01:08 AM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
„ევროსაბჭო გააგრძელებს ჩვენი რეფორმებისა და ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ მხარდაჭერას“
Samsug-მა მოქნილი ეკრანის მქონე სმარტფონი წარადგინა (ვიდეო)

სიახლეები

ვინ გახდება აშშ-ის ახალი გენერალური პროკურორი?

 

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თანამდებობიდან გადააყენა ქვეყნის გენერალური პროკურორი ჯეფ სეშნსი, თუმცა მისი სავარაუდო შემცვლელის ვინაობა ჯერ არ გაუჟღერებია. 

 

ამერიკული პრესის ცნობით, ყველაზე რეალური კანდიდატი ამ თანამდებობაზე არიან - აშშ-ის ჯანდაცვის მინისტრი, ალექს აზარი და ფლორიდას შტატის გენერალური პროკურორი პამელა ბონდი. 

 

სავარაუდოდ, სწორედ ამ ორ კანდიდატს შორის გააკეთებს არჩევანს ამერიკის პრეზიდენტი, - წერს The Wall Street Journal.  

 

WSJ იუწყება, რომ დონალდ ტრამპი ამ საკითხზე რამდენიმე თვეა ფიქრობს და მას თითქმის გადაწყვეტილი აქვს პამელა ბონდის დანიშვნა, რადგან ის რესპუბლიკელებისა და პირადად დონალდ ტრამპის ერთგული მხარდამჭერია და  2016 წლის წინასაარჩევნო კამპანიაშიც ღიად იყო ჩართული მის სასარგებლოდ. 

 

აზარის შემთხვევაში ვითარებას ბუნდოვანს ხდის ის ფაქტი, რომ, გაზეთის წყაროს ცნობით, ის თავად არ არის დაინტერესებული ძალოვან უწყებაში გადასვლით. 

 

CNN რამდენიმე სხვა კანდიდატსაც ასახელებს, თუცმა ყველას ესმის, რომ დონალდ ტრამპმა სეშნსი 2016 წლის არჩევნებში რუსეთის ჩარევასთან დაკავშირებული გამოძიების გამო მოხსნა და მომდევნო კანდიდატი მისი მხარდამჭერი იქნება. 

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

რატომ გვჭირდება ბანკები?

18 მარ 2019კვირის გრაფიკი

      ბანკები უმნიშვნელოვანეს დადებით როლს თამაშობენ საქართველოს ეკონომიკაში. ბანკებში შესაძლებელია დანაზოგის უსაფრთხოდ შენახვა და, ამავე დროს, სარგებლის მიღება, უსაფრთხოდ და...

ავტოკატასტროფებში დაღუპულთა ზრდით საქართველო მსოფლიოში პირველია

11 მარ 2019კვირის გრაფიკი

    საქართველო საგზაო შემთხვევების შედეგად დაღუპულთა რიცხვის ზრდით (2006-2016 წლებში) მსოფლიოში პირველ ადგილს იკავებს. საქართველოში საგზაო შემთხვევებში დაღუპულთა რაოდენობამ 2006-2016...

სად გადის საქართველოდან საექსპორტო საქონელი?

4 მარ 2019კვირის გრაფიკი

    საქსტატის მონაცემებით, 2018 წელს საქართველოდან  3.3 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების საქონლის ექსპორტი განხორციელდა, რაც 1995 წლის ექსპორტის მონაცემებს 22-ჯერ აღემატება. სამი...