01:11 AM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
Lenovo-მ სარეკორდო კვარტალური მოგება დააფიქსირა
პეტრო პოროშენკო: რუსულმა მართლმადიდებლურმა ეკლესიამ უკრაინა უნდა დატოვოს

სიახლეები

დილა მშვიდობის

დილა მშვიდობის

8 ნოე 2018ექსკლუზივი

 

დილის საკითხავი

 

სინგაპურში ვიზიტით მყოფი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია სინგაპურის საზღვაო და საპორტო ხელისუფლების მთავარ აღმასრულებელ დირექტორს ენდრიუ ტანს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და სინგაპურის საზღვაო ტრანსპორტის ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობები. ყურადღება გამახვილდა საზღვაო სავაჭრო ნაოსნობის შესახებ ორმხრივი მთავრობათაშორისი შეთანხმების გაფორმების მნიშვნელობაზე. შეთანხმების პროექტთან დაკავშირებით უკვე დასრულდა შიდასახელმწიფოებრივი პროცედურები, რომლის შემდეგაც დოკუმენტი დიპლომატიური არხებით გაეგზავნა სინგაპურის მხარეს.

პეტრო პოროშენკომ განაცხადა, რომ რუსულ მართლმადიდებლურ ეკლესიას უკრაინის ტერიტორიაზე არაფერი ესაქმება და რუსეთში უნდა დაბრუნდეს. უკრაინის პრეზიდენტს "არანორმალურად" მიაჩნია კრემლში გამართული სხდომა, სადაც ვლადიმერ პუტინმა და უშიშროების საბჭომ განიხილეს საკითხი - "როგორ დავიცვათ რუსული მართლმადიდებლური ეკლესია უკრაინის ტერიტორიაზე". "ჩემო ძვირფასი, აქ თქვენ არაფერი გესაქმებათ, აქ არაფერი ესაქმება თქვენს ეკლესიას, არაფერი ესაქმება თქვენს შეიარაღებულ ძალებს. სახლში, რუსეთისკენ!", - თქვა უკრაინის ლიდერმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მმართველ დირექტორს აღმოსავლეთ ევროპასა და კავკასიაში, მატეო პატრონეს შეხვდა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო იმ სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტებს, რომლებიც საქართველოში EBRD-ის ჩართულობით ხორციელდება. აღინიშნა, რომ EBRD საქართველოს არა მხოლოდ ფინანსური პარტნიორია, არამედ წლების განმავლობაში მხარს უჭერს და ხელს უწყობს ქვეყნის სწორ ეკონომიკურ პოლიტიკას. საუბრისას განიხილეს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის საკითხი, ისაუბრეს პროექტის სტრატეგიულ მნიშვნელობასა და აღნიშნულ პროექტში მთავრობის ჩართულობასთან დაკავშირებით.

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ქვეყნის გენერალური პროკურორი, ჯეფ სეშნსი გადააყენა. გენერალური პროკურორის მოვალეობის შესრულებას მეთიუ უიტაკერი შეუდგა. "ჩვენ სიხრაულით გატყობინებთ, რომ მეთიუ უიტაკერი, იუსტიციის სამინისტროში გენერალური პროკურორის აპარატის ხელძღვანელი, ახლა ქვეყნის გენერალური პროკურორის მოვალეობას შეასრულებს", - დაწერა დონალდ ტრამპმა Twitter-ზე. ამერიკის პრეზიდენტმა სეშნსს მადლობა გადაუხადა გაწეული სამსახურისთვის და აღნიშნა, რომ გენერალური პროკურორის ვაკანტურ თანამდებობაზე კანდიდატურას მოგვიანებთ დაასახელებს.

Reuters: პერსონალური კომპიუტერების მწარმოებელი ჩინური კომპანია Lenovo Group კვარტალურ ანგარიშს აქვეყნებს, რომლის თანახმადაც, კომპანიამ პრემიუმ კლასის კომპიუტერების გაყიდვები მნშვნელოვნად გაზარდა. გასულ კვარტალში Lenovo Group-ის მოგება 21%-ით არის გაზრდილი. კომპანიის სუფთა მოგებამ 168 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, მაშინ,როცა გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კომპანიამ 139 მილიონი აშშ დოლარი მიიღო. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Refinitiv ავრცელებს. Lenovo-ს შემოსავლები 14%-ით არის გაზრდილი და 13,38 მილიარდ ამერიკულ დოლარს შეადგენს, რაც კომპანიისთვის სარეკორდო მაჩვენებელია.

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

რატომ გვჭირდება ბანკები?

18 მარ 2019კვირის გრაფიკი

      ბანკები უმნიშვნელოვანეს დადებით როლს თამაშობენ საქართველოს ეკონომიკაში. ბანკებში შესაძლებელია დანაზოგის უსაფრთხოდ შენახვა და, ამავე დროს, სარგებლის მიღება, უსაფრთხოდ და...

ავტოკატასტროფებში დაღუპულთა ზრდით საქართველო მსოფლიოში პირველია

11 მარ 2019კვირის გრაფიკი

    საქართველო საგზაო შემთხვევების შედეგად დაღუპულთა რიცხვის ზრდით (2006-2016 წლებში) მსოფლიოში პირველ ადგილს იკავებს. საქართველოში საგზაო შემთხვევებში დაღუპულთა რაოდენობამ 2006-2016...

სად გადის საქართველოდან საექსპორტო საქონელი?

4 მარ 2019კვირის გრაფიკი

    საქსტატის მონაცემებით, 2018 წელს საქართველოდან  3.3 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების საქონლის ექსპორტი განხორციელდა, რაც 1995 წლის ექსპორტის მონაცემებს 22-ჯერ აღემატება. სამი...