00:42 AM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
სასტუმრო „Courtyard by Marriott"-ის საინვესტიციო ღირებულება ამ ეტაპზე 45 მლნ. აშშ დოლარს აღემატება
რუსულმა სამხედრო გემებმა აზოვის ზღვაში უკრაინულ ხომალდებს ცეცხლი გაუხსნეს

სიახლეები

მამუკა ბახტაძე: მაღალმთიანი აჭარის გაზიფიცირების პროექტი საშუალებას მოგვცემს, რომ მთიან აჭარაში მოსახლეობა კიდევ უფრო გაიზარდოს

 

მაღალმთიანი აჭარის გაზიფიცირების პროექტი არის ძალიან მნიშვნელოვანი სახელმწიფოებრივი ნაბიჯი, ვინაიდან, ეს საშუალებას მოგვცემს, რომ მთიან აჭარაში მოსახლეობა არათუ შემცირდეს, არამედ პირიქით, კიდევ უფრო გაიზარდოს და ეს ადგილი გახდეს უფრო საინტერესო ტურიზმის განვითარების თვალსაზრისით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ სოფელ ხიჭაურში, განაცხადა, სადაც მაღალმთიანი აჭარის გაზიფიცირების პირველი ეტაპი დასრულდა.

 

მთავრობის მეთაურმა ადგილობრივ ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად გაზიფიცირების პირველი ეტაპის დასრულების აღსანიშნავად მაგისტრალური მილიდან გაზი აანთო. მამუკა ბახტაძემ შეკრებილ მოსახლეობას სიტყვით მიმართა და აღნიშნა, რომ პროექტი მაღალმთიან აჭარაში ტურიზმის კიდევ უფრო განვითარებას შეუწყობს ხელს.

 

„მე ძალიან ხშირად მომისმენია, თუ რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი ზემო აჭარის მოსახლეობისთვის ინფრასტრუქტურის განვითარების თვალსაზრისით და მთავარ პრიორიტეტებში ყოველთვის ჩანდა, რომ სწორედ გაზიფიცირება არის ის, რასაც თქვენ ასე ელოდით და მოითხოვდით ჩვენგან. მე მსურს, დიდი მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც მონაწილეობდა ამ პროექტში. საინჟინრო თვალსაზრისით, პროექტი აღმოჩნდა საკმაოდ რთული, კომპლექსური და მე მინდა, მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც იყო ჩართული ამ პროცესში. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი სახელმწიფოებრივი ნაბიჯი, ვინაიდან, ეს საშუალებას მოგვცემს, რომ მთიან აჭარაში მოსახლეობა არათუ შემცირდეს, არამედ პირიქით, კიდევ უფრო გაიზარდოს და ეს ადგილი გახდეს უფრო საინტერესო ტურიზმის განვითარების თვალსაზრისით. ეს შესანიშნავი ბუნება, რასაც ჩვენ ვუყურებთ, უნდა გახდეს ოთხსეზონიანი კურორტი და რა თქმა უნდა, ამის წინაპირობა გახლავთ სწორედ გაზიფიცირება. კიდევ ერთხელ მინდა დღევანდელი დღე მივულოცო ყველას და კიდევ ერთხელ განსაკუთრებული მადლობა ვუთხრა მათ შორის დონორებს, რომლებიც დაგვეხმარნენ ამ პროექტის რეალიზაციაში. მეორე ეტაპისთვის გამოყოფილია 30 მილიონი ლარი და როგორც შეგპირდით, 2020 წლისთვის უკვე გოდერძის უღელტეხილამდე მივა ჩვენი მილსადენები და დამატებით 15 000 ოჯახი შეძლებს ბუნებრივი გაზის მიღებას", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

 

მაღალმთიანი აჭარის გაზიფიცირების პროექტის პირველი ეტაპი სოფელ სალიბაურიდან სოფელ ხიჭაურამდე მონაკვეთს მოიცავს. გაზის მილები ცენტრალური მაგისტრალის 65 კმმონაკვეთზე ჩაიდო. პროექტი ხელვაჩაურის, ქედის და შუახევის 11 000 აბონენტისგაზიფიცირებას უზრუნველყოფს.

 

გაზსადენის მშენებლობის ღირებულება 25 768 251 ლარია. სამუშაოები შპს „ენერჯი ინვესტი2009"-მ განახორციელა. პროექტი 2017 წლის 17 ოქტომბერს დაიწყო.

 

უკვე დაწყებულია მაღალმთიანი აჭარის გაზიფიცირების მეორე ეტაპის პროექტირება, რაც შუახევი-გოდერძის უღელტეხილის 54.0 კმ. მონაკვეთზე ძირითადი გაზსადენის მშენებლობას ითვალისწინებს. პროექტის დასრულების შემდეგ დამატებით 15 200 აბონენტის გაზიფიცირება მოხდება. გაზიფიცირების მეორე ეტაპის მშენებლობა ბიუჯეტიდან 30 მლნ ლარით ფინანსდება.

 

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

ეკონომიკა და ჯანმრთელობა მსოფლიოში

19 ოქტ 2020კვირის გრაფიკი

              საქართველოს მსოფლიო დიდ ქვეყნებს შორის კორონავირუსით გამოწვეული სიკვდილიანობის დაბალი მაჩვენებელი და მაღალი ეკონომიკური ვარდნა აქვს. არსებული მონაცემებით...

სიმდიდრე ერთ სულ მოსახლეზე ევროპაში

12 ოქტ 2020კვირის გრაფიკი

            ერთ სულ მოსახლეზე სიმდიდრით საქართველო ევროპაში ბოლოდან მეორე ადგილზეა. Credit Suisse-ის მონაცემთა ბაზის მიხედვით საქართველოში სიმდიდრე ერთ სულ მოსახლეზე შეადგენს $12,609, რაც 12-ჯერ...

ნაერთი ბიუჯეტის შემოსავლების და ხარჯების დინამიკა

5 ოქტ 2020კვირის გრაფიკი

            2020 წლის მარტის შემდგომ ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლებმა საგრძნობი კლება განიცადა. თუ წლის პირველ სამ თვეში საგადასახადო შემოსავლების წლიური ზრდის ტემპი...

პოპულარული

სიმდიდრე ერთ სულ მოსახლეზე ევროპაში

სიმდიდრე ერთ სულ მოსახლეზე ევროპაში

12 ოქტომბერი, 2020კვირის გრაფიკი