03:10 AM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
ციტრუსის ექსპორტი ნოემბრის თვეში 11-ჯერ მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით
იანვარ-ოქტომბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა 20.5%-თ გაიზარდა

სიახლეები

მიმდინარე წელს რუსეთი საქართველოში საწვავის ყველაზე მსხვილი მომწოდებელია

 

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებით:

 

2018 წლის ოქტომბრის თვეში  საქართველოში საავიაციო ნავთის იმპორტმაშეადგინა 8,3 ათასი ტონა, რაც 2,0 ათასი ტონით ნაკლებია სექტემბრის თვისმაჩვენებელთან (10,3 ათასი ტონა) შედარებით.

 

მიმდინარე წლის იანვარ-ოქტომბრის  თვეების განმავლობაში საავიაციო ნავთის იმპორტმა შეადგინა 83,6 ათასი ტონა, რაც 5,5 ათასი ტონით აღემატება გასული წლისანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს (78,1 ათასი ტონა).

 

ქვეყნების მიხედვით, 2018 წლის ოქტომბრის თვეში საავიაციო ნავთის იმპორტისყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა თურქმენეთიდან - 4,3 ათასი ტონა, რაცმთელი იმპორტის 51,8%-ს შეადგენს. შემდეგ მოდის: საბერძნეთი - 4,0 ათასი ტონა(48,2%).

 

2018 წლის ოქტომბრის თვეში  საქართველოში სანავთობო ბიტუმის იმპორტმა შეადგინა 15,5 ათასი ტონა, რაც 5,8 ათასი ტონით აღემატება წინა თვის მაჩვენებელს (9,7 ათასი ტონა). აქედან იმპორტის მთელი ოდენობა მოდის  ირანის ისლამურ რესპუბლიკაზე.

 

მიმდინარე წლის 10 თვის განმავლობაში  სანავთობო ბიტუმის იმპორტმა შეადგინა83,3 ათასი ტონა, რაც 7,8 ათასი ტონით ნაკლებია გასული წლის ანალოგიურიპერიოდის მაჩვენებელთან შედარებით (91,1 ათასი ტონა).

 

2018 წლის ოქტომბრის თვეში  საქართველოში გათხევადებული აირების  პროპან-ბუტანის ნაერთის (LPG) იმპორტმა შეადგინა 1,1 ათასი ტონა, რაც 0,5 ათასი ტონით ნაკლებია სექტემბრის თვის მაჩვენებელთან (1,6 ათასი ტონა) შედარებით.

 

მიმდინარე წლის იანვარ-ოქტომბრის   თვეებში  გათხევადებული აირების  პროპან-ბუტანის ნაერთის (LPG) იმპორტმა შეადგინა 11,9 ათასი ტონა, რაც 1,1 ათასი ტონით ნაკლებია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით (13,0ათასი ტონა).

 

2018 წლის ოქტომბრის თვეში  საქართველოში საცხებ-საპოხი მასალების იმპორტმა შეადგინა 1,8 ათასი ტონა, რაც 0,2 ათასი ტონით აღემატება წინა თვის მაჩვენებელს (1,6 ათასი ტონა).

 

მიმდინარე წლის 10 თვის განმავლობაში  საცხებ-საპოხი მასალების იმპორტმაშეადგინა 15,3 ათასი ტონა, რაც 0,6 ათასი ტონით აღემატება გასული წლისანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს (14,7 ათასი ტონა).

 

მიმდინარე წლის ოქტომბრის თვეში საქართველოში ბენზინისა და დიზელისსაწვავის იმპორტმა შეადგინა  95,7 ათასი ტონა, რაც 14,6 ათასი ტონით აღემატება სექტემბრის თვის მაჩვენებელს. მათ შორის, 2018 წლის ოქტომბრის თვეში ბენზინისსაწვავის იმპორტმა შეადგინა  46,5  ათასი ტონა,  ხოლო დიზელის საწვავისიმპორტმა - 49,2  ათასი ტონა.

 

სულ მიმდინარე წლის იანვარ-ოქტომბრის თვეების განმავლობაში საქართველოშინავთობპროდუქტების (ბენზინი და დიზელის საწვავი) იმპორტმა შეადგინა  910,1 ათასი ტონა, რაც 26,4 ათასი ტონით აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს (883,7 ათასი ტონა). 2018 წლის 10 თვის განმავლობაში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტის ყველაზე დიდი ოდენობა განხორციელდა რუსეთიდან - 241,6 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 26,5%-ს შეადგენს. მიმდინარე წელს რუსეთი არის საწვავის სტაბილურად ყველაზე მსხვილი მომწოდებელი ქვეყანაში, რომელმაც  ჩაანაცვლა რუმინეთი, რომელიც თავის მხრივ ბოლო წლების განმავლობაში საწვავის ყველაზე მსხვილი მომწოდებელი იყო.

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

ინფიცირებულთა რაოდენობა მილიონ მოსახლეზე მსოფლიოში

30 ნოე 2020კვირის გრაფიკი

       კორონავირუსის შემთხვევებით ერთ მილიონ მოსახლეზე საქართველო მსოფლიოში ამ ეტაპისთვის 21-ე ადგილზეა. Worldometers-ის მონაცემებით საქართველოში აღნიშნული მაჩვენებელი შეადგენს 33,208-ს, რაც...

საქართველოში კორონავირუსის გავრცელების პროგნოზი (ნოემბერი-დეკემბერი)

23 ნოე 2020კვირის გრაფიკი

       საქართველოში კორონავირუსის შემთხვევების არსებული ტემპით ზრდის შემთხვევაში დაინფიცირებულთა რაოდენობა ერთ თვეში კიდევ 2.4-ჯერ გაიზრდება. Worldometer-ის მონაცემებით 22 ნოემბერს...

კორონავირუსი და ვაქცინა

16 ნოე 2020კვირის გრაფიკი

            დღეს მსოფლიოში ოფიციალურად 170-ზე მეტი ვაქცინის კანდიდატის გამოცდა მიმდინარეობს. The Guardian-ის მონაცემებით 170-ზე მეტი ვაქცინიდან ჯერ ჯერობით არცერთი არ არის დამტკიცებული და...