17:22 PM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
ფინანსთა სამინისტრი ლარის გაუფასურებას ოპოზიციას აბრალებს
მთავრობის გადაწყვეტილებით, 728 სამხედრო მოსამსახურის ბინებით უზრუნველყოფისთვის ცენტრალური და თავდაცვის უწყების ბიუჯეტიდან თანხები მობილიზდება

სიახლეები

კონგრესში დემოკრატების რევანში აშშ-ის მიერ წამოწყებულ სავაჭრო ომებს ვერ შეაჩერებს

 

დემოკრატებმა 8 წლის შემდეგ პირველად მოიპოვეს უპირატესობა წარმომადგენელთა პალატაში და რესპუბლიკელთა გეგმების ჩაშლის საშუალება მიეცათ. 

 

დონალდ ტრამპი ახლა პრობლემათა მთელი ბუკეტის წინაშე აღმოჩნდება - დაწყებული  იმპიჩმენტის საფრთხიდან, დასრულებული მექსიკის საზღვართან კედლის მშენებლობის დაფინანსების შეწყვეტით. ყველა ექსტრავაგანტულ იდეას, რომელიც ტრამპმა წამოაყენა და ჯერ კიდევ განხორციელების პროცესშია, საფრთხე ემუქრება. 

 

ერთი შეხედვით, ეს შეეხება სავაჭრო ომსაც, რომელსაც თეთრი სახლის ადმინისტრაცია ჩინეთთან და მთელ მსოფლიოსთან აწარმოებს და რომელიც პირადად ტრამპის დაწყებულია, თუმცა საკითხი მთლად ასე არ დგას, მიიჩნევენ ექსპერტები.

 

დონალდ ტრამპმა ჩინეთთან სავაჭრო კონფლიქტი წამოიწყო იმ იდეით, რომ "სავაჭრო დაპირისპირება ამერიკისთვის კარგია და მასში გამარჯვება მას ეკონომიკურ კეთილდღეობას მოუტანს". ესკალაციის რამდენიმე რაუნდის შემდეგ აშშ-მ 250 მილიარდი დოლარის ღირებულების ჩინური იმპორტი დაბეგრა, თუმცა დემოკრატების მხრიდან ამ ნაბიჯის მწვავე კრიტიკა და ერთიანი პოზიცია არ დაფიქსირებულა. 

 

საქმე იმაშია, რომ თეთრი სახლის ხელმძღვანელის დეკლარირებული მიზანი - ამერიკელთა ინტელექტუალური საკუთრების უფლების დაცვა და სავაჭრო დეფიციტის აღმოფხვრა, რაც მის ქვეყანას აღარიბებს - დემოკრატებში "ალერგიას" არ იწვევს და ისინი რადიკალურად არ არიან განწყობილი ტრამპის აგრესიული სავაჭრო პოლიტიკის მიმართ. 

 

ანალიტიკოსთა უმეტესობას მიაჩნია, რომ დონალდ ტრამპის მოწინააღმდეგეებს ამერიკის შიდა პრობლემები უფრო აღელვებთ.

 

"მას არ დახვდება წინაღობები ვაჭრობის საკითხში, სხვა საკითხებში - კი, წინააღმდეგობა გარანტირებულია, თუმცა ამერიკის სავაჭრო პოლიტიკა, ვფიქრობ, იგივე დარჩება", - მიიჩნევს მეგან გრინი, საინვესტიციო კომპანია Manulife-ის უფროსი ეკონომისტი. 

 

გარდა ამისა, გასათვალისწინებელია ისიც, რომ სავაჭრო საკითხებში პრეზიდენტს უზარმაზარი უფლებები და "უსაფრთხოების" სახელით ლავირების სივრცე აქვს, რაც არ ქმნის მოლოდინს, რომ დონალდ ტრამპის საგარეო ეკონომიკურ პოლიტიკაზე შუალედური არჩევნები იმოქმედებს. 

 

სავაჭრო ომები პროტექციონიზმის გაზრდასა და გლობალური ეკონომიკური ზრდის შენელებას იწვევს. "არ არსებობს ქვეყნად უფრო დიდი სიბრიყვე, ვიდრე სავაჭრო ომი", - თქვა რამდენიმე დღის წინ Alibaba Group-ის დამაარსებელმა ჯეკ მამ. 

 

მართლაც, ექსპერტთა აზრით, ეს ეკონომიკური პრობლემებისკენ და განვითარებადი ბაზრების კრიზისისკენ გადადგმული ნაბიჯია. თუმცა, ფაქტი ფაქტად რჩება, უდიდესი ალბათობით, დემოკრატების გამარჯვება კონგრესის ქვედა პალატაში ამ მხრივ "არაფერს" შეცვლის და მომდევნო წელს, საერთაშორსისო სავალუტო ფონდის დათვლით, მსოფლიო ეკონომიკა 160 მილიარდ აშშ დოლარს იზარალებს, სწორედ იმ ომის გამო, რომელიც დონალდ ტრამპმა წამოიწყო. 

მსგავსი სიახლეები

თქვენთვის საყურადღებო დღის 3 თემა

  • 2017 წელს ეკონომიკა 4.8%-ით გაიზარდა
  • ოქტომბერში ფულადი გზავნილების მოცულობა 11.6%-ით გაიზარდა
  • მუდმივი ფასდაკლებები განახლებული უნიქარდისგან

კვირის ეკონომიკური მონიტორი 5 - 11 ნოემბერი, 2018

• ოქტომბერში საერთაშორიოს რეზერვების მოცულობა 57 მლნ. აშშ დოლარით შემცირდა. • ოქტომბერში ტურისტების რაოდენობა 15.1%-ით გაიზარდა. • მიმდინარე კვირაში ლარი აშშ დოლართან და ევროსთან...

სავალუტო ბაზრის მიმოხილვა ( 5 - 10 ნოემბერი, 2018 )

კვირის განმავლობაში ლარი აშშ დოლარის მიმართ გამყარდა 1,50%-ით, ევროსთან 1,90%-ით. მიმდინარე კვირაში სებ-მა საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე 10 მლნ. აშშ დოლარი შეისყიდა.