11:38 AM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
ევროპელ სტუდენტებს შორის, ქართველები ყველაზე ნაკლებად კრიტიკულები არიან
ბრიუსელში ევროკავშირთან თანამშრომლობის მომავალ განვითარებაზე ორიენტირებული კონკრეტული წინადადებებით მივდივართ - დავით ზალკალიანი 21 ნოემბრის შეხვედრაზე

სიახლეები

გერმანული გამოცემა ”შპიგელი” - ”საქართველო ისეთივე უსაფრთხოა, როგორც გერმანია”

 

სტატია გერმანულ ჟურნალ „Spiegel“- ში, სათაურით „რამდენად უსაფრთხოა მსოფლიო?" 15 ნოემბერს გამოქვეყნდა. სტატიის ავტორი სხვადასხვა წყაროზე და კვლევით ორგანიზაციაზე დაყრდნობით მსოფლიოში უსაფრთხოების მდგომარეობას მიმოიხილავს.

 

"წელს მსოფლიო უფრო მშვიდი გახდა - ამის შესახებ ფრედერიკ ბლამმა (International SOS-ის გენერალურმა მენეჯერმა გერმანიაში) „Spiegel“-ს განუცხადა.

 

რამდენად მაღალია ტერორიზმისა და ძალადობის რისკი? რამდენად სახიფათოა საგზაო მოძრაობა? სად არის სამედიცინო პრობლემები? - ეს ის საკითხებია, რომლის მიხედვითაც შეფასდა სხვადასხვა ქვეყანაში არსებული მდგომარეობა.

 

"საქართველო ისევე უსაფრთხოა, როგორც გერმანია - Travel Risk Map-ის თანახმად, საფრთხის რისკი ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა ნორვეგია, სლოვენია და შვეიცარია, საკმაოდ უმნიშვნელოა, ხოლო აშშ-ში, გერმანიასა და ზოგიერთ ევროპულ ქვეყანაში კი - „დაბალი“.

 

International SOS-ის კვლევების თანახმად, სხვა ქვეყნებთან ერთად, მდგომარეობა უსაფრთხოების კუთხით პოზიტიურად შეიცვალა საქართველოშიც, კერძოდ რისკი „საშუალოდან“ გადავიდა „დაბალზე“, რადგანაც უსაფრთხოების გარემო ქვეყანაში სტაბილურია.

 

http://m.spiegel.de/reise/aktuell/travel-risk-map-so-hoch-ist-das-risiko-zu-reisen-a-1238455.html

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

საქართველოში კორონავირუსის გავრცელების პროგნოზი

28 სექ 2020კვირის გრაფიკი

            არსებული ტემპით ზრდის შემთხვევაში საქართველოში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობა ერთ თვეში 6-ჯერ გაიზრდება. ჩვენი პროგნოზის მიხედვით 27 ოქტომბერს საქართველოში...

ინტერნეტის ღირებულება ევროპაში

21 სექ 2020კვირის გრაფიკი

       1GB მობილური ინტერნეტის ღირებულებით საქართველო ევროპაში ბოლოდან მერვე ადგილზეა. Cable.co.uk-ის მონაცემებით საქართველოში 1GB მობილური ინტერნეტის საშუალო ღირებულება შეადგენს $0.93, რაც...

განათლება ხარისხი ევროპაში

14 სექ 2020კვირის გრაფიკი

            განათლების საერთო ხარისხით საქართველო ევროპაში ბოლოდან მეოთხე ადგილზე იმყოფება. OWID-ის მონაცემებით საქართველოში განათლების ხარისხის ინდექსი 459.7-ს შეადგენს, რაც 10.5%-ით...