18:13 PM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
2019 წლიდან სამხედრო მოსამსახურეებს, მესაზღვრეებს, სანაპირო დაცვის ხომალდების მომსახურე პერსონალს, შსს-ს სხვადასხვა დანაყოფისა და სდსს-ს თანამშრომლებს თანამდებობრივი სარგო გაეზრდებათ
კონგრესში დემოკრატების რევანში აშშ-ის მიერ წამოწყებულ სავაჭრო ომებს ვერ შეაჩერებს

სიახლეები

ფინანსთა სამინისტრი ლარის გაუფასურებას ოპოზიციას აბრალებს

 

როგორც მოგეხსენებათ, ბოლო დღეებში ეროვნულმა ვალუტამ მკვეთრი გაუფასურება განიცადა და ახლა ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება 2.75 ლარს უტოლდება.

 

ფინანსთა მინისტრი, ივანე მაჭავარიანი ლარის ასეთ დევალვაციას ოპოზიციის ქმედებებს უკავშირებს და, შეიძლება ითქვს, მას აბრალებს.

 

მაჭავარიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ ლარის გაუფასურების ეკონომიკური საფუძვლები არ არსებობს:

 

„ლარის გაუფასურება გამოწვეულია იმ აგრესიული პოლიტიკითა და დაძაბულობით, უპასუხისმგებლო და აბსოლუტურად ტყუილი განცხადებებით, რომელსაც ოპოზიცია აკეთებს. დღეს ლარი რა ნიშნულზეც არის, ამისთვის არანაირი ეკონომიკური საფუძველი არ არსებობს.

 

ეს არის ჩვეულებრივი აჟიოტაჟის ბრალი, რომელიც გამოწვეულია იმ ბინძური კამპანიით, რომელსაც, მეტწილად, ოპოზიცია ატარებს. ვისაც ოდნავ  ესმის ეკონომიკა და შერჩენია ნამუსი, იციან, რომ ლარის კურსის ვარდნა არანაირ კავშირში არ არის არც მთავრობის და არც ეროვნული ბანკის ნაბიჯებთან.

 

ლარი ნებისმიერ შემთხვევაში გამყარდება და გაცილებით მალე", - განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.

მსგავსი სიახლეები

თქვენთვის საყურადღებო დღის 3 თემა

  • 2017 წელს ეკონომიკა 4.8%-ით გაიზარდა
  • ოქტომბერში ფულადი გზავნილების მოცულობა 11.6%-ით გაიზარდა
  • მუდმივი ფასდაკლებები განახლებული უნიქარდისგან

კვირის ეკონომიკური მონიტორი 5 - 11 ნოემბერი, 2018

• ოქტომბერში საერთაშორიოს რეზერვების მოცულობა 57 მლნ. აშშ დოლარით შემცირდა. • ოქტომბერში ტურისტების რაოდენობა 15.1%-ით გაიზარდა. • მიმდინარე კვირაში ლარი აშშ დოლართან და ევროსთან...

სავალუტო ბაზრის მიმოხილვა ( 5 - 10 ნოემბერი, 2018 )

კვირის განმავლობაში ლარი აშშ დოლარის მიმართ გამყარდა 1,50%-ით, ევროსთან 1,90%-ით. მიმდინარე კვირაში სებ-მა საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე 10 მლნ. აშშ დოლარი შეისყიდა.