22:17 PM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
ნათია თურნავა: „სამეგრელო ორ წელიწადში სრულად იქნება გაზიფიცირებული“
საღამოს საკითხავი

სიახლეები

აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ რუსეთის წინააღმდეგ ყირიმის ანექსიისთვის დაწესებული სანქციები გააფართოვა

 

აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ რუსეთის წინააღმდეგ ყირიმის ანექსიისთვის დაწესებული სანქციები გაამკაცრა და სასანქციო პაკეტს 3 ფიზიკური და 9 იურიდიული პირი დაამატა, - ინფორმაცია უწყების ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა. 

 

სანქციები ყირიმის თვითაღიარებულ მთავრობასა და მასთან დაკავშირებულ მსხვილ კომპანიებს შეეხება. სასანქციო სიაში მოხვდა სასტუმროთა კომპლექსი "მრიაც", რომელიც ყირიმის რეგიონში განხორციელებული უდიდესი საინვესტიციო პროექტია, რეგიონის ოკუპაციის შემდეგ. 

 

სწორედ აქ იმართება იალტის საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმი, რომლის მიზანიც ყირიმის რეგიონში ინვესტორების მოზიდვაა. "მრიას" პროექტში რუსული "სბერბანკია" ჩართული. 

 

სანქციები გულისხმობს ამ ფიზიკური და იურიდიული პირების აქტივების გაყინვას აშშ-ის ტერიტორიაზე. გარდა ამისა, ამერიკის მოქალაქეებს ეკრძალებათ საქმიანი ურთიერთობა ამ კომპანიებთან და პირებთან.  

 

შეზღუდვა შეეხება ექსპორტს, რეექსპორტს ან სხვა ტიპის ფინანსურ თუ ტექნოლოგიურ გარიგებას. სასანქციო სია, რომელიც გუშინ მეთვრამეტედ გაფართოვდა, უკვე 181 ფიზიკურ და 434 იურიდიულ პირს მოიცავს. 

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

ინფიცირებულთა რაოდენობა მილიონ მოსახლეზე მსოფლიოში

30 ნოე 2020კვირის გრაფიკი

       კორონავირუსის შემთხვევებით ერთ მილიონ მოსახლეზე საქართველო მსოფლიოში ამ ეტაპისთვის 21-ე ადგილზეა. Worldometers-ის მონაცემებით საქართველოში აღნიშნული მაჩვენებელი შეადგენს 33,208-ს, რაც...

საქართველოში კორონავირუსის გავრცელების პროგნოზი (ნოემბერი-დეკემბერი)

23 ნოე 2020კვირის გრაფიკი

       საქართველოში კორონავირუსის შემთხვევების არსებული ტემპით ზრდის შემთხვევაში დაინფიცირებულთა რაოდენობა ერთ თვეში კიდევ 2.4-ჯერ გაიზრდება. Worldometer-ის მონაცემებით 22 ნოემბერს...

კორონავირუსი და ვაქცინა

16 ნოე 2020კვირის გრაფიკი

            დღეს მსოფლიოში ოფიციალურად 170-ზე მეტი ვაქცინის კანდიდატის გამოცდა მიმდინარეობს. The Guardian-ის მონაცემებით 170-ზე მეტი ვაქცინიდან ჯერ ჯერობით არცერთი არ არის დამტკიცებული და...

პოპულარული

საქართველოს უმსხვილესი კომპანიები

საქართველოს უმსხვილესი კომპანიები

9 ნოემბერი, 2020კვირის გრაფიკი

კორონავირუსი და ვაქცინა

კორონავირუსი და ვაქცინა

16 ნოემბერი, 2020კვირის გრაფიკი