21:14 PM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
ნათია თურნავამ და ლიეტუვას გარემოს დაცვის მინისტრმა დევნილთა დასახლებაში ენერგოეფექტურობის პროექტი გახსნეს
1,013,000 ლარამდე ინვესტიცია და ხილის გადამამუშავებელი ახალი საწარმო

სიახლეები

ნათია თურნავა: ჩვენ შეგვიძლია სატყეო ნარჩენების გადამუშავების ტექნოლოგია საქართველოში აქტიურად გამოვიყენოთ

 

სატყეო ნარჩენები, ე.წ. ბიომასა ლიეტუვაში ძალიან ეფექტურად გადამუშავდება სითბურ ენერგიად. ჩვენ შეგვიძლია ბიომასის გადამუშავების ეს ალტერნატიული ტექნოლოგია გამოვიყენოთ სხვადასხვა სოფელში, სადაც რელიეფური თუ სხვა მიზეზებით გართულებულია ბუნებრივი აირის შეყვანა, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ნათია თურნავამ ჟურნალისტებთან საუბრისას. მან მონაწილეობა მიიღო ევროკავშირის საჯარო სამსახურების დაძმობილების პროექტის „ტყის მდგრადი მართვის გაძლიერება საქართველოში“ დასკვნითი კონფერენციის მუშაობაში. 

 

პროექტი ევროკავშირის საჯარო სამსახურების დაძმობილების პროგრამის ფარგლებში (€ 840,000, დაახლოებით 2,270,000 ლარი) დაფინანსდა. უკვე ჩატარდა საერთაშორისო ექსპერტების 120-ზე მეტი მისია, 6 სასწავლო ვიზიტი ლიეტუვასა და უნგრეთში, ასევე მრავალი სემინარი და დისკუსია მრგვალი მაგიდის ფორმატში. პროექტის ფარგლებში, შემუშავდა რეკომენდაციები, რომლებიც მოწოდებულია დაეხმაროს საქართველოს ხელისუფლებას სატყეო სექტორის ევროკავშირის სტანდარტებთან და პრაქტიკასთან დაახლოეების პროცესის დაჩქარებაში. რეკომენდაციები ეხებოდა სატყეო სექტორის რამდენიმე სფეროს, როგორებიცაა საკანონმდებლო და მარგეულირებელი ჩარჩო, ინსტიტუციური შესაძლებლობების ზრდა, საუკეთესო ორგანიზაციული და სატყეო მმართველობის მოდელები, ასევე სანდო სატყეო ინფორმაციისა და მონიტორინგის სისტემა, ყურადღების გამახვილდება სექტორულ კომუნიკაციაზე. 

 

„შეშის ჭრა დიდი გამოწვევაა, რადგან ტყე ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე უნიკალური რესურსია. მწვანე საფარის და ტყის შენარჩუნება ძალიან დიდი პრიორიტეტია, ამას უნდა ემსახურებოდეს ჩვენი ენერგეტიკული პოლიტიკა. ჩვენ ახლა აქტიურად ვმუშაობთ სპეციალურ კვლევაზე, ტყით დაფარულ არეალებში, სარეკრეაციო ზონებში როგორ წარვმართოთ პოლიტიკა ისე, რომ არ დავაზიანოთ მწვანე საფარი და ამასთან, მოსახლეობას შევთავაზოთ ძალიან ხელმისაწვდომი ალტერნატივა, რათა მათ გათბობის მიზნით ტყის ჭრის საჭიროება არ ჰქონდეთ,” - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ნათია თურნავამ. 

 

„ტყის მდგრადი მართვის გაძლიერება საქართველოში“ დასკვნით კონფერენციაზე მოხსენებები გააკეთეს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა, ლიეტუვას რესპუბლიკის გარემოს დაცვის მინისტრმა, კესტუტის ნავიცკასმა, საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის თანამშრომლობისა და დახმარების პროგრამების განყოფილების ხელმძღვანელმა, ვინსენტ რეიმ და სხვა ოფიციალურმა პირებმა და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების წარმომადგენლებმა. 

 

 

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

ეკონომიკა და ჯანმრთელობა მსოფლიოში

19 ოქტ 2020კვირის გრაფიკი

              საქართველოს მსოფლიო დიდ ქვეყნებს შორის კორონავირუსით გამოწვეული სიკვდილიანობის დაბალი მაჩვენებელი და მაღალი ეკონომიკური ვარდნა აქვს. არსებული მონაცემებით...

სიმდიდრე ერთ სულ მოსახლეზე ევროპაში

12 ოქტ 2020კვირის გრაფიკი

            ერთ სულ მოსახლეზე სიმდიდრით საქართველო ევროპაში ბოლოდან მეორე ადგილზეა. Credit Suisse-ის მონაცემთა ბაზის მიხედვით საქართველოში სიმდიდრე ერთ სულ მოსახლეზე შეადგენს $12,609, რაც 12-ჯერ...

ნაერთი ბიუჯეტის შემოსავლების და ხარჯების დინამიკა

5 ოქტ 2020კვირის გრაფიკი

            2020 წლის მარტის შემდგომ ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლებმა საგრძნობი კლება განიცადა. თუ წლის პირველ სამ თვეში საგადასახადო შემოსავლების წლიური ზრდის ტემპი...

პოპულარული

სიმდიდრე ერთ სულ მოსახლეზე ევროპაში

სიმდიდრე ერთ სულ მოსახლეზე ევროპაში

12 ოქტომბერი, 2020კვირის გრაფიკი