17:16 PM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
მიგრანტების ნაკადის პირველი ნაწილი აშშ-ის საზღვარს მიადგა
აშშ-ის კონგრესი ახალი ანტირუსული სანქციების განხილვას იანვრამდე გადადებს

სიახლეები

საშუალოდ რამდენს ხარჯავენ ტურისტები საქართველოში?

 

2018 წლის III კვარტალში საქართველოს ტერიტორიაზე დაფიქსირდა საერთაშორისო არარეზიდენტი მოგზაურების1 3.2 მილიონი შემოსვლა, რაც 8.6 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით. შემოსვლების უდიდესი ნაწილი - 41.2 პროცენტი განხორციელდა 31-50 წლის მოგზაურების მიერ.

 

2018 წლის III კვარტალში ყველაზე მეტი ვიზიტი, 50.8 პროცენტი, განხორციელდა დასვენების, გართობისა და რეკრეაციის მიზნით.

 

ვიზიტების უმრავლესობა განხორციელდა თბილისსა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში, შესაბამისად, 1,290.3 ათასი და 1,076.3 ათასი ვიზიტი.

 

2018 წლის III კვარტალში განხორციელებული ვიზიტებისას გათეული ღამეების საშუალო რაოდენობამ 4.9 ღამე შეადგინა, რაც 2017 წლის III კვარტალში დაფიქსირებულ მაჩვენებელზე (5.2 ღამე) 6.3 პროცენტით ნაკლებია. განხორციელებული ვიზიტების 67 პროცენტი წარმოადგენდა განმეორებითი ხასიათის ვიზიტს. 

 

018 წლის III კვარტალში განხორციელებული ვიზიტებისას გაწეული ხარჯები 3.1 მილიარდ ლარს გაუტოლდა, რაც 36.5 პროცენტით აღემატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. ვიზიტზე საშუალო ხარჯი წინა წელთან შედარებით 25 პროცენტით გაიზარდა და 1,179 ლარი შეადგინა.

 

მსგავსი სიახლეები

თქვენთვის საყურადღებო დღის 3 თემა

  • 2017 წელს ეკონომიკა 4.8%-ით გაიზარდა
  • ოქტომბერში ფულადი გზავნილების მოცულობა 11.6%-ით გაიზარდა
  • მუდმივი ფასდაკლებები განახლებული უნიქარდისგან

კვირის ეკონომიკური მონიტორი 5 - 11 ნოემბერი, 2018

• ოქტომბერში საერთაშორიოს რეზერვების მოცულობა 57 მლნ. აშშ დოლარით შემცირდა. • ოქტომბერში ტურისტების რაოდენობა 15.1%-ით გაიზარდა. • მიმდინარე კვირაში ლარი აშშ დოლართან და ევროსთან...

სავალუტო ბაზრის მიმოხილვა ( 5 - 10 ნოემბერი, 2018 )

კვირის განმავლობაში ლარი აშშ დოლარის მიმართ გამყარდა 1,50%-ით, ევროსთან 1,90%-ით. მიმდინარე კვირაში სებ-მა საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე 10 მლნ. აშშ დოლარი შეისყიდა.