00:20 AM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონის შედეგი
ევროზონის ეკონომიკური ზრდის ტემპი ექქსპერტების წინასწარ პროგნოზს დაემთხვა

სიახლეები

ნათია თურნავა: „შიდა ქართლის რეგიონი თითქმის სრულად გაზიფიცირებულია“

 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ნათია თურნავამ დღეს შიდა ქართლში გაზიფიცირების კუთხით ჩატარებული სამუშაოები დაათვალიერა. ნათია თურნავა იქ შიდა ქართლში სახელმწიფო რწმუნებულთან, გიორგი ხოჯევანიშვილთან, „სოკარ ჯორჯია გაზი“-ს დირექტორ აზერ მამმადოვთან და საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის გენერალურ დირექტორ ჯაბა ხმალაძესთან ერთად იმყოფებოდა. ისინი გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზერტში და ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ მოხისში მოსახლეობას შეხვდნენ და მათთან ერთად მიიღეს მონაწილეობა ოჯახებში ბუნებრივი აირის პირველად ანთების ტრადიციულ ცერემონიაში. 

 

ნათია თურნავას ინფორმაციით, დღეისთვის შიდა ქართლის რეგიონში გაზიფიცირების სამუშაოები თითქმის დასრულებულია. „ჩვენ დღეს სოფელ მოხისში, ბატონ რამაზ სოიტაშვილის ოჯახში ვიმყოფებით და ვიზიარებთ მათ სიხარულს იმასთან დაკავშირებით, რომ გაზი ჩავურთეთ, მთელი სოფელი უკვე გაზიფიცირებულია. სახელმწიფო გაზის ტრანსპორტირების კომპანიის მეშვეობით და კომპანია „სოკარი“ გაზიფიცირების ძალიან ინტენსიურ პროგრამას ვახორციელებთ - შიდა ქართლის რეგიონი თითქმის დაფარულია, ბუნებრივი აირი 129 სოფელშია შეყვანილი, ახლა სამუშაოები კიდევ 15 სოფელში მიმდინარეობს“, - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ. 

 

შიდა ქართლში 2013 წლიდან დღემდე გაზიფიცირებულია 4 მუნიციპალიტეტი, 129 სოფელი, 28,213 აბონენტი. დღეისთვის ქარელის მუნიციპალიტეტის 3 სოფელში: კოდავარდისუბანი, ზემო შაქშაქეთსა და დოღლაურში მიმდინარეობს გაზიფიცირებისთვის საჭირო სამუშაოები. ასევე ხაშურის მუნიციპალიტეტის 7 სოფლისთვის (ქემფერი, ცოცხნარა, ოძისი, ცივწყარო, ცედანი, წაბლოვანა, ქვემო აძვისი) გამოცხადებულია ტენდერი და დაიწყება გაზიფიცირების სამუშაოები. 

 

ამასთან, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის განცხადებით, ბოლო რამდენიმე განმავლობაში გაზიფიცირების პროცესი საქართველოში ინტენსიურად მიმდინარეობს. როგორც ნათია თურნავამ აღნიშნა: „მთლიანად საქართველოს 84% გაზიფიცირებულია, ქვეყნიის მასშტაბით 1.100 000 საყოფაცხოვრებო აბონენტზე მეტი გვყავს - ესაა ჩვენი მოსახლეობა, ოჯახები, სადაც გაზი შევიყვანეთ“. 

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

ეკონომიკა და ჯანმრთელობა მსოფლიოში

19 ოქტ 2020კვირის გრაფიკი

              საქართველოს მსოფლიო დიდ ქვეყნებს შორის კორონავირუსით გამოწვეული სიკვდილიანობის დაბალი მაჩვენებელი და მაღალი ეკონომიკური ვარდნა აქვს. არსებული მონაცემებით...

სიმდიდრე ერთ სულ მოსახლეზე ევროპაში

12 ოქტ 2020კვირის გრაფიკი

            ერთ სულ მოსახლეზე სიმდიდრით საქართველო ევროპაში ბოლოდან მეორე ადგილზეა. Credit Suisse-ის მონაცემთა ბაზის მიხედვით საქართველოში სიმდიდრე ერთ სულ მოსახლეზე შეადგენს $12,609, რაც 12-ჯერ...

ნაერთი ბიუჯეტის შემოსავლების და ხარჯების დინამიკა

5 ოქტ 2020კვირის გრაფიკი

            2020 წლის მარტის შემდგომ ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლებმა საგრძნობი კლება განიცადა. თუ წლის პირველ სამ თვეში საგადასახადო შემოსავლების წლიური ზრდის ტემპი...

პოპულარული

სიმდიდრე ერთ სულ მოსახლეზე ევროპაში

სიმდიდრე ერთ სულ მოსახლეზე ევროპაში

12 ოქტომბერი, 2020კვირის გრაფიკი