17:59 PM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
საქართველოს მაღალმთიანი დასახლებების ნუსხა და მთის კანონით დაწესებული შეღავათებით მოსარგებლეთა რიცხვი შესაძლოა გაიზარდოს
ბერნარდო ბერტოლუჩი 77 წლის ასაკში გარდაიცვალა

სიახლეები

ზესტაფონში სამშენებლო კოლეჯი გაიხსნა

 

ზესტაფონის სამშენებლო კოლეჯის პროექტი არის კერძო-საჯარო პარტნიორობის საუკეთესო მაგალითი. მსგავსი პროექტები რეგიონში ხელს შეუწყობს დასაქმებას მომავალში და კადრების პროფესიულად მომზადებას, რაც მნიშვნელოვანი იქნება სამშენებლო სექტორის განვითარებისთვის. ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ მსგავსი ინიციატივები სხვა სექტორებიდანაც წამოვა, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძემ ჟურნალისტებთან საუბარში ზესტაფონში, სამშენებლო კოლეჯის "კონსტრუქტ2"-ის გახსნის ცერემონიაზე. 

 

“კონსტრუქტ2” საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და დეველოპერული კომპანია “m2 უძრავი ქონების” საერთო პროექტია, რომლის სრული საინვესტიციო ღირებულება 3 მილიონი ლარია. 11 მოკლევადიანი პროფესიული პროგრამით კოლეჯი ყოველწლიურად 600-მდე სერტიფიცირებულ სპეციალისტს, ხოლო სახელმწიფო პროგრამით კი, დიპლომირებულ შრომის უსაფრთხოებისა და გარემოსდაცვითი ტექნოლოგიების სპეციალისტებს მოამზადებს. პროექტის ფარგლებში კოლეჯი 50 - მდე აკადემიურ და 30 - მდე ადმინისტრაციულ კადრს დაასაქმებს.

 

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ კოლეჯში გადამზადებულ კადრებს კომპანია “m2 უძრავი ქონება” დაასაქმებს. ამავე დროს, საქართველოს სხვა სამშენებლო კომპანიებსაც ექნებათ შესაძლებლობა, დაასაქმონ ზესტაფონის კოლეჯში გადამზადებული კადრები, რადგან ისინი იქნებიან მაღალკვალიფიციური და კონკურენტული შრომის ბაზარზე. 

 

სამშენებლო კოლეჯი პირველ ნაკადს 2019 წლიდან მიიღებს.

მსგავსი სიახლეები

თქვენთვის საყურადღებო დღის 3 თემა

  • 2017 წელს ეკონომიკა 4.8%-ით გაიზარდა
  • ოქტომბერში ფულადი გზავნილების მოცულობა 11.6%-ით გაიზარდა
  • მუდმივი ფასდაკლებები განახლებული უნიქარდისგან

კვირის ეკონომიკური მონიტორი 5 - 11 ნოემბერი, 2018

• ოქტომბერში საერთაშორიოს რეზერვების მოცულობა 57 მლნ. აშშ დოლარით შემცირდა. • ოქტომბერში ტურისტების რაოდენობა 15.1%-ით გაიზარდა. • მიმდინარე კვირაში ლარი აშშ დოლართან და ევროსთან...

სავალუტო ბაზრის მიმოხილვა ( 5 - 10 ნოემბერი, 2018 )

კვირის განმავლობაში ლარი აშშ დოლარის მიმართ გამყარდა 1,50%-ით, ევროსთან 1,90%-ით. მიმდინარე კვირაში სებ-მა საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე 10 მლნ. აშშ დოლარი შეისყიდა.