03:43 AM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
მამუკა ბახტაძე: ჩინეთთან თავისუფალი სავაჭრო რეჟიმი არის ისტორიული შანსი, საქართველოდან გაიზარდოს ექსპორტი
აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ რუსეთის წინააღმდეგ ყირიმის ანექსიისთვის დაწესებული სანქციები გააფართოვა

სიახლეები

ნათია თურნავა: „სამეგრელო ორ წელიწადში სრულად იქნება გაზიფიცირებული“

 

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, ნათია თურნავას ინფორმაციით, სამეგრელოს სრული გაზიფიცირების პროცესი ორ წელიწადში დასრულდება. ეს განცხადება ნათია თურნავამ სენაკის რაიონის სოფელ თეკლათში გააკეთა, სადაც დღეს  მონაწილეობა მიიღო ერთ-ერთ ოჯახში ბუნებრივი აირის პირველად ანთების ტრადიციულ ცერემონიაში.

 

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის თქმით, სამეგრელოში ბოლო წლების განმავლობაში გაზიფიცირების კუთხით ძალიან მნიშვნელოვანი სამუშაოები ჩატარდა - სახელმწიფოს, კერძო კომპანიების და „სოკარის“ მონაწილეოებით უკვე 4 მუნიციპალიტეტის 70 000-მდე კომლი გაზიფიცირებულია.

 

„თუმცა, ჯერ კიდევ ბევრი სამუშაო გვაქვს, არის ე.წ. გამოტოვებული სოფლები, ასევე ნაწილობრივ გაზიფიცირებული სოფლები. ეს ჩვენი პირველი რიგის პრიორიტეტია, 2019 წელს ამ თვალსაზრისით უკვე ყველაფერს დავასრულებთ და დავიწყებთ ორი დიდი მუნიციპალიტეტის გაზიფიცირებას, ესენია: წალენჯიხა და ჩხოროწყუ, სადაც მომავალ წელს მკვებავი მილი იქნება შეყვანილი“ - აღნიშნა ნათია თურნავამ. ამასთან, მისი ინფორმაციით, დღეის მონაცემებით პროექტირება უკვე დასრულებულია, 2020 წელს კი გაზიფიცირების პროცესი ამ მუნიციპალიტეტებშიც დასრულდება.

 

„ასე რომ, სამეგრელო, გაზიფიცირების სამუშაოების კუთხით ერთ-ერთი მსხვილი უბანი, უახლოეს ორ წელიწადში სრულად იქნება გაზიფიცირებული“ - აცხადებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე.

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

ინფიცირებულთა რაოდენობა მილიონ მოსახლეზე მსოფლიოში

30 ნოე 2020კვირის გრაფიკი

       კორონავირუსის შემთხვევებით ერთ მილიონ მოსახლეზე საქართველო მსოფლიოში ამ ეტაპისთვის 21-ე ადგილზეა. Worldometers-ის მონაცემებით საქართველოში აღნიშნული მაჩვენებელი შეადგენს 33,208-ს, რაც...

საქართველოში კორონავირუსის გავრცელების პროგნოზი (ნოემბერი-დეკემბერი)

23 ნოე 2020კვირის გრაფიკი

       საქართველოში კორონავირუსის შემთხვევების არსებული ტემპით ზრდის შემთხვევაში დაინფიცირებულთა რაოდენობა ერთ თვეში კიდევ 2.4-ჯერ გაიზრდება. Worldometer-ის მონაცემებით 22 ნოემბერს...

კორონავირუსი და ვაქცინა

16 ნოე 2020კვირის გრაფიკი

            დღეს მსოფლიოში ოფიციალურად 170-ზე მეტი ვაქცინის კანდიდატის გამოცდა მიმდინარეობს. The Guardian-ის მონაცემებით 170-ზე მეტი ვაქცინიდან ჯერ ჯერობით არცერთი არ არის დამტკიცებული და...