01:17 AM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
საქართველოში საპენსიო რეფორმის ტექნიკური მხარდაჭერის პროექტი იწყება
„ევროსაბჭო გააგრძელებს ჩვენი რეფორმებისა და ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ მხარდაჭერას“

სიახლეები

პრინცი ჩარლზი: გამეფების შემდეგ პოლიტიკაზე აღარ ვილაპარაკებ

 

პრინცმა ჩარლზმა სააგენტო BBC-ს ექსკლუზიური ინტერვიუ მიცა, რომელშიც თქვა, რომ საერთოდ შეწყვეტს პოლიტიკურ საკითხებზე საუბარს მას შემდეგ, რაც მეფე გახდება. 

 

ჩარლზი ცნობილია თავისი პოლიტიკური აქტიურობით. ის ხშირად გამოთქვამს აზრს ისეთ საკითხებზე, როგორიცაა გარემოს დაცვა და ქვეყნის არქიტექტურული იერსახის შენარჩუნებასთან დაკავშირებული პრობლემები. 

 

მისი გამონათქვამები ბრიტანულ პრესას ხშირად მოუნათლავს მინისტრთა კომპეტენციაში ჩარევის მცდელობად. გარდა ამისა, ჩარლზი ცნობილია იმითაც, რომ ხშირად პოლიტკორექტული არ არის და ძალიან მწვავე შედარებებით გამოირჩევა. 

 

მაგალითად, 2014 წელს მან ვლადიმერ პუტინი ადოლფ ჰიტლერს შეადარა, რასაც ბრიტანულ პრესაში პუბლიკაციები მოჰყვა. ბრიტანელი მონარქები, როგორც წესი, გვერდს უვლიან რადიკალურ და ცალსახა შეფასებებს. ინგლისში ბევრს არ სჯერა, რომ ჩარლზი შეძლებს და თავდაჭერილი მეფე იქნება.  

 

მიუხედავად ამისა, ჩარლზმა ხაზი გაუსვა იმას, რომ არასოდეს ყოფილა რომელიმე კონკრეტული პოლიტიკური ძალის მხარდამჭერი, ხოლო კითხვაზე, გაგრძელდება თუ არა მისი სოციალური აქტივობები ტახტზე ასვლის შემდეგაც, ჩარლზმა საკმაოდ ამოწურავი პასუხი გასცა: 

 

"არა, არ გაგრძელდება. მე სულელი არ ვარ და მესმის, რომ მეფობა - ეს სულ სხვა საკითხია. მე ვიცი ეს რაც არის", - თქვა მან. პრინც ჩარლზს 14 ნოემბერს 70 წელი უსრულდება. 

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

რატომ გვჭირდება ბანკები?

18 მარ 2019კვირის გრაფიკი

      ბანკები უმნიშვნელოვანეს დადებით როლს თამაშობენ საქართველოს ეკონომიკაში. ბანკებში შესაძლებელია დანაზოგის უსაფრთხოდ შენახვა და, ამავე დროს, სარგებლის მიღება, უსაფრთხოდ და...

ავტოკატასტროფებში დაღუპულთა ზრდით საქართველო მსოფლიოში პირველია

11 მარ 2019კვირის გრაფიკი

    საქართველო საგზაო შემთხვევების შედეგად დაღუპულთა რიცხვის ზრდით (2006-2016 წლებში) მსოფლიოში პირველ ადგილს იკავებს. საქართველოში საგზაო შემთხვევებში დაღუპულთა რაოდენობამ 2006-2016...

სად გადის საქართველოდან საექსპორტო საქონელი?

4 მარ 2019კვირის გრაფიკი

    საქსტატის მონაცემებით, 2018 წელს საქართველოდან  3.3 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების საქონლის ექსპორტი განხორციელდა, რაც 1995 წლის ექსპორტის მონაცემებს 22-ჯერ აღემატება. სამი...