17:24 PM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
დილა მშვიდობის
დავით ზალკალიანი: უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით საქართველოს პოზიცია თანმიმდევრულია

სიახლეები

NASA-ს კოსმოსური აპარატი InSight მარსის ზედაპირზე წარმატებით დაეშვა

 

26 ნოემბერს ამერიკული კოსმოსური აპარატი InSight  მარსის ზედაპირზე წარმატებით დაჯდა. დაშვების კადრები NASA-მ Youtube-ზე გადასცა.  

 

ზონდი, რომელიც მარსის სეისმოლოგიური შესწავლისთვის არის განკუთვნილი,  დედამიწიდან 2018 წლის მაისში გაუშვეს. კოსმოსში ის რაკეტა Atlas V-მ გაიყვანა. 

 

ზონდი წინასწარ შერჩეულ ადგილზე, მარსის ვულკანური მთიანეთის დასავლურ ნაწილში დაჯდა, მარსის ეკვატორთან ახლოს. მისი მთავარი მიზანია, შეისწავლოს მარსის ზედაპირის შეამდგენლობა და წითელი პლანეტის წიაღში მიმდინარე გეოლოგიური პროცესები. 

 

ზონდი აღჭურვილია ორი კამერით, სინოპტიკური სენსორით და ა.შ. თუმცა მისი მთავარი ინსტრუმენტი არის სეისმომეტრი SEIS, რომელიც ტექტონიკური აქტივობის შესწავლისთვის გამოიყენება და ელექტრომექანიკური ბურღი HP3. 

 

აპარატი მარსის ზედაპირს 5 მეტრის სიღრმემდე გაბურღავს და შეისწავლის შემადგენლობასა და ტემპერატურულ ცვლილებებს. ეს იყო ისტორიაში რიგით მერვე წარმატებული დაშვება მარსზე. 

 

მსგავსი სიახლეები

თქვენთვის საყურადღებო დღის 3 თემა

  • 2017 წელს ეკონომიკა 4.8%-ით გაიზარდა
  • ოქტომბერში ფულადი გზავნილების მოცულობა 11.6%-ით გაიზარდა
  • მუდმივი ფასდაკლებები განახლებული უნიქარდისგან

კვირის ეკონომიკური მონიტორი 5 - 11 ნოემბერი, 2018

• ოქტომბერში საერთაშორიოს რეზერვების მოცულობა 57 მლნ. აშშ დოლარით შემცირდა. • ოქტომბერში ტურისტების რაოდენობა 15.1%-ით გაიზარდა. • მიმდინარე კვირაში ლარი აშშ დოლართან და ევროსთან...

სავალუტო ბაზრის მიმოხილვა ( 5 - 10 ნოემბერი, 2018 )

კვირის განმავლობაში ლარი აშშ დოლარის მიმართ გამყარდა 1,50%-ით, ევროსთან 1,90%-ით. მიმდინარე კვირაში სებ-მა საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე 10 მლნ. აშშ დოლარი შეისყიდა.