01:34 AM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
Samsug-მა მოქნილი ეკრანის მქონე სმარტფონი წარადგინა (ვიდეო)
IFC-ის ვიცე-პრეზიდენტი: საქართველო არის წამყვანი რეფორმატორი ქვეყანა

სიახლეები

აზიური საფონდო ბაზარი აშშ-ის არჩევნების შედეგებსა და დოლარის გამყარებას სიხარულით შეხვდა
 

აზია-წყნარი ოკეანის რეგიონის (АТР) საფონდო ინდექსების უმეტესობა სწრაფი ტემპით გაიზარდა მას შემდეგ, რაც ჩინეთის საგარეო ვაჭრობის სტატისტიკა გამოქვეყნდა და აშშ-ის შუალედური არჩევნების შედეგები გახდა ცნობილი.


შეგახსენებთ, ამერიკის მმართველმა რესპუბლიკურმა პარტიამ, რომლის სამთავრობო გუნდის სავაჭრო ომის წამოწყების ერთ-ერთი ინიციატორია, კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში უპირატესობა დაკარგა.


ინდექსი АТР MSCI Asia დღეს 0,5%-ით არის გაზრდილი. 1,8%-ითაა მომატებული იაპონური Nikkei 225 ინდექსი, ხოლო Topix-ის გაფართოებული ინდექსი უკვე 1,7%-ით გაიზარდა. 

 

აზიური ბაზრისთვის შესანიშნავი სიახლე აღმოჩნდა დოლარის კურსის გამყარება აზიურ ვალუტებთან მიამრთებაში, რაც ექსპორტზე ორიენტირებული კომპანიების შემოსავლებს ზრდის.  

 

0,6%-ით გაძვირდა საავტომობილო გიგანტ Toyota-ს აქციები,  ხოლო ელექტრონული ტექნიკის მწარმოებელი კომპანია Sony-ს აქციების ღირებულება 2,5%-ით გაიზარდა. 5%-ით მოიმატა ნავთობმწარმოებელი კომპანია Inpex-ის აქციების ფასმა. Samsung Electronics Co-ს აქციები 1,5%-ით გაძვირდა. 

 

გუშინ ცნობილი გახდა, რომ ბოლო თვეში ჩინეთის იმპორტისა და ექსპორტის ტემპები საგრძნობლად აჩქარდა და ბაზრის მოლოდინს გადააჭარბა. დოლარში დაანგარიშებით, ჩინური ექსპორტი 15,6%-ით გაიზარდა, ხოლო იმპორტი 21,4%-ით არის გაზრდილი, რაც, ძირითადად, აშშ-სთან სავაჭრო ურთიერთობის გააქტიურებით არის გამოწვეული. 

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

რატომ გვჭირდება ბანკები?

18 მარ 2019კვირის გრაფიკი

      ბანკები უმნიშვნელოვანეს დადებით როლს თამაშობენ საქართველოს ეკონომიკაში. ბანკებში შესაძლებელია დანაზოგის უსაფრთხოდ შენახვა და, ამავე დროს, სარგებლის მიღება, უსაფრთხოდ და...

ავტოკატასტროფებში დაღუპულთა ზრდით საქართველო მსოფლიოში პირველია

11 მარ 2019კვირის გრაფიკი

    საქართველო საგზაო შემთხვევების შედეგად დაღუპულთა რიცხვის ზრდით (2006-2016 წლებში) მსოფლიოში პირველ ადგილს იკავებს. საქართველოში საგზაო შემთხვევებში დაღუპულთა რაოდენობამ 2006-2016...

სად გადის საქართველოდან საექსპორტო საქონელი?

4 მარ 2019კვირის გრაფიკი

    საქსტატის მონაცემებით, 2018 წელს საქართველოდან  3.3 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების საქონლის ექსპორტი განხორციელდა, რაც 1995 წლის ექსპორტის მონაცემებს 22-ჯერ აღემატება. სამი...