11:59 AM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში, ოზურგეთში ახალი სასტუმროს მშენებლობა დაიწყო
10 პროდუქტი, რომელის საქართველოს ექსპორტზე გააქვს

სიახლეები

ტრამპი: ნავთობის დაბალი ფასი მსოფლიოსთვის გადასახადების შემცირების ტოლფასია

 

ამერიკის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გლობალურ ბაზრებზე ნავთობის ფასის შემცირების გამო მადლობა გადაუხადა საუდის არაბეთს. ამ საკითს პრეზიდენტმა Twitter-ზე მიკრობლოგი მიუძღვნა: 

 

"ნავთობის ფასი მცირდება. ეს დიდებულია! ეს ამერიკისა და მსოფლიოსთვის გადასახადების შემცირების ტოლფასია. დატკბით!  ახლა 1 ბარელი WTI მხოლოდ 54 დოლარი ღირს, სულ ცოტა ხნის წინ კი 82 დოლარი ღირდა. მადლობა საუდის არაბეთს, იმ ნაბიჯებისთვის, რამაც ნავთობი გააიაფა", - დაწერა ტრამპმა. 

 

ნავთობის ფასის კლება ბაზარზე ოქტომბრის დასაწყისიდან შეიმჩნევა. დონალდ ტრამპი ღიად ეწინააღმდეგება OPEC-ის შემზღუდავ პოლიტიკას და მიაჩნია, რომ ნავთობის ფასის გაძვირება მოსახლეობის გაღარიბებას გამოიწვევს.  

 

მიუხედავად ამისა, საუდის არაბეთის ენერგეტიკის მინსიტრი ხალიდ ალ-ფალიხი არ გამორიცხავს, რომ მარაგების შემცირებისა და ბაზარზე მიწოდების პროფიციტის გამო ნავთობის მოპოვება კვლავ შეზღუდონ.  

 

სწორედ ნავთობის ფასი იყო ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც დონალდ ტრამპმა საუდის არაბეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას (ხაშოგის მკვლელობის შემდეგ) არ დაუჭირა მხარი. ამერიკის პრეზიდენტს მიაჩნია, რომ ეს ნავთობის ფასს "150 დოლარამდე" გაზრდის. 

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

საქართველოში კორონავირუსის გავრცელების პროგნოზი (ნოემბერი-დეკემბერი)

23 ნოე 2020კვირის გრაფიკი

       საქართველოში კორონავირუსის შემთხვევების არსებული ტემპით ზრდის შემთხვევაში დაინფიცირებულთა რაოდენობა ერთ თვეში კიდევ 2.4-ჯერ გაიზრდება. Worldometer-ის მონაცემებით 22 ნოემბერს...

კორონავირუსი და ვაქცინა

16 ნოე 2020კვირის გრაფიკი

            დღეს მსოფლიოში ოფიციალურად 170-ზე მეტი ვაქცინის კანდიდატის გამოცდა მიმდინარეობს. The Guardian-ის მონაცემებით 170-ზე მეტი ვაქცინიდან ჯერ ჯერობით არცერთი არ არის დამტკიცებული და...

საქართველოს უმსხვილესი კომპანიები

9 ნოე 2020კვირის გრაფიკი

            საქართველოში ოცი უმსხვილესი კომპანიის აქტივები 11.6 მილიარდ ლარს აღემატება. Forbes-ის მონაცემებით მთლიანი ოდენობის დაახლოებით 60% მოდის რვა კომპანიაზე (6.7 მილიარდი ლარი), საიდანაც...