21:12 PM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
აფეთქების შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას დროებითი საცხოვრებლით თბილისის მერია უზრუნველყოფს
Brexit-ის ახალი პროექტის გამო დიდი ბრიტანეთის მთავრობა რამდენიმე მინისტრმა დატოვა

სიახლეები

ნათია თურნავა: გაზის ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესში ადგილობრივი მოსახლეები დასაქმდებიან

 

იმერეთის რეგიონში გაზიფიცირების სამუშაოებთან დაკავშირებული ვიზიტის ფარგლებში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ნათია თურნავა ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ ორპირის მოსახლეობას შეხვდა. როგორც შეხვედრაზე გაზის ტრანსპორტირების კომპანიის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, გაზის ცენტრალური მაგისტრალი აღნიშნული სოფელთან საკმაოდ ახლოს მდებარეობს, ამდენად, მისი ჩართვა გაზის ქსელსა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მშენებლობა შედარებით მოკლე პერიოდშია შესაძლებელი. ამასთან, ნათია თურნავამ აღნიშნა, რომ სამშენებლო სამუშაოების დროს დასაქმებულთა დიდი ნაწილი ადგილობრივი მუშახელი იქნება, რაც დამატებითი სარგებელი იქნება ტყიბულის მუნიციპალიტეტისთვის.  

 

როგორც მინისტრის მოადგილემ მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა, 2019-2021წწ. სამწლიანი გეგმის მიხედვით იმერეთის რეგიონში 18 სოფელში დაიწყება გაზიფიცირებისათვის საჭირო სამუშაოები, რომლის დასრულების შემდეგ კიდევ 2979 კომლს მიეცემა ბუნებრივი გაზის ქსელში ჩართვის შესაძლებლობა.

 

ამჟამად გაზიფიცირებისათვის საჭირო სამუშაოები მიმდინარეობს თერჯოლის  მუნიციპალიტეტის  სოფელ ჩიხორში. გაზიფიცირების შედეგად ბუნებრივი გაზის ქსელში ჩართვას შეძლებს 145კომლი. პროექტის ფარგლებში აიგება 8067გრძივი მეტრი გაზსადენი.

 

გაზიფიცირებისათვის საჭირო სამუშაოები მიმდინარეობს ასევე წყალტუბოს მუნიციპალიტეტის  4 სოფელში: ქვედა და ზედა მესხეთი, ბროწეულას დასახლებასა და მუხიანში. გაზიფიცირების შედეგად ბუნებრივი გაზის ქსელში ჩართვას შეძლებს 1291 კომლი. პროექტის ფარგლებში აიგება 64,575 გრძივი მეტრი გაზსადენი.

 

ნათია თურნავასთან ერთად იმერეთის რეგიონში გაზიფიცირების დასრულებული სამუშაოები და ასევე ინფრასტრუქტურის მიმდინარე მშენებლობები იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა - გუბერნატორმა შავლეგო ტაბატაძემ, კომპანია „სოკარ ჯორჯია გაზის“ გენერალურმა დირექტორმა აზერ მამადოვმა და „გაზის ტრანსპორტირების კომპანიის“ დირექტორმა ჯაბა ხმალაძემ დაათვალიერეს.

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

ეკონომიკა და ჯანმრთელობა მსოფლიოში

19 ოქტ 2020კვირის გრაფიკი

              საქართველოს მსოფლიო დიდ ქვეყნებს შორის კორონავირუსით გამოწვეული სიკვდილიანობის დაბალი მაჩვენებელი და მაღალი ეკონომიკური ვარდნა აქვს. არსებული მონაცემებით...

სიმდიდრე ერთ სულ მოსახლეზე ევროპაში

12 ოქტ 2020კვირის გრაფიკი

            ერთ სულ მოსახლეზე სიმდიდრით საქართველო ევროპაში ბოლოდან მეორე ადგილზეა. Credit Suisse-ის მონაცემთა ბაზის მიხედვით საქართველოში სიმდიდრე ერთ სულ მოსახლეზე შეადგენს $12,609, რაც 12-ჯერ...

ნაერთი ბიუჯეტის შემოსავლების და ხარჯების დინამიკა

5 ოქტ 2020კვირის გრაფიკი

            2020 წლის მარტის შემდგომ ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლებმა საგრძნობი კლება განიცადა. თუ წლის პირველ სამ თვეში საგადასახადო შემოსავლების წლიური ზრდის ტემპი...

პოპულარული

სიმდიდრე ერთ სულ მოსახლეზე ევროპაში

სიმდიდრე ერთ სულ მოსახლეზე ევროპაში

12 ოქტომბერი, 2020კვირის გრაფიკი