12:22 PM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
ანდამანის კუნძულებზე აბორიგენებმა ამერიკელი მისიონერი მოკლეს
ტრამპი: ნავთობის დაბალი ფასი მსოფლიოსთვის გადასახადების შემცირების ტოლფასია

სიახლეები

პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში, ოზურგეთში ახალი სასტუმროს მშენებლობა დაიწყო

 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით, 2019 წლის გაზაფხულზე, ოზურგეთში ახალი, მაღალი სტანდარტების მქონე სასტუმრო - შპს „მაგნიკა“ გაიხსნება.

 

ურეკი-შეკვეთილის სარეკრეაციო ზონა, სოფელ ნატანებში, 42 ნომრიანი სასტუმრო კომპლექსის მშენებლობა დაიწყო, სადაც მომხმარებელს შესაძლებლობა ექნება დაისვენოს კომფორტულ, კეთილმოწყობილ გარემოში, ადგილობრივი და უცხოელი სტუმრები მრავალფეროვანი მომსახურებით სარგებლობას შეძლებენ, კერძოდ ტერიტორიაზე განთავსებული იქნება: აუზი, გასართობი, კულტურული, სპორტულ-გამაჯანსაღებელი სივრცეები. 

 

პროექტის ფარგლებში, 50-ზე მეტი ადამიანის დასაქმებას შეძლებს. ამასთანავე, აღსანიშნავია რომ შპს „მაგნიკა“ სასტუმრო ინდუსტრიის განვითარების კომპონენტის ფარგლებში ფინანსური მხარდაჭერით სარგებლობს, რაც იმას ნიშნავს, რომ პირველი 2 წლის განმავლობაში აღებული სესხის საპროცენტო განაკვეთის 10%-ს სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ დაფარავს. აღნიშნული პროექტის ინვესტიციის ჯამური მოცულობა კი 7 000 000 ლარს შეადგენს. მნიშვნელოვანია, რომ ახალი სასტუმროების გახსნა ხელს შეუწყობს, როგორც ადგილობირივი მოსახლეობის დასაქმებას, ასევე საქართველოში ტურიზმის ინდუსტრიის განვითარებას.

 

2018 წლის ოქტომბრის თვის მონაცემებით, „აწარმოე საქართველოში“ პროექტის ფარგლებში, სულ 2014 წლიდან მხარდაჭერილია 418 პროექტი (მოიცავს ინდუსტრიულ, სოფლის, სასტუმროს და ქონების მიმართულებებს), რომელთა ჯამური ინვესტიციის მოცულობა 1 მილიარდ ლარზე მეტია. საიდანაც კომერციული ბანკების მიერ დამტკიცებული  სესხების მოცულობა ჯამში 547 მლნ ლარზე მეტია. აღნიშნული პროექტებით სულ შეიქმნება 15,900-ზე მეტი ახალი სამუშაო ადგილი.

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

საქართველოში კორონავირუსის გავრცელების პროგნოზი (ნოემბერი-დეკემბერი)

23 ნოე 2020კვირის გრაფიკი

       საქართველოში კორონავირუსის შემთხვევების არსებული ტემპით ზრდის შემთხვევაში დაინფიცირებულთა რაოდენობა ერთ თვეში კიდევ 2.4-ჯერ გაიზრდება. Worldometer-ის მონაცემებით 22 ნოემბერს...

კორონავირუსი და ვაქცინა

16 ნოე 2020კვირის გრაფიკი

            დღეს მსოფლიოში ოფიციალურად 170-ზე მეტი ვაქცინის კანდიდატის გამოცდა მიმდინარეობს. The Guardian-ის მონაცემებით 170-ზე მეტი ვაქცინიდან ჯერ ჯერობით არცერთი არ არის დამტკიცებული და...

საქართველოს უმსხვილესი კომპანიები

9 ნოე 2020კვირის გრაფიკი

            საქართველოში ოცი უმსხვილესი კომპანიის აქტივები 11.6 მილიარდ ლარს აღემატება. Forbes-ის მონაცემებით მთლიანი ოდენობის დაახლოებით 60% მოდის რვა კომპანიაზე (6.7 მილიარდი ლარი), საიდანაც...