10:30 AM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
ირაკლი კობახიძე: "ჩვენთვის მთავარი ამოცანაა თავისუფალი და სამართლიანი, ასევე, მშვიდობიანი და მშვიდი არჩევნების უზრუნველყოფა"
Bloomberg: იტალიის მთავრობა ბრიუსელთან დათმობაზე მიდის

სიახლეები

ლევან დავითაშვილმა ჰაერის, წყლისა და ნიადაგის ანალიზის ახალი ლაბორატორიის შენობა გახსნა

 

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა გარემოს ეროვნული სააგენტოს ატმოსფერული ჰაერის, წყლისა და ნიადაგის ანალიზის ლაბორატორიის ახალი შენობა გახსნა.

 

აღნიშნული ლაბორატორია ერთადერთია საქართველოში, რომელიც  გასული საუკუნის 60-იანი წლებიდან გარემოს ხარისხობრივი მდგომარეობის მონიტორინგს ახორციელებს  და უნიკალური მონაცემთა ბაზები გააჩნია.  

 

ლაბორატორიის ახალი შენობა სრულად აკმაყოფილებს საერთაშორისო სტანდარტებს და    თანამედროვე დანადგარებით არის  აღჭურვილი.

 

ლაბორატორია აკრედიტებულია საერთაშორისო სტანდარტის  „ISO/IEC 17025“  შესაბამისად.

 

“ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი დონის ლაბორატორია, რათა ამოცანები რაც სამინისტროს გააჩნია გარემოსდაცვითი პოლიტიკის კუთხით განხორციელდეს. ლაბორატორიაში დანერგილია ატმოსფერული ჰაერის, ნალექის, მიწისქვეშა წყლების, ზედაპირული და ჩამდინარე წყლების, ასევე ნიადაგის სინჯების ანალიზები. ხორციელდება 300-ზე მეტი პარამეტრის განსაზღვრა. ლაბორატორიაში იგეგმება უახლესი მეთოდების დანერგვა სხვადსხვა მიმართულებებით: მაგალითად, ატმოსფერულ ჰაერში ევროკავშირის დირექტივით დადგენილი კომპონენტების განსაზღვრა. დასახული ამოცანების განხორციელება ხელს შეწყობს ჰაერის, წყლისა და ნიადაგის ხარისხის სრულყოფილ შეფასებას, რომლის საფუძველზე შესაძლებელი იქნება გარემოში არსებული მდგომარეობის გაუმჯობესება.” - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
გახსნის ღონისძიებას საერთაშორისო დიპლომატიური კორპუსის,  სამთავრობო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 

გარემოს დაბინძურების მონიტორინგის სფეროს გაფართოების მიზნით, ლაბორატორიაში  უახლესი მეთოდოლოგიების დანერგვა იგეგმება, რაც გულისხმობს ევროკავშირის შესაბამისი ჩარჩო დირექტივებით გათვალისწინებული ახალი პარამეტრების განსაზღვრას. დაინერგება შესაფუთი მასალის ანალიზი, ნავთობისა და ნავთობპროდუქტების შემადგენლობის  ფიზიკურ-ქიმიური თვისებების განსაზღვრა. ასევე, ტყვიისა და გოგირდის შემცველობების აზბესტის ბოჭკოების იდენტიფიცირების მიზნით მთელი რიგი   კვლევები განხორციელდება.   

 

ლაბორატორიული კვლევების საფუძველზე  შესაძლებელი იქნება მყარი და თხევადი  ნარჩენების სახიფათოობის დადგენა, შესაფუთი მასალების ხარისხის კვლევები. შეიქმნება ასევე მონაცემთა ბაზა აზბესტშემცველი მასალების შესახებ, ჩატარდება წყლის, ატმოსფერული ჰაერისა და ნიადაგის ხარისხის სრულფასოვანი კვლევები. 

 

უახლოეს მომავალში   ლაბორატორიას „ევროკავშირის პროექტის წყლის ინიციატივა პლიუსი აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის“ ფარგლებში,  ულტრათანამედროვე ტიპის მოწყობილობები გადმოეცემა,  რომლის საშუალებითაც ლაბორატორიას შესაძლებლობა ექნება განსაზღვროს წყლის ჩარჩო დირექტივით დადგენილი პრიორიტეტული დამაბინძურებლების კონცენტრაციები, რაც ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მიმართულებით უმნიშვნელოვანესია. 

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

საქართველოში კორონავირუსის გავრცელების პროგნოზი

28 სექ 2020კვირის გრაფიკი

            არსებული ტემპით ზრდის შემთხვევაში საქართველოში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობა ერთ თვეში 6-ჯერ გაიზრდება. ჩვენი პროგნოზის მიხედვით 27 ოქტომბერს საქართველოში...

ინტერნეტის ღირებულება ევროპაში

21 სექ 2020კვირის გრაფიკი

       1GB მობილური ინტერნეტის ღირებულებით საქართველო ევროპაში ბოლოდან მერვე ადგილზეა. Cable.co.uk-ის მონაცემებით საქართველოში 1GB მობილური ინტერნეტის საშუალო ღირებულება შეადგენს $0.93, რაც...

განათლება ხარისხი ევროპაში

14 სექ 2020კვირის გრაფიკი

            განათლების საერთო ხარისხით საქართველო ევროპაში ბოლოდან მეოთხე ადგილზე იმყოფება. OWID-ის მონაცემებით საქართველოში განათლების ხარისხის ინდექსი 459.7-ს შეადგენს, რაც 10.5%-ით...