17:55 PM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
კომერციული მოსყიდვის ფაქტზე საგამოძიებო სამსახურმა ერთი პირი პასუხისგებაში მისცა
დონალდ ტრამპსა და CNN-ის ჟურნალისტს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა

სიახლეები

რომან გოცირიძე: "ლარის გაუფასურებაში პირდაპირაა დამნაშავე მთავრობა და ეროვნული ბანკი"

 

"ლარის გაუფასურებაში პირდაპირაა დამნაშავე მთავრობა და ეროვნული ბანკი თავისი ე.წ. ”იაფი ფულის” პოლიტიკით, რომელიც ძალიან ძვირი უჯდება ჩვენს მოქალაქეებს და ბიზნესს", - განაცხადა ეროვნული ბანკის ყოფილმა პრეზიდენტმა, "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა, რომან გოცირიძემ.

 

რომან გოცირიძემ სცადა ეროვნული ვალუტის გაუფასურების ეკონომიკურ-ფინანსური ასპექტების ახსნა და ეროვნული ბანკი არასწორ პოლიტიკაში დაადანაშაულა:

 

მთავრობა თავისი უგუნური ქმედებებით აუფასურებს ლარს. გუშინწინ, 6 ნოემბერს, ხაზინამ 150 მილიონი ლარი კიდევ ასესხა კომერციულ ბანკებს, მაშინ, როცა ამ მძიმე ვითარებაში თავი უნდა შეეკავებინა ყოველგვარი მსგავსი ოპერაციებისაგან.

 

მთავრობა თავის ანგარიშებზე აგროვებს ფულს გადასახადების, გრანტებისა და ვალის აღების გზით. შემდეგ ამ ფულს ვერ ხარჯავს ბიუჯეტის გეგმის შესაბამისად. ერთი შეხედვით, ამან დადებითად უნდა იმოქმედოს ლარზე, რადგან ამოაქვს ფული მიმოქცევიდან, მაგრამ, როგორც იტყვიან, ვერ მოგართვით-მთელი ნაგროვები ნაშთი 1, 175 მილიარდი ლარის ოდენობით, ხაზინამ გაასესხა კომერციულ ბანკებზე. შესაბამისად, ეს ფული მიდის მიმოქცევაში და მისი ნაწილი ხვდება სავალუტო ბაზარზე. 

 

ამას დამატებული ეროვნული ბანკის მიერ სულ უფრო მზარდი ოდენობით გაცემული რეფინანსირების სესხები (1, 570 მილიარდი ლარი დღევანდელი მდგომარეობით) და დავინახავთ, რომ მთავრობა და ეროვნული ბანკი სამ მილიარდამდე ლარს აწვდიან ბანკებს ამ კრიზისულ ვითარებაში. მიზანი ”ეკონომიკური ზრდის წახალისება” და ”ბანკებისათვის მიკლევადიანი ლიკვიდობის მიწოდებაა”. სინამდვილეში, ასეთი მოქმედება აუფასურებს ლარს, რომლის არასტაბილურობაც არის ეკონომიკური ზრდის მთავარი შემაფერხებელი ფაქტორი.

 

მოკლედ, როცა ვამბობთ ბიჯეტიდან მილიარდები არის დასახარჯიო, ეს სინამდვილეში უკვე ”დახარჯულია” და დარჩენილ ორ თვეზე ნაკლებ დროში მართლა დასახარჯია 3,2 მილიარდი ლარი, ანუ იმაზე მეტი, რაც წლის ბოლო სამ თვეში უნდა დახარჯულიყო გეგმით", - განაცხადა გოცირიძემ.

მსგავსი სიახლეები

თქვენთვის საყურადღებო დღის 3 თემა

  • 2017 წელს ეკონომიკა 4.8%-ით გაიზარდა
  • ოქტომბერში ფულადი გზავნილების მოცულობა 11.6%-ით გაიზარდა
  • მუდმივი ფასდაკლებები განახლებული უნიქარდისგან

კვირის ეკონომიკური მონიტორი 5 - 11 ნოემბერი, 2018

• ოქტომბერში საერთაშორიოს რეზერვების მოცულობა 57 მლნ. აშშ დოლარით შემცირდა. • ოქტომბერში ტურისტების რაოდენობა 15.1%-ით გაიზარდა. • მიმდინარე კვირაში ლარი აშშ დოლართან და ევროსთან...

სავალუტო ბაზრის მიმოხილვა ( 5 - 10 ნოემბერი, 2018 )

კვირის განმავლობაში ლარი აშშ დოლარის მიმართ გამყარდა 1,50%-ით, ევროსთან 1,90%-ით. მიმდინარე კვირაში სებ-მა საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე 10 მლნ. აშშ დოლარი შეისყიდა.