01:35 AM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ რუსეთის წინააღმდეგ ყირიმის ანექსიისთვის დაწესებული სანქციები გააფართოვა
2019 წლიდან სამხედრო მოსამსახურეებს, მესაზღვრეებს, სანაპირო დაცვის ხომალდების მომსახურე პერსონალს, შსს-ს სხვადასხვა დანაყოფისა და სდსს-ს თანამშრომლებს თანამდებობრივი სარგო გაეზრდებათ

სიახლეები

საღამოს საკითხავი

 

საღამოს საკითხავი

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მონაცემებით, 2018 წლის III კვარტლის სატელევიზიო სარეკლამო შემოსავლები 2017 წლის III კვარტალთან შედარებით 12.7%-ით, 1,857,745 ლარით გაიზარდა. რაც შეეხება ორ ყველაზე დიდ მაუწყებელს რომლებსაც ბაზრის 65% უკავიათ 2018 წლის მესამე კვარტალში მათი სარეკლამო შემოსავლების ტენდენცია შეცვლილია. სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის სარეკლამო შემოსავალი წინა წელთან შედარებით 9%-ითაა გაზრდილი, ხოლო ტელეკომპანია „იმედს“ 2018 წლის III კვარტალში 2017 წლის იმავე პერიოდთან შედარებით, 6%-იანი კლება აქვს.

სამხრეულ კორეულმა კომპანია Samsug-მა, რომელიც უკვე რამდენიმე წელია, მოქნილი ეკრანის მქონე სმარტფონის შექმნაზე მუშაობბს, 7 ნომბრის გამომგონებელთა კონფერენციაზე ასეთი მოწყობილობა წარადგინა. მოქნილი ეკრანების დამზადებისას სამსუნგი ტექნოლოგია Infinity Flex Display-ს იყენებს. პრზენტაციაზე კომპანიის თანამშრომელმა სმარტფონი ჯიბიდან დაკეცილ მდგომარეობაში ამოიღო და შემდეგ გაშალა. მოწყობილობის ტექნიკური თავისებურებები ცნობილი არ არის, თუმცა ცნობილია, რომ მასზე ერთდროულად 3 პროცესის გაშვება შეიძლება.

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი სიტყვით გამოვიდა კონფერენციაზე: „საპენსიო რეფორმის სარგებელი საქართველოში - საფრანგეთის გამოცდილება“, რომელიც საფრანგეთის საელჩოსა და საფრანგეთის განვითარების სააგენტოს ორგანიზებით დღეს გაიმართა. აღსანიშნავია, რომ საფრანგეთის განვითარების სააგენტო (AFD) და მისი პარტნიორი „ექსპერტიზ ფრანსი“ ქვეყანაში ოფიციალურად იწყებს საპენსიო რეფორმის ტექნიკური მხარდაჭერის პროექტს, რისთვისაც საფრანგეთის განვითარების სააგენტო 500 000 ევროს გამოყოფს. საპენსიო სისტემაში დაგროვებითი, მეორე სვეტის შემოტანა მნიშვნელოვანი რეფორმაა საქართველოს მთავრობისა და ქართული საზოგადოებისათვის. რეფორმა უზრუნველყოფს ინდივიდუალურ პენსიას დასაქმებულთა და თვითდასაქმებულთათვის და ხელს შეუწყობს ქართული საფინანსო ბაზრის განვითარებას.

როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, მთავრობის გადაწყვეტილებით, 728 სამხედრო მოსამსახურის ბინებით უზრუნველყოფისთვის ცენტრალური და თავდაცვის უწყების ბიუჯეტიდან თანხები მობილიზდება. აღსანიშანვია, რომ სამხედრო მოსამსახურეების ბინებით უზრუნველყოფის პროცესი 2013 წლიდან დაიწყო, და დღემდე 1634 ოჯახია ბინით უზრუნველყოფილი.

როგორც მოგეხსენებათ, ბოლო დღეებში ეროვნულმა ვალუტამ მკვეთრი გაუფასურება განიცადა და ახლა ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება 2.75 ლარს უტოლდება. ფინანსთა მინისტრი, ივანე მაჭავარიანი ლარის ასეთ დევალვაციას ოპოზიციის ქმედებებს უკავშირებს და, შეიძლება ითქვს, მას აბრალებს. მაჭავარიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ ლარის გაუფასურების ეკონომიკური საფუძვლები არ არსებობს: „ლარის გაუფასურება გამოწვეულია იმ აგრესიული პოლიტიკითა და დაძაბულობით, უპასუხისმგებლო და აბსოლუტურად ტყუილი განცხადებებით, რომელსაც ოპოზიცია აკეთებს. დღეს ლარი რა ნიშნულზეც არის, ამისთვის არანაირი ეკონომიკური საფუძველი არ არსებობს. ეს არის ჩვეულებრივი აჟიოტაჟის ბრალი, რომელიც გამოწვეულია იმ ბინძური კამპანიით, რომელსაც, მეტწილად, ოპოზიცია ატარებს. ვისაც ოდნავ ესმის ეკონომიკა და შერჩენია ნამუსი, იციან, რომ ლარის კურსის ვარდნა არანაირ კავშირში არ არის არც მთავრობის და არც ეროვნული ბანკის ნაბიჯებთან. ლარი ნებისმიერ შემთხვევაში გამყარდება და გაცილებით მალე", - განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

რატომ გვჭირდება ბანკები?

18 მარ 2019კვირის გრაფიკი

      ბანკები უმნიშვნელოვანეს დადებით როლს თამაშობენ საქართველოს ეკონომიკაში. ბანკებში შესაძლებელია დანაზოგის უსაფრთხოდ შენახვა და, ამავე დროს, სარგებლის მიღება, უსაფრთხოდ და...

ავტოკატასტროფებში დაღუპულთა ზრდით საქართველო მსოფლიოში პირველია

11 მარ 2019კვირის გრაფიკი

    საქართველო საგზაო შემთხვევების შედეგად დაღუპულთა რიცხვის ზრდით (2006-2016 წლებში) მსოფლიოში პირველ ადგილს იკავებს. საქართველოში საგზაო შემთხვევებში დაღუპულთა რაოდენობამ 2006-2016...

სად გადის საქართველოდან საექსპორტო საქონელი?

4 მარ 2019კვირის გრაფიკი

    საქსტატის მონაცემებით, 2018 წელს საქართველოდან  3.3 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების საქონლის ექსპორტი განხორციელდა, რაც 1995 წლის ექსპორტის მონაცემებს 22-ჯერ აღემატება. სამი...