17:36 PM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
UNODC: მსოფლიოში, მათი ნათესავები და პარტნიორები ყოველდღიურად 137 ქალს კლავენ
ჯერომ პაუელი: აშშ-ის მონეტარული პოლიტიკა წინასწარ განსაზღვრული არ არის

სიახლეები

ქართული ნომინაცია შეტანილ იქნა იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სიაში

 

მავრიკის რესპუბლიკის დედაქალაქ პორტ ლუიში, იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მთავრობათაშორისი კომიტეტის მე-13 სესიაზე  მიღებულ იქნა გადაწყვეტილება საქართველოს მიერ წარდგენილი ნომინაციის „ქართული ჭიდაობა“ არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით სიაში შეტანის თაობაზე. 

 

მთავრობათაშორისმა კომიტეტმა მხარი დაუჭირა საქართველოს მიერ წარდგენილ ნომინაციას და მიიჩნია, რომ იგი სრულად შეესაბამება არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის კონვენციით გათვალისწინებულ ყველა კრიტერიუმს.

ნომინაცია UNESCO-ს განსახილველად წარედგინა 2017 წელს და მისი მთავარი მიზანია ხაზი გაუსვას ქართულ ჭიდაობას, როგორც კულტურული მრავალფეროვნების, ტოლერანტობის ნიმუშს და ქართული საზოგადოების კულტურული ერთიანობის საფუძველს.

 

„ქართული ჭიდაობა“ არის რიგით მეოთხე ნომინაცია, რომელიც შეტანილია UNESCO-ს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით სიაში. დღემდე, ნუსხაში შეტანილია სამი ქართული არამატერიალური ძეგლი: ქართული მრავალხმიანობა (2001 წ.), ქვევრის ღვინის დაყენების უძველესი ქართული ტრადიციული მეთოდი (2013 წ.), ქართული ანბანის 3 სახეობის ცოცხალი კულტურა (2016 წ.).

 

კომიტეტის მუშაობაში მონაწილეობა მიიღო საქართველოს დელეგაციამ, რომელშიც წარმოდგენილნი იყვნენ საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო კულტურულ და ჰუმანიტარულ ურთიერთობათა დეპარტამენტის დირექტორი  და საქართველოს იუნესკოს საქმეთა ეროვნული კომისიის გენერალური მდივანი ქეთევან კანდელაკი, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი ნიკოლოზ ანთიძე, ქართული ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი გელა ბერუაშვილი. 

მსგავსი სიახლეები

თქვენთვის საყურადღებო დღის 3 თემა

  • 2017 წელს ეკონომიკა 4.8%-ით გაიზარდა
  • ოქტომბერში ფულადი გზავნილების მოცულობა 11.6%-ით გაიზარდა
  • მუდმივი ფასდაკლებები განახლებული უნიქარდისგან

კვირის ეკონომიკური მონიტორი 5 - 11 ნოემბერი, 2018

• ოქტომბერში საერთაშორიოს რეზერვების მოცულობა 57 მლნ. აშშ დოლარით შემცირდა. • ოქტომბერში ტურისტების რაოდენობა 15.1%-ით გაიზარდა. • მიმდინარე კვირაში ლარი აშშ დოლართან და ევროსთან...

სავალუტო ბაზრის მიმოხილვა ( 5 - 10 ნოემბერი, 2018 )

კვირის განმავლობაში ლარი აშშ დოლარის მიმართ გამყარდა 1,50%-ით, ევროსთან 1,90%-ით. მიმდინარე კვირაში სებ-მა საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე 10 მლნ. აშშ დოლარი შეისყიდა.