03:26 AM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
რამდენს გამოიმუშავებს 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონი ჭადრაკში
ტრამპმა 2016 წლის არჩევნებში რუსეთის ჩარევასთან დაკავშირებულ კითხვებს წერილობითი პასუხი გასცა

სიახლეები

რომან კაკულია: ელექტროენერგიის იმპორტის ზრდას სჭირდება ადეკვატური რეაგირება წარმოების კუთხით.

 

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტთან არსებული ენერგეტიკის პრობლემებთან დაკავშირებულ საკითხებზე მომუშავე სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭომ დღეს პირველი სხდომა გამართა.

 

სხდომაზე პირველ საკითხად სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს დებულებაზე და საბჭოს საქმიანობის პრინციპებზე იმსჯელეს და სამომავლო გეგმები განსაზღვრეს.

 

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, რომან კაკულიამ საბჭოს არსებობის მოტივზე ისაუბრა და განაცხადა, - „ჩვენ ვსაუბრობთ ელექტროენერგიის მოხმარების ზრდაზე და კონკრეტულ პროცენტებზე, რომელშიც ეს ზრდა აისახება. ვსაუბრობთ, აქედან გამომდინარე, იმპორტის ზრდაზე და ვთანხმდებით, რომ ამას სჭირდება ადეკვატური რეაგირება წარმოების კუთხით. მაგრამ ჩვენ აქ გამოწვევები გვაქვს, როგორიცაა უსაფრთხოების თემა, ამ ობიექტების მონიტორინგი, ასევე წინასწარი შეტყობინების სისტემის არარსებობა. ამიტომ აუცილებელია ქმედითი ნაბიჯების გადადგმა“.

 

რომან კაკულიას თქმით საკმარისი არ არის ვიცოდეთ რა გამოწვევების წინაშე ვდგავართ, მთავარია გამოიკვეთოს რა უნდა გავაკეთოთ და როგორ.

 

პარლამენტის წევრის, რევაზ არველაძის თქმით, ელექტროენერგიის მოხმარება მუდმივად იზრდება, ხოლო ელექტროსადგურების ამოქმედება ვერ მიყვება ამ ტემპს, შესაბამისად, მუდმივად იზრდება იმპორტი, ამ და სხვა პრობლემებზე სწორედ საბჭოს ფორმარტში იქნება მსჯელობა.

 

ამის შემდეგ საბჭოს წევრებმა, შპს „ხუდონჰესის“ ტექნიკურმა დირექტორმა, დავით მირცხულავამ და საქართველოს ენერგეტიკის აკადემიის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა პაატა ცინცაძემ ჰიდროტექნიკურ ნაგებობათა უსაფრთხოების მონიტორინგის შესახებ მოხსენება წარმოადგინეს, სადაც ჰიდროელექტრო სადგურების ჰიდროტექნიკური ნაგებობების -კაშხლების, გვირაბების, ჰესის შენობების ჰიდრომექანიკური მოწყობილობების უსაფრთხო და საიმედო ფუნქციონირების შესახებ ისაუბრეს.

 

დღევანდელ სხდომაზე საბჭომ ასევე იმსჯელა ჰიდროტექნიკური ნაგებობების უსაფრთხოების უზრუნველყოფის შესახებ კანონპროექტის შემუშავების თაობაზე, რომელმაც უნდა შექმნას ჰიდროტეკური ნაგებობების უსაფრთხო მშენებლობის და ექსპლუატაციის სამართლებრივი საფუძვლები, დაადგინოს ზედამხედველობის და ლიცენზირების უფლებამოსილი ორგანოები, განსაზღვროს ჰიდროტექნიკური ნეგებობების მშენებლობის და ექსპლუატაციის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელ პირთა წრე, დაადგინოს ჰიდროტეკური ნაგებობების ავარიით გამოწვეული ზარალის და ზიანის დადგენის წესი და კომპენსაციის მექანიზმები. 

 

კომიტეტის თავმჯდომარემ, რომან კაკულიამ საბჭოს წევრებს მიმართა, რომ აღნიშნულ დოკუმენტთან დაკავშირებით, თავიანთი მოსაზრებები, შენიშვნები და წინადადებები წერილობით მიაწოდონ კომიტეტს, რის შემდეგაც შესაძლებელი გახდება დოკუმენტი საკანონმდებლო წინადადებად ჩამოყალიბდეს.

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

ინფიცირებულთა რაოდენობა მილიონ მოსახლეზე მსოფლიოში

30 ნოე 2020კვირის გრაფიკი

       კორონავირუსის შემთხვევებით ერთ მილიონ მოსახლეზე საქართველო მსოფლიოში ამ ეტაპისთვის 21-ე ადგილზეა. Worldometers-ის მონაცემებით საქართველოში აღნიშნული მაჩვენებელი შეადგენს 33,208-ს, რაც...

საქართველოში კორონავირუსის გავრცელების პროგნოზი (ნოემბერი-დეკემბერი)

23 ნოე 2020კვირის გრაფიკი

       საქართველოში კორონავირუსის შემთხვევების არსებული ტემპით ზრდის შემთხვევაში დაინფიცირებულთა რაოდენობა ერთ თვეში კიდევ 2.4-ჯერ გაიზრდება. Worldometer-ის მონაცემებით 22 ნოემბერს...

კორონავირუსი და ვაქცინა

16 ნოე 2020კვირის გრაფიკი

            დღეს მსოფლიოში ოფიციალურად 170-ზე მეტი ვაქცინის კანდიდატის გამოცდა მიმდინარეობს. The Guardian-ის მონაცემებით 170-ზე მეტი ვაქცინიდან ჯერ ჯერობით არცერთი არ არის დამტკიცებული და...