18:28 PM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
ტრამპს 200 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების ჩინურ საქონელზე 25%-იანი იმპორტის გადასახადის დაწესება სურს
კალიფორნიის ხანძარმა 13 ათასი საცხოვრებელი სახლი გაანადგურა

სიახლეები

ივანიშვილი მოსახლეობას ურეკავს

 

დღეს, საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურია, რომელიც ქვეყნის მთავარსარდლის ვინაობას გაარკვევს.

 

ერთმანეთში გამარჯვებულს "ნაცინალური მოძრაობის" კანდიდატი, გრიგოლ ვაშაძე და "ქართული ოცნების" მხარდაჭერილი კანდიდატი - სალომე ზურაბიშვილი გაარკვევენ.

 

პირველ ტურში სასურველი შედეგის ვერდაფიქსირების გამო, მმართველმა პარტიამ საკმაოდ აქტიური წინასაარჩევნო სარეკლამო კამპანია წამოიწყო.

 

სწორედ ამ კამპანიის ნაწილად უნდა ჩავთვალოთ ის, რომ მოსახლეობის დიდმა ნაწილმა დღეს ნომრიდან "48" უცნაური ზარი მიიღო - უამრავ ჩვენგანს დღეს ბიძინა ივანიშვილმა "დაურეკა".

 

ხმის ჩანაწერში ივანიშვილი, ცხადია, მოსახლეობას არჩევნებზე წასვლასა და სალომე ზურაბიშვილისთვის ხმის მიცემას მოუწოდებს.

 

ყველა საარჩევნო უბანი დროულად, დილის 08:00 საათიდან გაიხსნა ამომრჩევლებისთვის და მიმდინარეობს კენჭისყრის პროცესი.

 

ნებისმიერ ამომრჩეველს, რომელსაც სურვილი აქვს დააზუსტოს მისი საარჩევნო უბნის მისამართი, შეუძლია ისარგებლოს ცესკოს ვებ-გვერდით, სადაც ონლაინ შეძლებს დამატებითი ინფორმაციის მიღებას. ანალოგიურ ინფორმაციას ამომრჩეველი ასევე ცესკოს სატელეფონო-საინფორმაციო ცენტრშიც მიიღებს, რომელიც დღეს უწყვეტად იმუშავებს. სატელეფონო-საინფორმაციო ცენტრის ტელეფონის ნომერია - 2 51 00 51; მუშაობს ონლაინ ჩათიც.

მსგავსი სიახლეები

თქვენთვის საყურადღებო დღის 3 თემა

  • 2017 წელს ეკონომიკა 4.8%-ით გაიზარდა
  • ოქტომბერში ფულადი გზავნილების მოცულობა 11.6%-ით გაიზარდა
  • მუდმივი ფასდაკლებები განახლებული უნიქარდისგან

კვირის ეკონომიკური მონიტორი 5 - 11 ნოემბერი, 2018

• ოქტომბერში საერთაშორიოს რეზერვების მოცულობა 57 მლნ. აშშ დოლარით შემცირდა. • ოქტომბერში ტურისტების რაოდენობა 15.1%-ით გაიზარდა. • მიმდინარე კვირაში ლარი აშშ დოლართან და ევროსთან...

სავალუტო ბაზრის მიმოხილვა ( 5 - 10 ნოემბერი, 2018 )

კვირის განმავლობაში ლარი აშშ დოლარის მიმართ გამყარდა 1,50%-ით, ევროსთან 1,90%-ით. მიმდინარე კვირაში სებ-მა საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე 10 მლნ. აშშ დოლარი შეისყიდა.