17:09 PM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
BBC: ვაშაძე უფრო პროდასავლურ კანდიდატად განიხილებოდა
როგორ ხვდებიან თეთრ სახლში შობის დღესასწაულს? (ვიდეო)

სიახლეები

მიხეილ ბატიაშვილი: „უდიდესი აღიარებაა, რომ საქართველო გახდა პირველი ქვეყანა ევროკავშირის არაწევრ ქვეყნებს შორის, სადაც „აკადემია ევროპეას“ რეგიონული ცენტრი გაიხსნება“

 

„აკადემია ევროპეას“ მმართველმა საბჭომ მიიღო უპრეცედენტო გადაწყვეტილება საქართველოში „აკადემია ევროპეას“ რეგიონული ცენტრის გახსნის შესახებ. საქართველო პირველი ქვეყანა იქნება ევროკავშირის მიღმა, სადაც ცენტრი დაფუძნდება.

 

„უაღრესად ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ მიღებული ეს გადაწყვეტილება მრავალსაუკუნოვანი, დიდი ტრადიციის მქონე ქართული მეცნიერების, ჩვენი ქვეყნის ყველა თაობის მეცნიერის, მთელი აკადემიური საზოგადოების კიდევ ერთი უდიდესი აღიარება და მსოფლიო მეცნიერებაში მისი განსაკუთრებული წვლილისა და პოტენციალის დასტურია.

 

„აკადემია ევროპეას“ რეგიონული ცენტრი გზას გაუხსნის ქართველ მკვლევარებსა და ახალგაზრდა მეცნიერებს საერთაშორისო ასპარეზზე და ხელს შეუწყობს მეცნიერებისა და კვლევითი საქმიანობის განვითარებას მთელ რეგიონში. თბილისის საგანმანათლებლო ჰაბი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაზაზე გაიხსნება“ - განაცხადა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა.

 

„ევროპის აკადემია“ დიდი ბრიტანეთის და ევროპის სხვა ეროვნული აკადემიების ინიციატივით 1988 წელს შეიქმნა. იგი აერთიანებს გამოჩენილ მეცნიერებს მთელი მსოფლიოდან და მოიცავს კვლევის ყველა მიმართულებას.

მსგავსი სიახლეები

თქვენთვის საყურადღებო დღის 3 თემა

  • 2017 წელს ეკონომიკა 4.8%-ით გაიზარდა
  • ოქტომბერში ფულადი გზავნილების მოცულობა 11.6%-ით გაიზარდა
  • მუდმივი ფასდაკლებები განახლებული უნიქარდისგან

კვირის ეკონომიკური მონიტორი 5 - 11 ნოემბერი, 2018

• ოქტომბერში საერთაშორიოს რეზერვების მოცულობა 57 მლნ. აშშ დოლარით შემცირდა. • ოქტომბერში ტურისტების რაოდენობა 15.1%-ით გაიზარდა. • მიმდინარე კვირაში ლარი აშშ დოლართან და ევროსთან...

სავალუტო ბაზრის მიმოხილვა ( 5 - 10 ნოემბერი, 2018 )

კვირის განმავლობაში ლარი აშშ დოლარის მიმართ გამყარდა 1,50%-ით, ევროსთან 1,90%-ით. მიმდინარე კვირაში სებ-მა საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე 10 მლნ. აშშ დოლარი შეისყიდა.