17:19 PM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
გიორგი ქობულია 3D ინდუსტრიის უმსხვილესი კომპანიის EON Reality-ის მმართველ დირექტორს შეხვდა
Lenovo-მ სარეკორდო კვარტალური მოგება დააფიქსირა

სიახლეები

საქართველოს საერთაშორისო აეროპორტებში მგზავრთნაკადი 23%-ით გაიზარდა

 

2018 წლის 10 თვის მონაცემებით, საქართველოს აეროპორტები ჯამში - - 4,354,423 მგზავრს მოემსახურა. რაც 23%-ით აღემატება წინა წლის ანალოგიურ პერიოდს (2017 წელი - 3,550,711 მგზავრი). 


ოქტომბრის თვეში მგზავრთნაკადის ზრდის მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა ქვეყნის სამივე საერთაშორისო აეროპორტში: 
 

თბილისის საერთაშორისო აეროპორტი ოქტომბერში 335,094 მგზავრს მოემსახურა, რაც 18 % მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (2017 წელი 284,329 მგზავრი ). ხოლო 10 თვეში ზრდამ, ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 21% შეადგინა (2017 წელი 2,724,740 მგზავრი). 
 

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადი 2018 წლის ოქტომბერში 78% გაიზარდა და 62,000 მგზავრი შეადგინა (2017 წლის ოქტომბერი 34,874 მგზავრი). რაც შეეხება 10 თვის მონაცემებს, ჯამში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი 512,386 მგზავრს მოემსახურა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 39% მეტია. (2017 წლის 10 თვე 359,961). 
 

ზრდის ტენდენცია ნარჩუნდება ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში. 2018 წლის ოქტომბერში ბათუმის ალექსანდრე ქართველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტით 41,980 მგზავრმა ისარგებლა. რაც 11% მეტია შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (2017 წლის ოქტომბერი 37,660 მგზავრი). რაც შეეხება 10 თვის ჯამს, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში 2018 წლის იანვარ-ოქტომბერში, შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით მგზავრთნაკადი 19 %-ით გაიზარდა და 555,693 მგზავრი შეადგინა. (2017 წელი 466,010 მგზავრი). 
 

რაც შეეხება ადგილობრივ აეროპორტებს, მესტიისა და ამბროლაურის აეროპორტებით, 2018 წლის 10 თვეში 7601 მგზავრმა ისარგებლა. 2018 წლის 10 თვის მონაცემებით, ადგილობრივ აეროპორტებში ჯამში 362 რეისი შესრულდა. 

მსგავსი სიახლეები

თქვენთვის საყურადღებო დღის 3 თემა

  • 2017 წელს ეკონომიკა 4.8%-ით გაიზარდა
  • ოქტომბერში ფულადი გზავნილების მოცულობა 11.6%-ით გაიზარდა
  • მუდმივი ფასდაკლებები განახლებული უნიქარდისგან

კვირის ეკონომიკური მონიტორი 5 - 11 ნოემბერი, 2018

• ოქტომბერში საერთაშორიოს რეზერვების მოცულობა 57 მლნ. აშშ დოლარით შემცირდა. • ოქტომბერში ტურისტების რაოდენობა 15.1%-ით გაიზარდა. • მიმდინარე კვირაში ლარი აშშ დოლართან და ევროსთან...

სავალუტო ბაზრის მიმოხილვა ( 5 - 10 ნოემბერი, 2018 )

კვირის განმავლობაში ლარი აშშ დოლარის მიმართ გამყარდა 1,50%-ით, ევროსთან 1,90%-ით. მიმდინარე კვირაში სებ-მა საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე 10 მლნ. აშშ დოლარი შეისყიდა.