06:19 AM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
გერმანული გამოცემა ”შპიგელი” - ”საქართველო ისეთივე უსაფრთხოა, როგორც გერმანია”
სოფელ რუხში ინოვაციების ცენტრი გაიხსნა

სიახლეები

ბრიუსელში ევროკავშირთან თანამშრომლობის მომავალ განვითარებაზე ორიენტირებული კონკრეტული წინადადებებით მივდივართ - დავით ზალკალიანი 21 ნოემბრის შეხვედრაზე

 

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავითზალკალიანმა შეხვედრა გამართა საქართველოშიაკრედიტებული ევროკავშირის წევრი ქვეყნებისწარმომადგენლებთან. შეხვედრაზე საუბრის მთავარი თემა იყოევროკავშირთან ურთიერთობებში ბოლო პერიოდში არსებულიგანვითარებები.

 

როგორც მინისტრმა შეხვედრაზე აღნიშნა, ეს ურთიერთობებიგანსაკუთრებული ინტენსიობით გამოირჩევა, რასაც ადასტურებსსაქართველოს საკითხზე ევროპარლამენტსა და ევროსაბჭოშიგამართული დისკუსიები, ასევე მიმდინარე წლის  21 ნოემბერსევროკომისიასთან დაგეგმილ უმაღლესი დონის შეხვედრა.

 

მინისტრის განცხადებით, ამ შეხვედრისთვის სამზადისი დასკვნით ეტაპზეა. „ეს არის თანამშრომლობის ახალი ფორმატი, რომელიცნათლად წარმოაჩენს საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების დინამიკას და ორივე მხარის მზაობას, უფრო მეტად გააღრმავონთანამშრომლობა კონკრეტული მიმართულებებით.  გარდა იმისა, რომ ეს ფორმატი ხელს შეუწყობს ასოცირების შეთანხმებისიმპლემენტაციას, ის ასევე მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ევროკავშირთან თანამშრომლობის ინტენსიფიკაციაში, რაც ასოცირებისშეთანხმების მიღმა ევროკავშირთან სექტორული ინტეგრაციის შესაძლებლობების იდენტიფიცირებასაც გულისხმობს. მოგეხსენებათ, სექტორული ინტეგრაცია არის საქართველოს ინიციატივის - ევროკავშირში ინტეგრაციის საგზაო რუკის ერთ-ერთიმთავარი კომპონენტი, რომლის ეფექტიანი რეალიზაცია ჩვენს ქვეყანას ევროკავშირში ინტეგრაციის შემდგომი ეტაპებისთვისმოამზადებს. ჩვენ ბრიუსელში ევროკავშირთან თანამშრომლობის მომავალ განვითარებაზე ორიენტირებული კონკრეტულიწინადადებებით მივდივართ, რომლებსაც განვიხილავთ ევროკომისიის პრეზიდენტსა და ევროკომისრებთან და შევჯერდებითშემდგომ ნაბიჯებზე. წინადადებები შეეხება ევროკომისიასთან შეთანხმებულ სფეროებს, როგორიცაა ეკონომიკა, ვაჭრობა დაკომუნიკაციები; განათლება, მეცნიერება, ინოვაციები და კულტურა; მართლმსაჯულება და შიდა უსაფრთხოება, სამოქალაქო დაცვისჩათვლით“-განაცხადა დავით ზალკალიანმა.

 

შეხვედრაზე მინისტრმა ასევე  მიმოიხილა მიმდინარე წლის 11-16 ნოემბერს სკანდინავიის ქვეყნებში გამართული ტურნე, რომელიცმისივე შეფასებით მნიშვნელოვანი შედეგებით დასრულდა.  „ვფიქრობ, აღნიშნული ვიზიტი პოზიტიურ იმპულსს შესძენს ორმხრივურთიერთობებს და ასევე, ბუნებრივია, საქართველოს ინტეგრაციას ევროკავშირთან. სამივე ქვეყანაში  საქართველოს მხარდამჭერიმკაფიო გზავნილები მივიღეთ. აღსანიშნავია, რომ ვიზიტი დაემთხვა ნორვეგიის მხარის გადაწყვეტილებას საქართველოში საელჩოსგახსნის შესახებ“ - აღნიშნა მინისტრმა. 

 

საგარეო საქმეთა მინისტრი ასევე გამოეხმაურა  14 ნოემბერს პარიზში გამართულ პირველ პოლიტიკურ კონსულტაციებს ქართულ-ფრანგულ-გერმანული სამკუთხედის ფორმატში, რომელსაც ქართული მხრიდან საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეხელმძღვანელობდა.

 

განვიხილეთ საერთო სტრატეგიული მნიშვნელობის თემები, ასევე ისეთი პრიორიტეტული საკითხები როგორიცაა საქართველოსევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია, რუსეთ-საქართველოს კონფლიქტი და ოკუპირებულ რეგიონებში არსებულივითარება.

 

„განსაკუთრებით მისასალმებელია, რომ გერმანია და საფრანგეთი - ევროკავშირის ორი უმნიშვნელოვანესი და პარტნიორი ქვეყანა - პოზიტიურად განიხილავს სამმხრივ ფორმატს. ეს კი იმაზე მეტყველებს, რომ საქართველო მათი საიმედო პარტნიორია რეგიონში დამას ევროპის ორი წამყვანი ქვეყნის დღის წესრიგში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია“ - განაცხადა მინისტრმა.  

 

საკუთარ გამოსვლაში მინისტრი მიესალმა ევროპარლამენტის რეზოლუციას საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმებისგანხორციელების თაობაზე, რომელიც დადებითად აფასებს ქვეყნის მიერ ევროკავშირთან დაახლოებისკენ გადადგმულ კონკრეტულნაბიჯებს. მან ასევე მადლობა გადაუხადა  ევროკავშირს და  მის წევრ ქვეყნებს 14 ნოემბერს ევროპის საბჭოს მინისტრთამოადგილეების კომიტეტის სხდომაზე გაკეთებული განცხადებისთვის, რომელიც გენერალური მდივნის მე-18 კონსოლიდირებულანგარიშს "კონფლიქტი საქართველოში" შეეხებოდა. ევროკავშირის განცხადება წარმოადგენს ძლიერ პოლიტიკურ გზავნილსსაერთაშორისო თანამეგობრობისათვის.

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

ეკონომიკა და ჯანმრთელობა მსოფლიოში

19 ოქტ 2020კვირის გრაფიკი

              საქართველოს მსოფლიო დიდ ქვეყნებს შორის კორონავირუსით გამოწვეული სიკვდილიანობის დაბალი მაჩვენებელი და მაღალი ეკონომიკური ვარდნა აქვს. არსებული მონაცემებით...

სიმდიდრე ერთ სულ მოსახლეზე ევროპაში

12 ოქტ 2020კვირის გრაფიკი

            ერთ სულ მოსახლეზე სიმდიდრით საქართველო ევროპაში ბოლოდან მეორე ადგილზეა. Credit Suisse-ის მონაცემთა ბაზის მიხედვით საქართველოში სიმდიდრე ერთ სულ მოსახლეზე შეადგენს $12,609, რაც 12-ჯერ...

ნაერთი ბიუჯეტის შემოსავლების და ხარჯების დინამიკა

5 ოქტ 2020კვირის გრაფიკი

            2020 წლის მარტის შემდგომ ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლებმა საგრძნობი კლება განიცადა. თუ წლის პირველ სამ თვეში საგადასახადო შემოსავლების წლიური ზრდის ტემპი...

პოპულარული

ინტერნეტის ღირებულება ევროპაში

ინტერნეტის ღირებულება ევროპაში

21 სექტემბერი, 2020კვირის გრაფიკი

სიმდიდრე ერთ სულ მოსახლეზე ევროპაში

სიმდიდრე ერთ სულ მოსახლეზე ევროპაში

12 ოქტომბერი, 2020კვირის გრაფიკი