17:05 PM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
სესხების პატიების პროექტში დამატებით სესხის გამცემი 10-მდე ორგანიზაცია ჩაერთო
ოქტომბერში მთავრობის დეპოზიტებზე არსებული სახსრები 53.0 მლნ ლარით შემცირდა

სიახლეები

ერიკ–ემანუელ შმიტი პრესკონფერენციაზე რუსულ ოკუპაციას გამოეხმაურა

 

ქართველებმა საუკუნეების განმავლობაში გადაიტანეთ არაერთი ტკივილი, რუსული ოკუპაცია და მაინც შეინარჩუნეთ ღიმილი, რაც ნიშნავს, რომ კარგი ქვეყანა გაქვთ, –  პირველ არხზე დაყრდნობით, ამის შესახებ ცნობილმა მწერალმა ერიკ-ემანუელ შმიტმა განაცხადა, რომელიც საქართველოში ჟურნალისტებს შეხვდა.

 

„​​რომ გავიგე, როგორი ისტორია აქვს საქართველოს, რამდენი რამ გადაიტანეთ, რამდენი ტკივილი განიცადეთ საუკუნეების განმავლობაში, გადაიტანეთ არაერთი მტრის შემოსევა და დაპყრობა, რუსული ოკუპაცია და ამ ყველა პრობლემის მიუხედავად, ქართველებმა შეინარჩუნეთ ასეთი გაღიმებული სახეები, კარგი დამოკიდებულება ადამიანების მიმართ, ეს ნიშნავს, რომ ქართველები კარგი ხალხი ხართ და კარგი ქვეყანა გაქვთ. სურვილი მაქვს, საქართველო უკეთ გავიცნო და კვლავ დავბრუნდე აქ“, – განაცხადა მწერალმა.

 

მან აღნიშნა, რომ ახალ ნაწარმოებზე მუშაობა ცოტა ხნის წინ დაასრულა და მკითხველი ახალ წიგნს სახელწოდებით „ფელიქსი და უხილავი წყარო“ იანვარში იხილავს.

 

ერიკ-ემანუელ შმიტი დღეს შეხვედრას გამართავს მკითხველთანაც.

 

მწერალი, დრამატურგი და რეჟისორი ერიკ-ემანუელ შმიტი რამდენიმე ლიტერატურული და თეატრალური პრემიის მფლობელია. მისი ნაწარმოებები თარგმნილია 40-ზე მეტ ენაზე, ხოლო სპექტაკლები 50-მდე ქვეყანაშია დადგმული. შმიტმა პოპულარობა საქართველოში მოიპოვა ნაწარმობებით: „ოსკარი და ვარდისფერი ქალბატონი“, „პილატეს სახარება“ „ნოეს შვილი“, „ულისე ბაღდადიდან“ და ა.შ

 

 

 

artnews.ge

მსგავსი სიახლეები

თქვენთვის საყურადღებო დღის 3 თემა

  • 2017 წელს ეკონომიკა 4.8%-ით გაიზარდა
  • ოქტომბერში ფულადი გზავნილების მოცულობა 11.6%-ით გაიზარდა
  • მუდმივი ფასდაკლებები განახლებული უნიქარდისგან

კვირის ეკონომიკური მონიტორი 5 - 11 ნოემბერი, 2018

• ოქტომბერში საერთაშორიოს რეზერვების მოცულობა 57 მლნ. აშშ დოლარით შემცირდა. • ოქტომბერში ტურისტების რაოდენობა 15.1%-ით გაიზარდა. • მიმდინარე კვირაში ლარი აშშ დოლართან და ევროსთან...

სავალუტო ბაზრის მიმოხილვა ( 5 - 10 ნოემბერი, 2018 )

კვირის განმავლობაში ლარი აშშ დოლარის მიმართ გამყარდა 1,50%-ით, ევროსთან 1,90%-ით. მიმდინარე კვირაში სებ-მა საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე 10 მლნ. აშშ დოლარი შეისყიდა.