01:09 AM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
პრინცი ჩარლზი: გამეფების შემდეგ პოლიტიკაზე აღარ ვილაპარაკებ
ვინ გახდება აშშ-ის ახალი გენერალური პროკურორი?

სიახლეები

„ევროსაბჭო გააგრძელებს ჩვენი რეფორმებისა და ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ მხარდაჭერას“

 

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა 7 ნოემბერს, ქალაქ სტრასბურგში შეხვედრა გამართა ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესის ახლად არჩეულ პრეზიდენტთან ანდერს კნაპესთან და გენერალურ მდივანთან ანდრეას კიფერთან. 

 

ისაუბრეს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესის მიერ საქართველოში ადგილობრივი და რეგიონული დემოკრატიის მდგომარეობის შესახებ უაღრესად დადებითი ანგარიშის და კონგრესის რეკომენდაციების შესახებ. მაია ცქიტიშვილმა მადლობა გადაუხადა კონგრესს გაწეული შრომისთვის, წლების განმავლობაში საუკეთესო პრაქტიკისა და გამოცდილების გაზიარებისთვის და იმ სამართლიანი და დადებითი შფასებისთვის, რომელიც კონგრესის მონიტორინგის ჯგუფმა გააკეთა 2018 წლის აპრილში ვიზიტის საფუძველზე მომზადებულ ანგარიშში. 

 

„ზოგადად, ძალიან პოზიტიური დამოკიდებულებაა საქართველოს მიმართ, ძალიან მაღალი ინტერესია ჩვენი რეფორმების მიმართ. ჩვენ დღესაც გვქონდა საუბარი კონგრესის ახლად არჩეულ პრეზიდენტთან და გენერალურ მდივანთან იმ  პრობლემებზე რომლებიც ოკუპირებულ და გამყოფი ხაზის მიმდებარე ტეროტირუებზეც არის. ჩვენ მუდმივათ ვიღებთ  პოლიტიკური მხარდაჭერას ამ საკითხებში და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კონგრესის პრეზიდენტმა, რომელიც გუშინ იყო არჩეული დაგვიდასტურა, რომ  ევროსაბჭო გააგრძელებს ჩვენი რეფორმების და ოკუპირებული ტერპრიერების მიმართ საქართველოს მხარდაჭერას,“- აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა. 

 

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა 7 ნოემბერს, ქალაქ სტრასბურგში ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესის 35-ე სესიაში მიიღო მონაწილეობა. 

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

რატომ გვჭირდება ბანკები?

18 მარ 2019კვირის გრაფიკი

      ბანკები უმნიშვნელოვანეს დადებით როლს თამაშობენ საქართველოს ეკონომიკაში. ბანკებში შესაძლებელია დანაზოგის უსაფრთხოდ შენახვა და, ამავე დროს, სარგებლის მიღება, უსაფრთხოდ და...

ავტოკატასტროფებში დაღუპულთა ზრდით საქართველო მსოფლიოში პირველია

11 მარ 2019კვირის გრაფიკი

    საქართველო საგზაო შემთხვევების შედეგად დაღუპულთა რიცხვის ზრდით (2006-2016 წლებში) მსოფლიოში პირველ ადგილს იკავებს. საქართველოში საგზაო შემთხვევებში დაღუპულთა რაოდენობამ 2006-2016...

სად გადის საქართველოდან საექსპორტო საქონელი?

4 მარ 2019კვირის გრაფიკი

    საქსტატის მონაცემებით, 2018 წელს საქართველოდან  3.3 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების საქონლის ექსპორტი განხორციელდა, რაც 1995 წლის ექსპორტის მონაცემებს 22-ჯერ აღემატება. სამი...