15:57 PM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
მარიამ ჯაში - ჩვენ ერთობლივად ვიმუშავებთ კონცეფციაზე, რომელიც ხარისხობრივად გააუმჯობესებს არაფორმალურ განათლებას
გერმანული გამოცემა ”შპიგელი” - ”საქართველო ისეთივე უსაფრთხოა, როგორც გერმანია”

სიახლეები

ევროპელ სტუდენტებს შორის, ქართველები ყველაზე ნაკლებად კრიტიკულები არიან

 

საქართველოში ყოველწლიურად, დაახლოებით, 28 000 აბიტურიენტი ხდება მხოლოდ ბაკალავრიატის საფეხურის სტუდენტი. უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში სწავლის დაწყება სტუდენტების მხრიდან სხვადასხვა მოლოდინს უკავშრდება როგორც სასწავლო პროცესის, ასევე, საგანმანათლებლო დაწესებულებების მიმართ. 

 

საინტერესოა, როგორია ქართველი სტუდენტების მხრიდან მათი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების შეფასება და განსხვავდება თუ არა ის სხვა ევროპელი სტუდენტების შეფასებისგან? როგორც საერთაშორისო კვლევა „ევროსტუდენტის“ შედეგები გვიჩვენებს, საქართველოში ბაკალავრიატის და მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტების შეფასება სხვა ევროპული ქვეყნების სტუდენტების შეფასებისგან საკმაოდ განსხვავდება. კერძოდ, ქართული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტები არაკრიტიკულები არიან უნივერსიტეტებში სწავლა/სწავლების პროცესის მიმართ და საკმაოდ დადებითად აფასებენ მას. ევროპელ სტუდენტებთან შედარებით, ისინი ყველაზე კმაყოფილები არიან ლექტორების მხრიდან ხელშეწყობით და აკადემიური მოსწრებისადმი ყურადღებით. ასევე, თავიანთ სასწავლო პროგრამას ყველაზე მეტად საქართველოს უსდ-ების სტუდენტები უწევენ რეკომენდაციას.

 

 

იგივე შეგვიძლია ვთქვათ სწავლების ხარისხსა (76%) და სწავლების ორგანიზებაზე (72%). სხვა ევროპის უნივერსიტეტების სტუდენტებთან შედარებით, სწავლების ხარისხი და სწავლების ორგანიზება ერთ-ერთი ყველაზე პოზიტიურად შეფასებული კომპონენტებია საქართველოში უსდ-ების სტუდენტების მხრიდან.

 

საქართველოში უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების სტუდენტების არაკრიტიკული შეფასებების მიზეზები ცალკე კვლევის საგანს წარმოადგენს, თუმცა ამჟამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ საბოლოო ჯამში, საქართველოში სტუდენტები მკვეთრად დადებითად აფასებენ არა მხოლოდ მათ უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში მიმდინარე სწავლების პროცესს, არამედ სწავლა/სწავლებასთან დაკავშირებულ სხვა ისეთ კომპონენტებსაც, რომელთა ხარისხითაც საქართველო ევროპულ ქვეყნებს აშკარად ჩამორჩება. კერძოდ, საქართველოს უსდ-ების სტუდენტები სასწავლო ინფრასტრუქტურითაც კი საკმაოდ კმაყოფილები არიან. ამ კომპონენტს ჩეხ (77%) და ფინელ (82%) სტუდენტებთან შედარებით, საქართველოს უსდ-ების სტუდენტთა უფრო მცირე რაოდენობა აფასებს პოზიტიურად (72%), თუმცა სასწავლო ინფრასტრუქტურით ჩვენს ქვეყანაში სტუდენტები გაცილებით კმაყოფილები არიან, ვიდრე მაგალითად, ავსტრიის (62%) ან ჰოლანდიის (65%).

 

 

აიფიემ კვლევები

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

გენდერული თანასწორობა საქართველოში

3 აგვ 2020კვირის გრაფიკი

       ევროპულ ქვეყნებს შორის გენდერული უთანასწორობა შრომის ბაზარზე საქართველოში ყველაზე მაღალია. ევროსტატის და საქსტატის მონაცემებით საქართველოში ქალის საშუალო თვიური ხელფასი...

სოციალური უთანასწორობა ევროპაში

27 ივლ 2020კვირის გრაფიკი

      შემოსავლების გადანაწილების უთანასწორობა საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე მაღალია ევროპაში. მსოფლიო ბანკის მონაცემებით საქართველო ჯინის ინდექსი 36.4%-ია, რაც ევროპაში მეხუთე ყველაზე...

ატმოსფერული ჰაერის დაბინძურება ევროპაში

20 ივლ 2020კვირის გრაფიკი

               საქართველოში ატმოსფეროშ ნახშირორჟანგის გამოყოფა ერთ სულ მოსახლეზე გაცილებით ნაკლებია ვიდრე დანარჩენ ევროპაშ. OurWorldinData-ს მონაცემების მიხედვით საქართველოში...