06:45 AM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
"შავ პარასკევს" მომხმარებელთან ერთად ჰაკერებიც ელიან
ნათია თურნავამ და ლიეტუვას გარემოს დაცვის მინისტრმა დევნილთა დასახლებაში ენერგოეფექტურობის პროექტი გახსნეს

სიახლეები

„Küehne + Nagel“ საქართველოს ბაზარზე შემოსვლას აპირებს

 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე აკაკი საღირაშვილი 22 ნოემბერს შვეიცარიული სატრანსპორტო - ლოგისტიკური კომპანიის, „Küehne+Nagel“-ის წარმომადგენლებს შეხვდა, რომლებიც საქართველოში ერთკვირიანი ვიზიტით იმყოფებიან საქართველოს ბიზნეს-საინვესტიციო გარემოს და სატრანსპორტო-ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის შესწავლის მიზნით. 

 

შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა განიხილეს სამომავალო თანამშრომლობის პერსპექტივები. კომპანია საქართველოს ბაზარზე შემოსვლის შესაძლებლობას 2019 წლის მეორე ნახევარში განიხილავს. 

 

„Küehne + Nagel“ წარმოადგენს სატრანსპორტო - ლოგისტიკურ კომპანიას, რომელიც 1980 წელს ქ. ბრემენში, გერმანიაში დაარსდა. კომპანია ეწევა საჰაერო, სახმელეთო, საზღვაო გადაზიდვებს, საკონტრაქტო და ინტეგრირებულ ლოგისტიკურ მომსახურებას. „Küehne + Nagel“ გააჩნია 1300-მდე წარმომადგენლობა 100 ქვეყანაში. დასაქმებული ჰყავს მთლიანობაში დაახლოებით 97 000 თანამშრომელი. კომპანიის წლიურმა შემოსავალმა კი 2017 წელს 18.59 მილიარდი შვეიცარული ფრანკი (სუფთა მოგება - 7,02 მილიარდი CHF) შეადგინა. კომპანიის შტაბ-ბინა მდებარეობს შვეიცარიაში, ქალაქ ფოიზისბერგში. 

 

„Küehne + Nagel“ შემოსვლა საქართველოს ბაზარზე მნიშვნელოვანი იქნება სატრანსპორტო-ლოგისტიკური სერვისების გაუმჯობესების მიმართულებით. 

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

საქართველოში კორონავირუსის გავრცელების პროგნოზი (ნოემბერი-დეკემბერი)

23 ნოე 2020კვირის გრაფიკი

       საქართველოში კორონავირუსის შემთხვევების არსებული ტემპით ზრდის შემთხვევაში დაინფიცირებულთა რაოდენობა ერთ თვეში კიდევ 2.4-ჯერ გაიზრდება. Worldometer-ის მონაცემებით 22 ნოემბერს...

კორონავირუსი და ვაქცინა

16 ნოე 2020კვირის გრაფიკი

            დღეს მსოფლიოში ოფიციალურად 170-ზე მეტი ვაქცინის კანდიდატის გამოცდა მიმდინარეობს. The Guardian-ის მონაცემებით 170-ზე მეტი ვაქცინიდან ჯერ ჯერობით არცერთი არ არის დამტკიცებული და...

საქართველოს უმსხვილესი კომპანიები

9 ნოე 2020კვირის გრაფიკი

            საქართველოში ოცი უმსხვილესი კომპანიის აქტივები 11.6 მილიარდ ლარს აღემატება. Forbes-ის მონაცემებით მთლიანი ოდენობის დაახლოებით 60% მოდის რვა კომპანიაზე (6.7 მილიარდი ლარი), საიდანაც...