13:48 PM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
აშშ-ის რეგულატორმა ფრანგული ბანკი 1,34 მილიარდი აშშ დოლარით დააჯარიმა
საქართველოში უმუშევრობის დონე კაცებში უფრო მაღალია

სიახლეები

USAID-ის ახალი პროგრამა: 3 000 სამუშაო ადგილი და აგრობიზნესის გაყიდვების 60 მილიონი დოლარით გაზრდა

 

ქუთაისის დემოკრატული ჩართულობის ცენტრში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე, ნოდარ კერესელიძე, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელთან, როლ ვილსონთან და USAID-ის მისიის დირექტორთან, პიტერ ვიბლერთან ერთად, USAID-ის სოფლის მეურნეობის ახალი პროგრამის პრეზენტაციას დაესწრო.

 

USAID-ის ახალი პროგრამა მობილიზებას გაუწევს USAID-ის პარტნიორ წამყვან აგრობიზნესებს, რომლებიც საკუთარ გამოცდილებას დამწყებ კომპანიებს გაუზიარებენ. აღნიშნული პარტნიორობის ფარგლებში, დაგეგმილია 3 000 სამუშაო ადგილის შექმნა, აგრობიზნესის გაყიდვების 60 მილიონი დოლარით გაზრდა და 7 მილიონი დოლარის კერძო ინვესტიციების მოზიდვა.

 

შეხვედრაზე ნოდარ კერესელიძემ მადლობა გადაუხადა აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს აგრარული დარგის განვითარების მიმართულებით გაწეული მხარდაჭერისთვის. 

 

მინისტრის პირველი მოადგილის განცხადებით, ახალი პროგრამის ეფექტიანად განხორციელებისთვის, მაქსიმალურად იქნება გამოყენებული დაგროვილი გამოცდილება, რათა მომავალშიც არაერთი წარმატებული ბიზნესმოდელი შეიქმნას.

 

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებლის, როლ ვილსონის განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოს განვითარებას. სოფლის მეურნეობის ახალი პროგრამის დაწყება საქართველოს მხარდაჭერის კიდევ ერთი დადასტურებაა.

 

ღონისძიების ფარგლებში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ნოდარ კერესელიძემ, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელთან, როლ ვილსონთან და USAID-ის მისიის დირექტორთან პიტერ ვიბლერთან ერთად, USAID/REAP პროექტის ფარგლებში დაფინანსებული საწარმო „ჰერბია“ დაათვალიერა.

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

განათლება ხარისხი ევროპაში

14 სექ 2020კვირის გრაფიკი

            განათლების საერთო ხარისხით საქართველო ევროპაში ბოლოდან მეოთხე ადგილზე იმყოფება. OWID-ის მონაცემებით საქართველოში განათლების ხარისხის ინდექსი 459.7-ს შეადგენს, რაც 10.5%-ით...

განათლების თაობათაშორისი მობილობა ევროპაში

7 სექ 2020კვირის გრაფიკი

         განათლების მობილობის ფარდობითი ინდექსით საქართველო ევროპაში 31-ე ადგილზეა. EqualChance-ს მონაცემებით საქართველოში აღნიშნული ინდექსი შეადგენს 0.449-ს, რაც ევროპის საშუალო...

უსაფრთხოება ევროპაში

31 აგვ 2020კვირის გრაფიკი

            უსაფრთხოების ინდექსის მიხედვით საქართველო ევროპის 37 ქვეყნიდან 30-ე, ხოლო მსოფლიოს მასშტაბით 49-ე ადგილზე იმყოფება. ჟურნალ „გლობალური ფინანსების" მონაცემებით...