16:33 PM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
საფრანგეთში ე.წ. "ყვითელი ჟილეტების" პროტესტი დროებით შეჩერდა
დავით ზალკალიანი: უკრაინის საზღვაო გემებზე იერიში და მათი დაყოვნება წარმოადგენს საერთაშორისო საზღვაო სამართლის უხეშ დარღვევას

სიახლეები

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სამი სოფლის 7000-ზე მეტ მოსახლეს 24 სთ-იანი წყალმომარაგება ექნება

 

საქართველოს ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი, ოზურგეთის მაჟორიტარ დეპუტატ არჩილ თალაკვაძესთან, მხარის გუბერნატორ ზურაბ ნასარაიასთან და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლებთან ერთად, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბახვში მოსახლეობას შეხვდა და გურიის რეგიონში 2019 წელს დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები გააცნო. 

 

შეხვედრას ესწრებოდნენ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სამი სოფლის - ბახვის, ცხემლისხიდის და ვაკიჯვარის მოსახლეობა, რომლებმაც ხელისუფლების წარმომადგენლებს თავიანთი სოფლების საჭიროებების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს. 

 

სამივე სოფლის შემთხვევაში, პრიორიტეტია წყალმომარაგების სისტემის გამართვა, სოფლის შიდა და სოფლების ერთმანეთთან დამაკავშირებელი გზების რეაბილიტაცია-მშენებლობა, გარე-განათებების დამონტაჟება და სხვა. 

 

ვიცე-პრემიერმა, მოისმინა მოსახლეობის საჭიროებები, უპასუხა კითხვებს და გურიის მხარეში დაგეგმილ სხვა ინფრასტრუქტურულ პროექტებთან ერთად, გააცნო მათ ოზურგეთის მუნიციპალიტის სამ სოფელში დაგეგმილი მასშტაბურლი წყალმომარგების  პროექტი.

 

„ბევრი წლის განმავლონბაში სოფლების - ბახვის, ცხემლისხიდის და ვაკიჯვრის  მოსახლეობა ითხოვდა წყალმომარაგების სისტემის მოწესრიგებას. უშუალოდ თვითმმართველობასთან, გუბერნიასთან, მაჟორიტარ დეპუტატთან კომუნიკაციით მოვახერხეთ წყალმომარაგების კომპანიაში გაოგვეძებნა რესურსი ამ პროექტისთვის. 9 მილიონ ლარზე მეტი ინვესტიცია იქნება საჭირო იმისთვის, რომ 7000-ზე მეტი ადამიანის წყალმომარაგება მოწესრიგდეს. ამ სოფლებში წყალმომარაგების სისტემა, სამწუხაროდ,  საერთოდ არ არის და უკვე 1 წელიწადში გვექნება საშუალება 24 საათიანი სასმელი წყალი მივაწოდოთ მოსახლეობას“, - აღნიშნა ვიცე-პრემიერმა. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე გიგა კაციას თქმით, პროექტის სამშენებლო სამუშაოების 2019 წლის აპრილში დაიწყება და მოიცავს სრული ციკლის სამუშაოების განხორციელებას, სოფელ ვაკიჯვარში წყლის რეზერვუარით. მან საევე აღნიშნა, რომ წყლის ხარისხი შემოწმებულია და არის მაღალი. სამუშაოებში მაქსიმალურად იქნება ჩართული ადგილობრივი მოსახლეობა.“

 

მაია ცქიტიშვილმა ისაურა გურიის რეგიონში დაგეგმილ სხვა ინფრასტრუქტურულ პროეტებზეც. 

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

მსოფლიოს 15 უმსხვილესი კომპანია

18 ნოე 2019კვირის გრაფიკი

  უკანასკნელი 18 წლის განმავლობაში მსოფლიოს უმსხვილესი კომპანიების რეიტინგებში მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდა. პირველ რიგში აღსანიშნავია, დიგიტალური კომპანიების...

ბანკომატების რაოდენობა - საერთაშორისო შედარება

11 ნოე 2019კვირის გრაფიკი

  ბანკომატების რაოდენობა საქართველოში მსგავსი განვითარების ქვეყნებთან შედარებით მაღალია. მსოფლიო ბანკის გლობალური ფინანსური განვითარების მონაცემებით ბანკომატების რაოდენობა...

განათლების ხარჯების ეფექტიანობა საქართველოში

4 ნოე 2019კვირის გრაფიკი

საქართველოში განათლებაზე გაწეული სახელმწიფო ხარჯები სხვა ქვეყნებთან შედარებით დაბალ-ეფექტიანია. საქართველოს მთავრობა განათლებაზე მშპ-ს 3.8%-ს ხარჯავს, დაახლოებით იმდენივეს რამდენსაც...