03:48 AM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
მკვდარი ვეშაპის მუცელში პოლიეთილენის 1000-ზე მეტი ნაკუწი აღმოჩნდა
რომან კაკულია: ელექტროენერგიის იმპორტის ზრდას სჭირდება ადეკვატური რეაგირება წარმოების კუთხით.

სიახლეები

რამდენს გამოიმუშავებს 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონი ჭადრაკში

 

დღეს ლონდონში მსოფლიოს საუკეთესო მოჭადრაკის წოდებისთვის მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი მაგნუს კარლსენი და პრეტენდენტი ფაბიანო კარუანა კიდევ ერთხელ ხვდებიან ერთმანეთს და რიგით მე-9 პარტიას თამაშობენ. 

 

აქამდე, ამ შეხვედრის ფარგლებში, მოჭადრაკეებმა უკვე 8 პარტია ითამაშეს (პირველი მატჩი 9 ნოემბერს დაიწყო) და რვავე ფრედ დასრულდა. მსოფლიოს მთავარ საჭადრაკო მოვლენას ორგანიზებას კომპანია Agon Limited უწევს, რომელმაც ეს უფლება ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაციისგან იყიდა. 

 

ტურნირის საბაზისო საპრიზო ფონდი 1,2 მილიონი ევროა და ის გამარჯვებულის სასარგებლოდ 60/40-ზე ნაწილდება. გარდა ამისა, მონაწილეები იღებენ ტრანსლიაციის ონლაინ გაყიდვებიდან შემოსული თანხის 10%-ს და სპონსორების მიერ დაწესებულ სპეციალურ პრიზებს.  

 

ონლაინ ტრანსლიაციისთვის თვალის მიდევნება worldchess.com-ზე შეიძლება, თუმცა ორგანიზაციის სტრიმინგ-სერვისით სარგებლობის 1 წლიანი აბონიმენტი 25 აშშ დოლარი ღირს.  

 

კარლსენისა და კარუანას შეხვედრა მსოფლიოს ჭადრაკის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დაძაბული და სანახაობრივია. მოჭადრაკეები 12 პარტიას ითამაშებენ, ხოლო ტაიბრეიკი (თუ საჭირო გახდა) 28 ნოემბერს გაიმართება. 

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

ინფიცირებულთა რაოდენობა მილიონ მოსახლეზე მსოფლიოში

30 ნოე 2020კვირის გრაფიკი

       კორონავირუსის შემთხვევებით ერთ მილიონ მოსახლეზე საქართველო მსოფლიოში ამ ეტაპისთვის 21-ე ადგილზეა. Worldometers-ის მონაცემებით საქართველოში აღნიშნული მაჩვენებელი შეადგენს 33,208-ს, რაც...

საქართველოში კორონავირუსის გავრცელების პროგნოზი (ნოემბერი-დეკემბერი)

23 ნოე 2020კვირის გრაფიკი

       საქართველოში კორონავირუსის შემთხვევების არსებული ტემპით ზრდის შემთხვევაში დაინფიცირებულთა რაოდენობა ერთ თვეში კიდევ 2.4-ჯერ გაიზრდება. Worldometer-ის მონაცემებით 22 ნოემბერს...

კორონავირუსი და ვაქცინა

16 ნოე 2020კვირის გრაფიკი

            დღეს მსოფლიოში ოფიციალურად 170-ზე მეტი ვაქცინის კანდიდატის გამოცდა მიმდინარეობს. The Guardian-ის მონაცემებით 170-ზე მეტი ვაქცინიდან ჯერ ჯერობით არცერთი არ არის დამტკიცებული და...