18:05 PM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
მამუკა ბახტაძე: თითოეული მეხანძრე-მაშველი ჩვენთვის ნამდვილი გმირია
ევროპელ სტუდენტებს შორის, ქართველები ყველაზე ნაკლებად კრიტიკულები არიან

სიახლეები

მარიამ ჯაში - ჩვენ ერთობლივად ვიმუშავებთ კონცეფციაზე, რომელიც ხარისხობრივად გააუმჯობესებს არაფორმალურ განათლებას

 

არაფორმალური განათლების თანამედროვე მეთოდებისა და მიდგომების გაზიარების, საერთაშორისო პროგრამების დანერგვისა და უცხოური საუკეთესო გამოცდილების გაზიარებისთვის, თბილისის მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში რიგით მეორე საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა, რომელშიც განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში მონაწილეობდა. 

 

კონფერენციაში - „არაფორმალური განათლების გამოწვევები“ მონაწილეობდნენ, ასევე, ეროვნული სასახლის პარტნიორი საერთაშორისო ორგანიზაციები, თბილისისა და რეგიონების ადგილობრივი თვითმმართველობების, სხვადასხვა სახელოვნებო, სკოლისგარეშე და არაფორმალური განათლების ორგანიზაციების წარმომადგენლები.

 

როგორც მარიამ ჯაშმა აღნიშნა, თბილისის მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლე არის ყველაზე დიდი ტრადიციის მქონე სასახლე.

 

„77 წელია ამ ისტორიულ შენობაში მიმდინარეობს არაფორმალური განათლების კუთხით არაერთი მნიშვნელოვანი პროგრამა. ათასობით ბავშვი და ათეულობით თაობა გაიზარდა აღნიშნულ კედლებში. როგორც ევროკავშირში, ასევე ნებისმიერი განვითარებული ქვეყნის მასშტაბით არაფორმალურ განათლებას ფორმალური განათლების პარალელურად უაღრესად დიდი მნიშვნელობა ენიჭება. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა ტიპის სახელოვნებო და სპორტული განათლების პროგრამები ხორციელდება, დღეს ჩვენთვის მნიშვნელოვანია შემუშავდეს ერთიანი კონცეფცია, ერთი ქოლგის ქვეშ მოექცეს როგორც შინაარსობრივი და მეთოდიოლოგიური ნაწილი, ასევე დაფინანსებისა და მართვის სხვა ელემენტები. დღეს მუნიციპალიტეტებს ექვემდებარება მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლები. თბილისის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლე შეიძლება იქცეს ცენტრად აღნიშნული მიმართულებით. ჩვენ ერთობლივად ვიმუშავებთ მრავალწლიან ხედვაზე და ასევე კონცეფციაზე, რომელიც გააუმჯობესებს ხარისხობრივად არაფორმალურ განათლებას“, - განაცხადა მარიამ ჯაშმა.

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

ინტერნეტის ღირებულება ევროპაში

21 სექ 2020კვირის გრაფიკი

       1GB მობილური ინტერნეტის ღირებულებით საქართველო ევროპაში ბოლოდან მერვე ადგილზეა. Cable.co.uk-ის მონაცემებით საქართველოში 1GB მობილური ინტერნეტის საშუალო ღირებულება შეადგენს $0.93, რაც...

განათლება ხარისხი ევროპაში

14 სექ 2020კვირის გრაფიკი

            განათლების საერთო ხარისხით საქართველო ევროპაში ბოლოდან მეოთხე ადგილზე იმყოფება. OWID-ის მონაცემებით საქართველოში განათლების ხარისხის ინდექსი 459.7-ს შეადგენს, რაც 10.5%-ით...

განათლების თაობათაშორისი მობილობა ევროპაში

7 სექ 2020კვირის გრაფიკი

         განათლების მობილობის ფარდობითი ინდექსით საქართველო ევროპაში 31-ე ადგილზეა. EqualChance-ს მონაცემებით საქართველოში აღნიშნული ინდექსი შეადგენს 0.449-ს, რაც ევროპის საშუალო...