17:26 PM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
უკრაინა რუსეთისთვის ბოსფორის სრუტის ჩაკეტვას მოითხოვს
UNODC: მსოფლიოში, მათი ნათესავები და პარტნიორები ყოველდღიურად 137 ქალს კლავენ

სიახლეები

კვლევა: ქართველი სტუდენტები სხვა ევროპელ სტუდენტებზე თავდაჯერებულები არიან

 

უმაღლესი საგანმამანათლებლო დაწესებულებები საქართველოში შრომის ბაზრისთვის მოსამზადებელი ყველაზე პრესტიჟული დაწესებულებებია. ეს სტატია უსდ-ების სტუდენტების დასაქმებისთვის მზადყოფნას ეხება და ევროპის ქვეყნებში განხორციელებულ საერთაშორისო კვლევა ევროსტუდენტი VI-ის შედეგებს ეყრდნობა.[1]

 

საქართველოში უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტები ადგილობრივ შრომის ბაზარზე დასაქმებისთვის მზადყოფნას მკვეთრად ოპტიმისტურად აფასებენ, მიუხედავად იმისა, რომ უმუშევრობის პრობლემა საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა უმუშევრობის 13.9%-იანი მაჩვენებლით[2]. უფრო მეტიც, კვლევის მონაწილე სხვა ევროპულ ქვეყნებს შორის, საქართველოს უსდ-ების სტუდენტებს ყველაზე მაღალი მზაობა აქვთ ადგილობრივ შრომის ბაზარზე დასაქმებისთვის. მეტი სიზუსტისთვის, დასაქმების მაღალი მზადყოფნა აქვს საქართველოს უსდ-ების პროგრამების სტუდენტთა 80%-ს.

 

შეიძლებოდა გვევარაუდა, რომ უმაღლესი განათლების მქონე კადრებით გაჯერებული შრომის ბაზარი სტუდენტებისთვის არ წარმოადგენს დასაქმებისთვის მზადყოფნის დაბალი შეფასების საფუძველს, რადგან ისინი შესაძლოა არაკონკურენტუნარიანებად, თუმცა ხარისხიანი განათლების შედეგად მომზადებულ, მომავალ კვალიფიცურ კადრებად გრძნობენ თავს. თუმცა, სტუდენტების თვითშეფასების განხილვა საერთაშორისო ბაზარზე დასაქმების მზადყოფნასთან მიმართებაში, ცხადყოფს, რომ სტუდენტების თვითშეფასება ცალსახად მაღალია.

 

საქართველოს უსდ-ებში გამოკითხული სტუდენტების ნახევარი (51%) ფიქრობს, რომ საერთაშორისო ბაზარზე დასაქმებისთვის, მიმდინარე სასწავლო პროგრამის დამთავრების შემდეგ, (ძალიან) კარგად მომზადებული იქნება. მათი თვითშეფასება საერთაშორისო ბაზარზე დასაქმების მზადყოფნის კუთხით, უფრო მაღალია, ვიდრე მაგალითად, ავსტრიის (42%), საფრანგეთის (39%) ან ნორვეგიის უნივერსიტეტების სტუდენტებისა (24%).

 

ქართული უსდ-ების სტუდენტები ამ საკითხთან დაკავშირებით, ევროპული ქვეყნების სტუდენტებთან შედარებით, თვითშეფასებაში უმნიშვნელოდ ჩამორჩებიან მხოლოდ ფინეთის (55%) და ირლანდიის (52%) უნივერსიტეტების სტუდენტებს.

 


[1] წყარო: http://www.eurostudent.eu/

[2] წყარო: http://www.lmis.gov.ge/Lmis/Lmis.Portal.Web/Handlers/GetFile.ashx?Type=Content&ID=7932b932-0eac-4a14-8ebd-9ec6d2409352

 

 

"აიფიემ კვლევები"

მსგავსი სიახლეები

თქვენთვის საყურადღებო დღის 3 თემა

  • 2017 წელს ეკონომიკა 4.8%-ით გაიზარდა
  • ოქტომბერში ფულადი გზავნილების მოცულობა 11.6%-ით გაიზარდა
  • მუდმივი ფასდაკლებები განახლებული უნიქარდისგან

კვირის ეკონომიკური მონიტორი 5 - 11 ნოემბერი, 2018

• ოქტომბერში საერთაშორიოს რეზერვების მოცულობა 57 მლნ. აშშ დოლარით შემცირდა. • ოქტომბერში ტურისტების რაოდენობა 15.1%-ით გაიზარდა. • მიმდინარე კვირაში ლარი აშშ დოლართან და ევროსთან...

სავალუტო ბაზრის მიმოხილვა ( 5 - 10 ნოემბერი, 2018 )

კვირის განმავლობაში ლარი აშშ დოლარის მიმართ გამყარდა 1,50%-ით, ევროსთან 1,90%-ით. მიმდინარე კვირაში სებ-მა საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე 10 მლნ. აშშ დოლარი შეისყიდა.