავტობუსების პარკი მთლიანად ჩავანაცვლოთ, რომელიც გაუმართავია და გადაადგილების დროს სერიოზულ დისკომფორტს წარმოადგენს. ე.წ. ყვითელ ავტობუსებს ყველანაირი რესურსი ამოწურული აქვს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

რატომ გვჭირდება ბანკები?

18 მარ 2019კვირის გრაფიკი

      ბანკები უმნიშვნელოვანეს დადებით როლს თამაშობენ საქართველოს ეკონომიკაში. ბანკებში შესაძლებელია დანაზოგის უსაფრთხოდ შენახვა და, ამავე დროს, სარგებლის მიღება, უსაფრთხოდ და...

ავტოკატასტროფებში დაღუპულთა ზრდით საქართველო მსოფლიოში პირველია

11 მარ 2019კვირის გრაფიკი

    საქართველო საგზაო შემთხვევების შედეგად დაღუპულთა რიცხვის ზრდით (2006-2016 წლებში) მსოფლიოში პირველ ადგილს იკავებს. საქართველოში საგზაო შემთხვევებში დაღუპულთა რაოდენობამ 2006-2016...

სად გადის საქართველოდან საექსპორტო საქონელი?

4 მარ 2019კვირის გრაფიკი

    საქსტატის მონაცემებით, 2018 წელს საქართველოდან  3.3 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების საქონლის ექსპორტი განხორციელდა, რაც 1995 წლის ექსპორტის მონაცემებს 22-ჯერ აღემატება. სამი...